» » » მანი - საბჭოთა ბებიების საყვარელი ფაფა და საიმპერატორო სამზარეულოს კერძი

მანი - საბჭოთა ბებიების საყვარელი ფაფა და საიმპერატორო სამზარეულოს კერძი

საბჭოთა ეპოქაში მანი-ფაფას აუცილებლად აჭმევდნენ ბავშვებს ბაღში, საავადმყოფოებში, ბანაკებსა და სანატორიუმებში. მთელი ქვეყნის ბებიები დაუღალავად უმზადებდნენ შვილიშვილებს მანის, თვლიდნენ, რომ იგი მაღალკალორიული საკვები კერძია.



რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, რატომ არ შეიძლება მანის რეგულარული მოხმარება ბავშვებისთვის და როგორ მოვამზადოთ მისგან ლეგენდარული დესერტი.

მანი-ფაფა ბავშვებისთვის
ბოლო დროს სპეციალისტებმა ჩვენი ბავშვობის ფაფას მთელი რიგი სერიოზული ნაკლი აღმოუჩინეს. მაგალითად, მასში ძალიან მცირე ოდენობითაა ვიტამინები და მინერალები. მშრალ მდგომარეობაში იგი სუფთა სახამებლისგან და მცირე რაოდენობით ცილისგან შედგება.



  1. მანი მდიდარია ფიტინით, რომელიც იკავშირებს კალციუმის მარილებს და ნაწლავებიდან არ უშვებს მას სისხლში, რომელსაც ასე სჭირდება ორგანიზმის განვითარებისთვის. თუ ბავშვის ორგანიზმში კალციუმი მცირე რაოდენობითაა, ცუდად მუშაობს კუნთები, გული, სისხლის ცირკულაცია ნელდება. ამიტომ ბავშვები, რომლებსაც გაძლიერებულად კვებავენ მანით (დღეში 2-3 ულუფა), ხშირად ავადდებიან რახიტითა და სპაზმოფილიით.
    სხვა ფაფებიც იკავშირებს კალციუმს, თუმცა უფრო ნაკლებად, ვიდრე მანი. სწორედ ამიტომ, ექიმები გვირჩევენ ბავშვებისთვის ჯერ ბოსნტეულის პიურეს, შემდეგ კი ფაფებსა და ხორცს.



  2. მანი ბავშვის ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებს - გლიადინს, იმავე გლუტენს (ბურღულეულის განსაკუთრებული ცილა), რომელიც იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა ცელიაკია ან გლუტენის ენტეროპათია.
    გლუტენი და მისთანა ცილები ხუთი სახის ბურღულეულშია: ქერში, შვრიაში, ფეტვში, ხორბალსა და ჭვავში. გლუტენის ზემოქმედებით, ცელიაკიით დაავადებულებს უთხელდებათ ნაწლავების ლორწოვანი გარსი და ირღვევა ყველა მკვებავი ნივთიერებეის ათვისება, განსაკუთრებით, ცხიმებისა. დაავადება შესაძლოა გამოვლინდეს, როცა ბავშვს მანი-ფაფას(იშვიათად, შვრიისას) აჭმევენ.

    ამიტომ, გამოკვებეთ ბავშვები ისეთი პროდუქტით, რომლებიც არ შეიცავს გლუტენს: წიწიბურა, ბრინჯი ან სიმინდი. თუ ბავშვი კარგად რეაგირებს ამ ფაფებზე, მათ შემდეგ შეაპარეთ შვრია.

  3. მანის შემდეგ უკიდურესად რთულდება რკინის ათვისება, რაც ანემიას იწვევს. სწორედ აქტიური ზრდის დროს ბავშვის ორგანიზმს ესაჭიროება საჭირო ოდენობის რკინა.
    მანი პრაქტიკულად არ შეიცავს ცელულოზას. ამიტომ, მისი რეგულარული მოხმარება იწვევს ყაბზობას. ამის გამო, რეკომენდებულია მანის მიღება სხვა ფაფებთან ერთად, მაგალითად, შვრიას ან წიწიბურასთან ერთად.



    ვინაიდან მანი-ფაფა დიდი რაოდენობით ნახშირწყალს შეიცავს, იგი სწრაფად მატებს წონაში და არ შეიძლება დიაბეტიკებისა და სიმსუქნისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის. მართალია, ამ ნივთიერებას მეორე მხარეც აქვს: წონის უკმარისობის ბავშვისთვის მანი-ფაფა შესანიშნავი საშუალებაა მოსამატებლად, მხოლოდ დღეში ერთხელ.

    შეიძლება თუ არა მანის მიღება ბავშვებისთვის, მშობლებმა უნდა გადაწყვიტონ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარის გათვალისწინებით. პედიატრების რეკომენდაციით, ბავშვებს მანი 1 წლამდე არ უნდა მისცეთ და 3 წლამდე მისი მოხმარება უნდა შეზღუდოთ.

    ყველა უსიამოვნება, რომელსაც მანი ინახავს, სავსებით უსაფრთხოა ზრდასრულთათვის, მოხუცებისთვის კი მანი ძაიან სასარგებლოა: ხელს უშლის მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას, არ აღიზიანებს კუჭს და მშვენივრად ანაყრებს.

როგორ მოვამზადოთ გემრიელი ფაფა
მანი-ფაფის ხსენებისას გვახსენდება საუზმე ბაღში. ფაფა კენჭებით.. მანის დასაცავად უნდა ითქვას, რომ ნაკლებად მადისაღმძვრელი საუზმის გარდა, მისგან შეგიძლიათ გემრიელი დესერტის - გურიევის ფაფის მომზადება.



ითვლება, რომ ლეგენდარული ფაფა დიმიტრი გურიევმა გამოიგონა, რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე პირველის ეპოქის ფინანსთა მინისტრმა. ეს დესერტი არ ცხვება, არც ტორტია და არც ტკბილი გუნთუშა.



გურიევის ფაფაში მოხარშული მანი-ფაფა ირთვება ტკბილი შიგთავსით ან რძის ქაფით. დღესაც კი, ეს კერძი ნამდვილ დელიკატესაც ითვლება. მისი მომზადება მარტივი არაა, თუმცა გემო ამად ღირს.

ინგრედიენტები 4 ულუფისთვის
  • 100 გ მანი
  • 500 მლ რძე
  • 50 გ შაქარი
  • 60 გ ბერძნული კაკალი
  • 40 გ გარგრის ჩირი
  • 30 გ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი
მომზადება
  1. დაასხით ტაფაზე რძე, მოაყარეთ შაქარი და ვანილი.
  2. აადუღეთ რძე და მუდმივად მორევით ჩაყარეთ მანი. ხარშეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთით, გასქელებამდე.
  3. მოაშორეთ ტაფა ცეცხლიდან. დაუმატეთ ფაფას კარაქი და მოურიეთ.
  4. დაუმატეთ კვერცხები, კარგად მოურიეთ.
  5. დანაყეთ თხილი, დაჭერით ჩირი.
  6. თხილი ოდნავ შეწვით მშრალ ტაფაზე.
  7. საცხობი ფორმის ფსკერზე დადეთ მცირეოდენი ფაფა, ზემოდან თხილი და ჩირი, გაიმეორეთ კიდევ ერთი ფენა.
  8. ზედა ფენას მოაყარეთ ცოტაოდენი შაქარი. აცხვეთ 30 წუთით, 180 გრადუსზე. ღუმელში მანი იწოვს ტკბილ შიგთავსს და მისი გემო უფრო ნაზი ხდება.
  9. მზა ფაფა მორთეთ ახალი ხილითა და კენკრით, შოკოლადის ფანტელებით. გემრიელად მიირთვით!


დარწმუნებული ვარ, მანისთან გარკვეული მოგონებები გაკავშირებთ, გაგვიზიარეთ კომენტარებში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.