ლიმფა იმუნურ უჯრედებს ქსოვილის სითხით ამარაგებს და მათ სასარგებლო ნივთიერებებს აწვდის, მეტაბოლიზმის პროცესში მონაწილება და ორგანიზმიდან შლაკები და ტოქსინები გამოაქვს. ლიმფა უჯრედთაშორის სითხეს წარმოადგენს, რომელიც მუდმივად მოძრაობს. ის შემადგენლობით სისხლს ჰგავს და სისხლის ზოგიერთ ნაწილს შეიცავს, რომელიც სისხლძარღვების ქსოვილის კედლებში გადის.
თუ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ქსოვილებში ტოქსინები დაგროვდება, ეს ადამიანის იმუნიტეტზე გავლენას მოახდენს. იმუნიტეტი შესუსტებას იწყებს, სისუსტე და ენერგიის ნაკლებობა იწყება. კანიც რეაგირებას ახდენს: ჩამუქება, ცხიმოვანი დაგროვება, შეშუპება, ცელულიტი უფრო თვალსაჩინო ხდება. ამან შეიძლება ქრონიკული სინუსიტი, ეგზემა, ართრიტი, სასუნთქი გზების ინფექცია და ბევრი სხვა სერიოზული დაავადება გამოიწვიოს.
ეს ნეგატიური შედეგები თავიდან რომ ავიცილოთ, ლიმფა უნდა გაწმინდოთ. ბევრი სამედიცინო მეთოდი არსებობს ლიმფური სისტემის შლაკებისა და ტოქსინებისგან გასაწმენდად, თუმცა ხალხური მეთოდით გაწმენდა ნაკლებად ეფექტური ნამდვილად არ იქნება.
ლიმფის გაწმენდა
"რჩევების" რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს დეტოქსიკაციისთვის, რომელიც კომპლექსურად მოქმედებს და ლიმფის მდგომარეობას გააუმჯობესებს.
1. ბევრი წყალი დალიეთ. საკმარისი რაოდენობის სითხის გარეშე, ტოქსინები ყოვნდება. მავნე ნივთიერება გროვდება და ორგანიზმს შხამავს. საუკეთესო შედეგის მისაღწევად წყალს ცოტა ლიმონის წვენი დაუმატეთ.
2. ბოსტნეული, ხილი, მწვანილი დააბლენდერეთ. ბოსტნეულში შემავალი ქლოროფილი ლიმფას და სისხლს კარგად წმენდს. მჟავა და ფერმენტები, რომელთაც ხილი შეიცავს, დილიდან მონელების პროცესის დაწყებას ხელს უწყობს.
3. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხალხური საშუალება ლიმფური სისტემის გასაწმენდად - რეგულარულად საუნის მიღება არის. კვირაში 2-3-ჯერ აბანოების სტუმრობა 20 დღის განმავლობაში საუკეთესო ეფექტს იძლევა, დამატებითი ეფექტის სახით ზედმეტ სითხეს დაკარგავთ.
4. კონტრასტული შხაპი. ცივი წყალი მთელი ორგანიზმის მუშაობას ასტიმულირებს.
5. ლიმფების გასაწმენდად შეგიძლიათ სამკურნალო მცენარეები გამოიყენოთ, მათ შორის ყველაზე ეფექტური ეხინაცეა არის. თვლიან, რომ ეხინაცეა იმუნიტეტს ზრდის და ლიმფური სისტემის ნორმალურ მუშაობას ხელს უწყობს. ამ მცენარეს ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული ინფექციებისგან თავის ასარიდებლად იყენებენ.
ეხინაციისგან სხვადასხვა სამკურნალო საშუალებას ამზადებენ. აფთიაქში შეგიძლიათ ეხინაციის ნაყენი, ფიტოჩაი, ექსტრაქტი, ზეთი და მედიკამენტი იყიდოთ.
6. ერთ-ერთმა კვლევამ, რომელიც 1999 წელს ჩაატარეს, აჩვენა, რომ აბუსალათინის ზეთის გამოყენება Т-11 ლიმფოციტს მკვეთრ ზრდას იწვევს. ეს უჯრედები - ჩვენი იმუნური სისტემის მუშაობის მაჩვენებელია.
სწორედ ამიტომ აბუსალათინის კომპრესი - ეფექტური საშუალება არის ლიმფის სახლის პირობებში გასაწმენდად.
კომპრესი აბუსალათინის ზეთით
თქვენ დაგჭირდებათ
- მარლის ნაჭერი
- 150 მლ აბუსალათინის ზეთი ჰექსანის გარეშე
- სანაგვე პარკი
- სათბურა
- ძველი პირსახოცი
- გადასაფარებელი
- მინის ქილა (კომპრესის შესანახად)
გამოყენება
1. კომპრესისთვის მარლა სამად გაკეცეთ, შემდეგ ოდნავ გაცხელებულ აბუსალათინის ზეთში დაასველეთ.
2. კომპრესი შერჩეულ ადგილას წაისვით.
3. ზემოდან სანაგვე ყუთი დაიდეთ, შემდეგ სათბურა.
4. ყველაფერი პირსახოცით შეიხვიეთ და ამ მდგომარეობაში 1 საათი გაჩერდით.
5. პროცედურის დასრულების შემდეგ სათბურა და სანაგვე პარკი აიღეთ. კომპრესი ქილაში მოათავსეთ, თავსახური დაახურეთ და ცივ ადგილას შეინახეთ.
6. ზეთის ნარჩენების ნატურალური საპნით ან შხაპის გელით მოიშორეთ.
7. ეს პროცედურა კვირაში 4 დღე გააკეთეთ, 1 თვის განმავლობაში. ღამე ჩაატარეთ, ძილის წინ.
ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ თქვენ მეგობრებს უამბეთ და ყოველ დილით სიამოვნებით გაიღვიძებთ!