» » » ჩინური ნიღაბი პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ: სრული წმენდა ეფექტური შედეგით

ჩინური ნიღაბი პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ: სრული წმენდა ეფექტური შედეგით

ყველაზე ხშირად ზაფხულში ჩნდება პიგმენტური ლაქები სახეზე. უმეტესწილად, ეს რუჯის ან მზეზე დიდხანს ყოფნის შედეგია. რამდენ ქალბატონს აწუხებს ეს უსახური ლაქები! ალბათ, ფიქრობთ, რომ ამ მუქ ლაქებს სახეზე ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, რახან ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მოაქვთ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია საკითხის ესთეტიკური მხარეც - ქალებს ნამდვილად არ მოსწონთ პიგმენტური ლაქები სახეზე.

სწორედ ამიტომ, ბევრი ცდილობს მათ მოშორებას სხვადასხვა გზით. აქ მხოლოდ ორი საშუალებაა: კოსმეტოლოგთან ვიზიტი ან მათთან ბრძოლა საშინაო პირობებში.

სახლში მომზადებული ნიღაბი პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ
დღეს, Rchevebi.com-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ნიღაბს, რომლის რეცეპტიც ჯერ კიდევ ანტიკურ ჩინურ მანუსკრიპტებზე აღმოაჩინეს. სულ 1 კვირის შემდეგ, ლაქები სახიდან გაქრება, კანი კი ღია და ერთფეროვანი გახდება, ფაიფურის მსგავსად.

სასიამოვნო ბონუსი ისაა, რომ ნიღბის მოსამზადებლად სულ 1 წუთი გჭირდებათ.



ინგრედიენტები
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • 1 ჩ.კ. კარტოფილის სახამებელი
  • 1 ჩ.კ. ზღვის მარილი
  • 1 ჩ.კ. რძე ან არაჟანი


მომზადება და გამოყენება
  1. მოსახერხებელ ჭურჭელში შეურიეთ თაფლი, სახამებელი და მარილი. კარგად მოურიეთ. დაუმატეთ ჩ.კ. რძე ან არაჟანი და ისევ მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. წაისვით მასა სახეზე რამდენჯერმე, ახალი ფენა დაამატეთ მაშინვე, როცა წინა გაშრება. გაიჩერეთ ნიღაბი 15-25 წუთის მანძილზე და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი გამოიყენეთ ყოველ მეორე დღეს, 20 დღის მანძილზე, შემდეგ კი შეისვენეთ ერთი თვით.



    ასევე, გთავაზობთ დამატებით 5 საშუალებას პიგმენტური ლაქებისგან საშინაო პირობებში გასათავისუფლებლად. ეფექტური გათეთრება კანის დაზიანების გარეშე.
პროდუქტები კანის გასათეთრებლად
  1. ოხრახუში
    მარტივად და სწრაფად გაათეთრებს კანს ოხრახუშის ნიღაბი. იგი მზადდება როგორც ღეროებისგან, ისე ფოთლებისა და ფესვებისგანაც.

    შერჩეული ელემენტი კარგად დაჭყლიტეთ ხის ჭურჭელში, ერთგვაროვანი ფაფის მიღებამდე. წაისვით სახეზე 30 წუთით, ჩამოიბანეთ მინერალური წყლით და შემდეგ შეიზილეთ სახეზე მკვებავი კრემი.

    ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ოხრახუშის ნახარში ან ამ მწვანილისგან მომზადებული ყინულის კუბები.



  2. წყალბადის ზეჟანგი
    ეს ხსნარი კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა! თუმცა, მისი გამოყენება მხოლოდ ცხიმიან კანზეა დაშვებული.

    პატარა თასში გახსენით 100 გ წყალი 3 ს.კ. წყალბადის ზეჟანგთან და 1 ჩ.კ. თაფლთან. ჩაალბეთ მიღებულ ხსნარში მარლის ხელსახოცი და მიიდეთ პიგმენტურ ლაქებზე 10 წუთით. პროცედურის შემდეგ არ დაგავიწყდეთ კანის ჩამობანა დამატენიანებელი კრემით!

    შედეგი პირველივე პროცედურის შემდეგ იქნება შესამჩნევი. გახსოვდეთ, რომ აღნიშნული ხსნარი მხოლოდ ორჯერ უნდა გამოიყენოთ კვირაში.



  3. წითელი მოცხარი
    ჩანგლის გამოყენებით, მოამზადეთ პიურე 1 ს.კ. მოცხრისგან, მოათავსეთ მასა თერმოსში და დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე. გააჩერეთ სითხე 3 საათით, ამის შემდეგ, გაწურეთ და გადაასხით შუშის ქილაში. აცადეთ გაგრილება, შემდეგ ჩაალბეთ სითხეში მარლა და მიიდეთ 15 წუთით (გაშრობის შემთხვევაში, შეცვალეთ ხელსახოცი 10 წუთში).

    პროცედურის შემდეგ ჩამოიბანეთ კანი გრილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი. მოცემული პროცედურა დაშვებულია დღეში ორჯერ- დილით და საღამოს. კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 კვირას.



  4. კიტრი
    დახეხეთ ნახევარი კიტრი და დაუმატეთ 1 ჩ.კ. წყალბადის ზეჟანგი. წაისვით მიღებული ნიღაბი სახეზე და გაიჩერეთ 10 წუთით. ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით, გაიმშრალეთ რბილი პირსახოცით და მშრალ კანზე წაისვით დამატენიანებელი საშუალება. პროცედურა კვირაში სამჯერ უნდა ჩაიტაროთ.



  5. გრეიფრუტის ან ლიმონის წვენი
    ნებისმიერი ციტრუსი შეიცავს მჟავას, რომელიც კარგად აღიავებს კანს. დაწურეთ ამ ხილის წვენი და გაიწმინდეთ სახე ან მიიდეთ ციტრუსის ნაჭრები რამდენიმე წუთით პიგმენტურ ლაქაზე, ერთგვარი კომპრესის სახით. პროცედურის ეფექტი დასრულებისთანავე შეიმჩნევა.



მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.