ცხენისწაბლას ნაყენი გვეხმარება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის გადაწყვეტაში და კარგია პროფილაქტიკისთვისაც. მას იღებენ ვენების ვარიკოზული გაგანიერების, გაციების, ბრონქიტისა და სასუნთქი სისტემის სხვა, უფრო სერიოზული დაავადებების, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, თრომბობლეფიტის, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და რეპროდიქციული ორგანოების პრობლემების დროს.
ცხენისწაბლა
ნაყენის მიღებანდე უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან. უნდა დაინიშნოს კონკრეტული დიაგნოზი და დოზა. თუ ფიქრობთ, რომ თავადაც ერკვევით ხალხურ მედიცინაში, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ამ სასწაულმოქმედი ხის დამოუკიდებლად გამოყენებისთვის.
ცხენისწაბლას ყვავილებსა და ფოთლებს მაისში აგროვებენ. ფრთხილად ჭრიან და აშრობენ, მუდმივად აბრუნებენ და იცავენ მზის პირდაპირი სხივებისგან. თესლი სექტემბრის დასაწყისში იწყებს მომზადებას, შრება 2-4 კვირა, ფოლგაზე თხლად დაყრილ ფენად.
ადრეულ გაზაფხულზე ამზადებენ ქერქს, რომელსაც ათლიან ტოტებისგან. დაჭრილ ქერქს აშრობენ ჩარდახში ან კარგად განიავებად შენობაში.
დღეს გაგაცნობთ ყველაზე ეფექტური საშუალებების რეცეპტებს. ცხენისწაბლას ქერქის ნახარშს იღებენ კუჭის წყლულოვანი, ნაწლავების დაავადებების დროს და შიდა სისხლდენის შემთხვევაში.
2 ჩ.კ. დაფქულ ქერქს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, 1 საათით გააჩერეთ ორთქლის აბაზანაზე, გააგრილეთ და გაწურეთ. მიიღეთ ეს ნაყენი ჭამამდე 15 წუთით ადრე, დღეში ხუთჯერ 2 ს.კ.-ს ოდენობით.
ცხენისწაბლას ნაყოფის ნაყენი სახსრების დაავადებების დროს გამოიყენება.
10 ც მწიფე ნაყოფი დაფქვით, დაასხით 500 მლ არაყი. გააჩერეთ ერთი კვირით ბნელ ადგილას, თავდახურულ ქილაში, შემდეგ გაწურეთ. დალიეთ დღეში სამჯერ, 20 წვეთის ოდენობით, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ასეთი ნაყენისგან აკეთებენ კომპრესებს - მათ იყენებენ სახსრის ტკივილის ადგილას.
ცხენისწაბლას ყვავილების ნაყენი გამოიყენება ართრიტის, პოდაგრის, რადიკულიტის, ოსტეოხონდროზის დროს.
50 გ ყვავილებს დაასხით 500 მლ არაყი. გააჩერეთ ორი კვირით ჰერმეტულად დაცულ ქილაში, მზის სხივებისგან მოშორებით, პერიოდულად შეანჯღრიეთ. ბოლოს გაწურეთ, მიიღეთ გარეგანად. ასეთი მასა კურნავს და ტკივილს ხსნის.
აფთიაქებში იყიდება როგორც ცხენწაბლას ნაყენი, ისე ექსტრაქტიც. ისიც, თხევადი ფორმით, გრილ ბნელ ადგილას ინახება. მეორე საშუალება უფრო კონცენტრირებულია. ნებისმიერი მათგანის გამოყენებამდე აუცილებლად წაიკითხეთ ინსტრუქცია, რომელშიც მითითებულია დოზირება და უკუჩვენებები.