» » » ერთადერთი ფაფა დედამიწაზე, რომელსაც ორგანიზმიდან ანტიბიოტიკები გამოაქვს: ფასი დაბალი, სარგებელი - უდიდესი

ერთადერთი ფაფა დედამიწაზე, რომელსაც ორგანიზმიდან ანტიბიოტიკები გამოაქვს: ფასი დაბალი, სარგებელი - უდიდესი

ფეტვს, ხშირად, ბავშვების საკვებად თვლიან, თუმცა ეს დიდი შეცდომაა. ბრინჯის პოპულარიზაციამდე ხომ ფეტვის კერძი ძირითადი ნაწილი იყო აზიის, ევროპისა და აფრიკის ქვეყნების სუფრაზე. ხელმისაწვდომობის, სარგებლისა და შემადგენლობისთვის ფეტვი ყველას შეუყვარდა, ვინც ფიზიკურად აქტიურად ცხოვრობდა.

ჩვენი პლანეტის თანამედროვე მოსახლეობისთვისაც, ფეტვის ფაფა საუზმის იდეალური ვარიანტია, რომელიც გამოიყენება როგორც დიეტებისა და ორგანიზმის გაწმენდის დროს, ასევე, რთული დაავადების შემდეგ რეაბილილიტაციისთვისაც. ფეტვი არ წარმოქმნის ცხიმოვან ფენებს. გარდა ამისა, გამოჰყავს ორგანიზმიდან ცხიმი, ტოქსინები და ანტიბიოტიკებიც, ამასთან კი ჰიპოალერგიულად ითვლება.

დღეს, რჩევების„ რედაქცია უფრო ახლოს გაგაცნობთ ფეტვსა და მის სასარგებლო თვისებებს. ასევე, მოგიყვებათ, როგორ მოვხარშოთ ფეტვის ფაფა რძეზე, რათა არამხოლოდ მკვებავი, არამედ გემრიელი კერძიც გამოგივიდეთ.



როგორ მოვხარშოთ ფეტვის ფაფა
ფეტვის ფაფა შეიცავს რეტინოლს, ტოკოფეროლს, B ჯგუფის ვიტამინებს, ორგანიზმისთვის საჭირო მიკროელემენტებს, მათ შორის, ცინკს, რკინას, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმსა და კალიუმს. ასევე, აქ გვხვდება დედის რძის 12 ამინომჟავადან 10.

ფეტვის ფაფის მოხმარება დაგეხმარებათ სისხლში შაქრის დონის რეგულაციაში, აუმჯობესებს გულის ფუნქციას, გაცილებთ ჭარბ ქოლესტერინს. სისხლძარღვები უფრო ელასტიური და გამძლე ხდება. ვიტამინების არსებობა ებრძვის დაღლილობას და ადამიანს სტერს-რეზისტენტულს ხდის.



თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეთ ფაფის უარყოფითი მხარეებიც. იგი არაა რეკომენდებული კუჭის პრობლემების(წყლული, გასტრიტი, შემცირებული მჟავიანობა) მქონე ადამიანებისთვის. ფაფის ყოველდღიური მოხმარება მავნეა ფეხმძიმეებისა და პატარა ბავშვებისთვის. დიეტოლოგები აღნიშნავენ, რომ ფეტვის ფაფა, დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, უარყოფითად აისახება მამაკაცის პოტენციაზე.

ფაფის მოსამზადებლად გამოიყენეთ უცხიმო (1%-მდე) რძე. ასევე, შეარჩიეთ ყვითელი ფეტვი - იგი არ მწარდება, ამიტომ ფაფა უფრო გემრიელი გამოდის.



ინგრედიენტები
  • 1 ჭიქა ფეტვის ფაფა
  • 2 ჭიქა რძე
  • 2 ჭიქა წყალი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 30 გ კარაქი
  • მარილი გემოვნებით
მომზადება
  1. გადაარჩიეთ ფეტვი - მოაშორეთ კენჭები და მსგავსი ნაგავი, შემდეგ გარეცხეთ ცივი, გამდინარე წყლით მანამ, სანამ წყალი გამჭვირვალე არ გახდება. ამის შემდეგ დაასხი ფეტვს მდუღარე.


  2. მოათავსეთ სუფთა ფეტვი ქვაბში, დაასხით წყალი და აადუღეთ. დაიყვანეთ ცეცხლი საშუალომდე და ხარშეთ წყლის აორთქლებამდე. არ დაგავიწყდეთ ქაფის მოხსნა.
  3. როცა წყალი სეულად აორთქლდება, დაასხით ფაფას ცხელი რძე და ხარშეთ ნელ ცეცხლზე. დაუმატეთ მარილი და შაქარი. ურიეთ და ხარშეთ 20 წუთით.



  4. გამორთეთ ცეცხლი და დაახურეთ თავსახური 10 წუთით. რძის ფაფა მზადაა. დარჩა მხოლოდ კარაქის დამატება და მირთმევა.
თუ ფაფას ბავშვისთვის ამზადებთ, შეგიძლიათ რძე უფრო მეტი დაუმაროთ. კერძი თხევადი გამოვა. უფრო ფხვიერი ფაფისთვის საკმარისია 1.5 ჭიქა რძე ორის ნაცვლად.



ამ მარტივი რეცეპტით ფაფა ყოველთვის საჭირო კონსისტენციისა გამოვა. თუ ჩირს, თხილს, გოგრის მარცვლებს ან ხილს დაუმატებთ, ასეთი კერძი ორჯერ სასარგებლო და გემრიელი გამოვა.

გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.