ალბათ გაგიგონიათ, რომ პროსტატიტი და პროსტატის ადენომა ძალიან გავრცელებული პრობლემაა და ასეთ დროს ექიმები პაციენტებს უფრო მეტად ოპერაციას სთავაზობენ. იმის მტკიცებას არ დავიწყებ, რომ ოპერაცია არ არის საჭირო - რასაკვირველია, ეს ექიმმა უნდა გადაწყვიტოს პაციენტის საგულდაგულო გამოკვლევის შემდეგ, - მაგრამ სხვა საშუალებებიც ვიცი.
- დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, მიიღეთ 1 სუფრის კოვზი პროპოლისის ექსტრაქტი. ყოველღამე გაიკეთეთ სწორ ნაწლავში პროპოლისის სანთლები. იმკურნალეთ 2-4 კვირა.
- სანთლების დასამზადებლად აიღეთ 40 გრამი დაქუცმაცებული პროპოლისი, დაასხით 200 მლ სპირტი, გააჩერეთ 10-12 დღე (ყოველდღე შეანჯღრიეთ). შემდეგ შემოდგით ნელ ცეცლხლზე, ადუღეთ, სანამ სპირტი არ აორთქლდება. მიღებულ მასაში ჩაყარეთ 2 გ კაკაო, გულდასმით აურიეთ და გააკეთეთ სანთლები.
- ოხრახუშის წვენი: კარგად გარჩეული და გარეცხილი ახალი ოხრახუში გამოწურეთ, აურიეთ იმავე ოდენობის თაფლში და მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში 2-3-ჯერ. კარგია ცისტიტის დროსაც.
- შესანიშნავი იქნება, თუ ამის პარალელურად ყვავილის მტვერსაც მიიღებთ:1 ჩაის კოვზი კარგად დაღეჭეთ დღეში 3-ჯერ და მიაყოლეთ ცოტაოდენი წყალი.
მე 6 თვე ვმკურნალობდი და პროსტატის ადენომა აღარ მაწუხებს.