ახალი ოხრახუშის წვენს გააჩნია ისეთი თვისებები, რომლებიც აუცილებელია ჟანგბადის ცვილისათვის და ხელს უწყობს თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების ნორმალურ ფუნქციონირებას. ოხრახუშის წვენში ელემენტები ისეთი შემადგენლობითაა,რომელიც უზრუნველყოფს სისხლძარღვების მუშაობისა და აგებულების გაძლიერებას, განსაკუთრებით კაპილარებისა და არტერიების.
- ოხრახუშის წვენი საუკეთესო საშუალებაა შარდ-სასქესო ტრაქტის დაავადებების დროს, თირკმელებში, შარდისა და ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობისას, ნეფრიტისას, როდესაც შარდში ცილაა მომატებული და თირკმელების სხვა დაავადებების დროს. ის წარმატებით გამოიყენება წყალმანკის დროსაც.
- ოხრახუშის წვენი ეფექტურია ასევე თვალისა და მხედველობის ნერვის დაავადების დროს, თვალის რქოვანას გარსის დაწყლულებისას, კატარაქტის, კონიუნქტივიტის, ოფტალმიის დროს. გუგის მოდუნება წარმატებით იკურნება დაავადების ყველა სტადიაზე ოხრახუშის წვენით - შერეულს, სტაფილოსა და ნიახურის წვენებთან.
- ოხრახუშის წვენი ჭარხლის წვენთან ერთად წარმატებით გამოიყენება მენსტრუაციის დროს. მენსტრუალური დარღვევებით გამოწვეული სპაზმები მთლიანად შეწყდება ამ ნარევის რეგულარული მიღებით. ამ დროს დიეტიდან გამორიცხეთ სახამებელი, შაქარი და ხორცი.
- ოხრახუშის წვენისა და სტაფილოს წვენის ნარევი შეფარდებით 1:3, წარმატებით გამოიყენება დაძაბული მუშაობის შედეგად დაქვეითებული მხედველობის აღსადგენად. ეს ნარევი აუმჯობესებს სუნთქვას, გულის მუშაობას. ამ შეფარდებით დამზადებული ნარევის დალევა არ შეიძლება თირკმელების ანთების დროს, მაგრამ საუკეთესოა ჰიპერტონიის დროს.
- ერთ მიღებაზე ოხრახუშის წვენი არ უნდა აღემატებოდეს 1 სუფრის კოვზს.
ოხრახუშის ფოთლები და თესლი შეიცავს ეთერზეთებს, კაროტინს, ვიტამინ C-ს.
ოხრახუშის წვენი ლიმონის წვენთან შერეული გამოიყენება ჭორფლის მოსაცილებლად. - გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში იკეთებენ ოხრახუშის ფოთლებისა და ღეროების ნიღაბს, გვიან შემოდგომაზე კი ამ მიზნით იყენებენ ოხრახუშის ძირებს. ოხრახუშს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში, იღებენ 2 სუფრის კოვზ ფაფას და იდებენ სახეზე 20-30 წუთით, შემდეგ იბანენ ცივი წყლით.
ეს ძალიან კარგი საშუალებაა განსაკუთრებით 40 წელს გადაცილებული ქალებისთვის, რომელთაც უჩნდებათ პიგმენტური ლაქები და კანი თანდათან კარგავს ელასტიურობას. - სახის კანის გასათეთრებლად ძლიერი საშუალებაა ყოველდღიურად ოხრახუშის წვენის, ან ლოსიონის სახეზე წასმა. ოხრახუშის ლოსიონის დასამზადებლად, 50 გ ოხრახუშს (გატარებულს ხორცსაკეპ მანქანაში) ასხამენ 0,5 ლ 50 გრადუსიან სპირტს ან არაყს, აჩერებენ 2 კვირა ბნელ ადგილას, შემდეგ წურავენ. ინახავენ მაცივარში. იწმენდენ სახეს ყოველდღე ლაქების მოსაცილებლად.