» » » სახიფათოა თუ არა როცა ბავშვს ნახევრად ღია პირით და ნახევრად გახელილი თვალებით სძინავს?

სახიფათოა თუ არა როცა ბავშვს ნახევრად ღია პირით და ნახევრად გახელილი თვალებით სძინავს?

ჩვილებს ხშირად ნახევრად გახელილი თვალებით და ნახევრად ღია პირით სძინავთ, ისე არა როგორც მოზარდებს. საინტერესოა, რატომ ხდება ასე და ეს ნორმად შეიძლება თუ არა ჩაითვალოს. "რჩევების" რედაქციამ ამის შესახებ კერძო კლინიკის პედიატრებს ჰკითხა. როგორც აღმოჩნდა, ასეთ მდგომარეობაში ძილი ხშირად იმიტომ ხდება, რომ ნერვული სისტემის ფორმირება დამთავრებული არაა. 

ჯანმრთელობა და ბავშვის განვითარება

ჩვილის ძილი სწრაფი და ნელი ფაზისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს ცვლიან. ძილის დროს ჩვილის ტვინი ინტენსიურად მუშაობს და ბავშვს სხვადასხვა მოვლენებით დატვირთულ სიზმრებს აჩვენებს. ფერადი სურათები ბავშვს აიძულებს თვალების მოძრაობს, გაღიმებას, თვალების მოჭუტვას, შეკრთომას, პირით ჰაერის დაჭერას. ნახევარი წლის შემდეგ ყველა ეს რეაქცია ნელ-ნელა ქრება. 



თუ 2 წლამდე ასეთი ნახევრად ღია თვალებით ძილი მუდმივ ხასიათს იძენს, სანერვიულოა. ცხოვრების ამ პერიოდში ბავშვს ისე უნდა ეძინოს, როგორც უფროსებს. ყოველგვარი გადახვევა ბევრი რამის მანიშნებელია: შემცირებული ქუთუთოები, ლაგოფტალმი, ეგზოფტალმი, ნერვული და ენდოკრინოლოგიური სისტემის მუშაობის დარღვევა, ლუნატიზმი, თავის ტვინის დარღვევა და ონკოლოგიის განვითარებაც კი. 



იმ წამსვე შფოთვა არ ღირს, მაგრამ ბავშვის გამოკვლევა მისი ჯანმრთელობის გარანტიაში რომ დარწმუნდეთ ღირს. რაც უფრო მალე გამოვლინდება დარღვევა, მით უფრო ადვილი იქნება მათი აღმოფხვრა. პროფილაქტიკა მკურნალობას ყოველთვის სჯობს. 

2 წლის ასაკში ნახევრად ღია პირით ძილი რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს? კვლავ დარღვევების. ძილში ბავშვმა ცხვირით უნდა ისუნთქოს. ცხვირის სასუნთქი გზებით ჰაერი ჯერ ნესტოში გადის, ტენიანდება, მტვრისგან და მიკრო ორგანიზმებისგან იწმინდება, რეცეპტორებზე მოქმედებს, სისხლის მოძრაობას და ტვინის მუშაობას ააქტიურებს. ძილის დროს ცხვირით სუნთქვისას ბავშვი მშვიდად სუნთქავს. 



თუ ძილის დროს ბავშვი ცხვირიდან რაღაც ხმას უშვებს და ძილში პირს აღებს, ანუ ყველაფერი რიგზე არაა. შესაძლოა, მისი სასუნთქი გზები ლორწოთი არის სავსე. ასეთი რამ გვხვდება ვირუსული ინფექციის, რინიტის, ადენოიდების გაზრდის დროს. ყველაფერ ამას უნდა უმკურნალოთ. განსაკუთრებული ყურადღება ადენოიდების არსებობას უნდა მიაქციოთ, რომლებიც ბავშვებში ყველაზე ხშირად გვხვდება. 



პირით სუნთქვა შეიძლება უბრალოდ ჩვევა გახდეს, რომელიც სასუნთქი გზების მკურნალობის შემდეგ კი დარჩეს და ბავშვის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. ასეთი ჩვევა უნდა მოიშოროთ. ასეთმა წვრილმანმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაავადებები: ძილის დარღვევა, ლაპარაკის პრობლემები, ადენოიდის მსგავსი სახის ფორმირება. 



რა გავაკეთოთ? ფარმაცევტულ ბაზარზე უკვე დიდი ხანია არსებობს პლასტმასის ფირფიტები ან სავარჯიშოები. მათი დახმარებით პირის დახურვაზე პასუხისმგებელი კუნთები ტონუსში მოდის. 

ბავშვის ჯანმრთელობის გაძლიერება - მათი მშობლების საზრუნავია. ბავშვს ყურადღებით მოეპყარით და ისინი მადლობას კარგი განწყობით აუცილებლად გადაგიხდიან. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.