თუმცა, ასაკობრივი ლაქები კიდევ ესთეტიკური დეფექტიცაა, რომელმაც, შესაძლოა, ქალს კომპლექსი გაუჩინოს. ისინი მზის ზემომქმედების, ფეხმძიმობის, ჩასახვისსაწინააღმდეგო ტაბლეტების, სტრესის, თანდაყოლილი პრობლემების ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების შედეგი შეიძლება იყოს.
რჩევების რედაქცია გაგიზიარებთ სახის ეფექტური ნიღბების რეცეპტებს, რომლებიც ისეთ პრობლემებს აგვარებს, როგორიცაა პიგმენტაცია და სიმკრთალე, და გვეხმარება კანის რელიეფის გამოსწორებაში. ყველა ეს ნიღაბი ხელმისაწვდომი, ნატურალური ინგრედიენტებისგან შედგება. მთავარია რეგულარულობა.
ასაკობრივი ლაქები სახეზე
- კვერცხისა და სტაფილოს ნიღაბი
დახეხეთ საშუალო ზომის სტაფილო. ათქვიფეთ 1 ცალი ქათმის კვერცხი ერთგვაროვან მდგომარეობამდე და დაუმატეთ 1 ჩ.კ. დახეხილი სტაფილო, მოურიეთ. სუფთა კანზე, კისერსა და დეკოლტეზე წაისვით ნიღაბი მსუბუქი მოძრაობებით. გაიჩერეთ 30 წუთით და ჩამოიბანეთ გრილი წყლით. კანზე დაიტანეთ დამატენიანებელი კრემის ან ნუშის ზეთის თხელი ფენა.
თუ ძლიერად გამოხატული პიგმენტაცია გაქვთ, გაიკეთეთ ნიღაბი ყოველდღე, 10 დღის მანძილზე. შემდეგ 1 კვირით შეისვენეთ და გააგრძელეთ მისი გამოყენება კვირაში 2-3ჯერ. 1 თვეში ლაქები გაქრება, კანი კი წამოიწევა და თანაბარ ფერს შეიძენს. ნუ იღელვებთ - სტაფილო მას არ შეღებავს. - ნიღაბი ოხრახუშით
კანის ლამაზი იერისთვის რეკომენდებულია ყოველდღიურ რაციონში ოხრახუშის შეტანა. ასევე, იგი კარგია გარეგანი გამოყენებისთვისაც. ეფექტური ნითბის მოსამზადებლად შეურიეთ 1 ჩ.კ. ოხრახუშის დაჭრილი ფოთლები 1 ჩ.კ. ლიმონის წვენსა და 1 ჩ.კ. შვრიის ფქვილს. ყველაფერი კარგად შეურიეთ.
წაისვით მასა სახეზე მსუბუქად, გაიჩერეთ 20 წუთით და ჩამოიბანეთ ცივი წყლით. წაისვით დამატენიანებელი კრემი. ეს ნიღაბი უნდა გაიკეთოთ საღამოობით, რადგან გამაღიავებელი და ლიფტინგის ეფექტის გარდა, იგი კვებავს კანს და ხდის ხავერდისებრს. შეგიძლიათ, ნიღაბი ყოველ მეორე დღეს გამოიყენოთ, თუ კანი ნორმალური ან ცხიმიანია. თუ კანი მშრალია, კვირაში 2 პროცედურა საკმარისია. - ბანანის ნიღაბი
წაისვით ბანანის პიურე სახის კანზე 20-30 წუთით. ჩამოიბანეთ გრილი წყლით. აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი. ბანანი მოქმედებს მსუბუქი პილინგის მსგავსად: ხსნის კანის მკვდარ ფენას და აშორებს პიგმენტუს ლაქებს. ამიტომ, გირჩევთ, არ გამოიყენოთ სპირტიანი ან მჟავიანი საშუალება იმ დღეებში, როცა ბანანის ნიღაბს გაიკეთებთ.
ნიღაბი კვირაში რამდენჯერმე უნდა გამოიყენოთ. კანი ერთტონიანი, მუქი და დამშვიდებული გახდება. თუ მშრალი კანი გაქვთ, დაუმატეთ ნიღაბს მცირეოდენი ნატურალური არაჟანი. - ბადრიჯნის ნიღაბი
ბოსტნეულის სეზონზე გირჩევთ, გაიკეთოთ ბადრიჯნის ნიღაბი. დაასველეთ მარლა ბადრიჯნის ახლადდაწურულ წვენში(ან პიურეში). მიიდეთ მარლა სახეზე 20 წუთით. სასურველი შედეგის მისაღებად, გაიკეთეთ ნიღაბი ყოველდღე, 3 კვირის მანძილზე.