ზოგიერთი პროდუქტი განსაკუთრებით აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. უპირველესად ისეთები, რომლებშიც ბევრია კალიუმი და მაგნიუმი. ეს არის ყველანაირი ხილი, განსაკუთრებით ატამი და გარგარი, და მათი წვენები, ჩირები, განსაკუთრებით კურაგა და ქიშმიში. ძალზე სასარგებლოა ბანანი, კარტოფილი მუნდირში, ბადრიჯანი, ყაბაყი, პარკოსანი პროდუქტები.
- მიირთვით კალიუმის შემცველი პროდუქტები - კარტოფილი, კომბოსტო, გოგრა, რომლებიც აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას და ხელს უწყობს ზედმეტი სითხის გამოყოფას. მაგრამ კალიუმის ნამდვილი საცავი, ეს არის გარგარი, შავქლიავა, კურაგა, ქიშმიში და ასკილი ნაყოფი.
- მაგნიუმის მარილებს აქვს სისხლძარღვების გამაფართოებელი მოქმედება და ხელს უწყობს მათი სპაზმის პროფილაქტიკას. ყველაზე მეტი რაოდენობით ეს მინერალი გვხვდება ჭვავისა და ხორბლის პურში (ქატოიანში) შვრიის, ფეტვის, ქერის, წიწიბურას ფაფებში, ჭარხალში, სტაფილოში, სალათაში, ოხრახუშში, შავ მოცხარში, კაკალსა და ნუშში.
- თქვენს რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ბევრი ახალი ბოსტნეული, მწვანილი, ხილი, რადგან ეს საკვები უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს; არა მხოლოდ კალიუმსა და მაგნიუმს, არამედ - სხვა მიკროელემენტებს, ვიტამინებს, აგრეთვე უჯრედებს, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს გაწმენდასა და ქოლესტერინის გამოდევნაში.
ახალი უმი ბოსტნეული შეიცავს ბევრ C ვიტამინს, რომელიც სისხლძარღვებს ამაგრებს.
- ნივთიერებათა ცვლაზე კარგად მოქმედებს პროდუქტები, რომლის შემადგენლობაში შედის იოდი: თევზი, კალმარები, "კრევეტები", ზღვის კომბოსტო. არის კიდევ ერთი უაღრესად სასარგებლო წყალმცენარე უშუალოდ გულისათვის. ეს არის სპირულინა. იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სპირულინის რეგულარული მიღებით ქოლესტერინის დონე სისხლში სტაბილურად მცირდება.
- თუ ჰიპერტონიას ზედმეტი წონა ემატება ზედ, კარგია კვირაში ორჯერ ვეგეტარიანული განტვირთვის დღეების მოწყობა. ეს შეიძლება იყოს ბრინჯი-კომბოსტოს დღე - 100 გრამ უმარილოდ მოხარშულ ბრინჯს აყოლებენ 1,2 ლიტრ ცოცხალი ხილის, ან ჩირის კომპოტს (1,2 ლიტრი 5 მიღებაზე), ანდა სალათის დღე-1-1,2 კგ. ხილი და ბოსტნეული მიირთვით 4-5 ჭამაზე. ბოსტნეულის სალათების შენელება კარგია ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთით. უფრო იოლია ვაშლის დღე-1,5 კგ ვაშლი ხუთ ჭამაზე. ყველა შემთხვევაში მიღებული სითხის რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 1,2 ლიტრს დღეში.
- ექიმები გვირჩევენ დღეში ერთი მუჭა მაინც ვჭამოთ ნუში. ის მხოლოდ E ვიტამინით, ცილებითა და უჯრედებით კი არ უზრუნველგყოფთ, არამედ ქოლესტერინსაც შეგიმცირებთ სისხლში. ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა უჩვენა, რომ ნუში დიეტის აუცილებელი დანამატი უნდა იყოს, თუ გსურთ, რომ ჯანსაღი გული გქონდეთ. ასევე კარგია კაკალი, თხილი. გამოკვლევებმა ისიც უჩვენა, რომ კვირაში 150 გრამი ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ( გარჩეული ) პაციენტებში გულის იშემიურ დაავადებათა და ინფარქტის რისკს სამჯერ ამცირებს.
- კარდიოლოგებმა დაადგინეს, რომ სელის თესლის რეგულარული გამოყენება საკვებში უზრუნველყოფს არტერიების სანდო დაცვას ინფარქტის გამომწვევი თრომბებისგან, რაც იმით აიხსნება, რომ სელის თესლი შეიცავს ცხიმმჟავას (ომეგა-3). ეს ინფარქტების რისკს 46 პროცენტით ამცირებს. დღეში საკმარისია 2 სუფრის კოვზი სელის თესლი, რომელიც შეიძლება ჩაემატოს ფაფაში, სალათებსა და სხვა კერძებში.
- მოშუშული ფეტვის ფაფა კვებავს გულს კალიუმით და სასარგებლოა უკლებლივ გულის ყოველგვარი დაავადების დროს. ფეტვი გააფიცხეთ ძლიერ ცეცხლზე, ოღონდ შეეცადეთ, რომ ამ დროს ფერი არ შეიცვალოს. 1/3 ჭიქა კარგად გარეცხეთ, დაასხით 2/3 ჭიქა წყალი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე. ფაფა შეგიძლიათ შეკმაზოთ თაფლით, კარაქითა და მარილით გემოვნებით. ფაფებიდან სასარგებლოა აგრეთვე შვრია (სასურველია მსხვილად დაფქული), აგრეთვე შვრიის ქატო.
- ჯერ კიდევ უძველეს ტიბეტურ მედიცინაში ილი გულის ერთ-ერთი საუკეთესო წამლად იყო აღიარებული. იგი შეიძლება ჩაუშვათ ჩაიში, აგრეთვე მცირე დოზებით დაამატოთ ბოსტნეულს.