ტყის მარწყვის ქიმიური შემადგენლობა არ არის კარგად შესწავლილი. შედარებით კარგად არის შესწავლილი ნაყოფის ქიმიური შემადგენლობა. მასში დიდი რაოდენობით შედის შაქარი (9,5%-მდე), ორგანული მჟავები, პექტინი (1,5%) მთრიმლავი ნივთიერებები (0,4-მდე), ვიტამინები: B, C, კაროტინი, ეთერზეთი, მიკროელემენტები, მათ შორის რკინა, მანგანუმი, სპილენძი, ქრომი.
ტყის მარწყვის ნაყოფი შესანიშნავი დიეტური პროდუქტია. იგი, როგორც სამკურნალო საშუალება, გამოიყენება ჰიპერტონული დაავადების, ათეროსკლეროზის, კუჭის წყლულის, გასტრიტების, ატონური გაუვალობის, ანემიის, ნიკრისის ქარის და ორგანიზმში ნივთერებათა ცვლის დარღვევის შემთვევაში.
ნაყოფისა და ფოთლების ნაყენს იყენებენ ნაღვლისმდენ საშუალებად. მას გააჩნია აგრეთვე დიურეტიკული მოქმედების უნარი. ნაყოფის წვენს, ნაყენს და ნახარშს აქვს ოფლმდენი თვისებები, უკლავს წყურვილის სურვილს, აუმჯობესებს ჭამის მადას. ნაყოფის წვენს იყენებენ გარეგან საშუალებად წითელი ქარის დაავადებების დროს, პატარა ჭრილობების, ეგზემისმაგვარი მდგომარეობის, კანზე ლაქების, ჭორფლისა და ფერისმჭამელების მოსაცილებლად. ამ დროს დღეში იღებენ 4-6 სურფის კოვზ ახალ წვენს. შეიძლება ნაყენის დასამზადებლად გამოყენებული იქნეს გამშრალი ნაყოფი და ფოთლები. ერთ ჭიქა ნაყენს იღებენ ერთი დღის განმავლობაში.
ტყის მარწყვის ფოთლების ნაყენს იღებენ როგორც ოფლმდენ, ნიკრისის ქარის საწინააღმდეგო საშუალებას, აგრეთვე თირკმელში და ღვიძლში ქვების, ავიტამინოზის, საშვილოსნოდან სისხლის დენისა და გაცივების დროს.
ხალხურ მედიცინაში იყენებენ აგრეთვე ფესვების ნახარშებსაც, ფაღარათების, თირკმელში და შარდის ბუშტში კენჭების არსებობის, კანის დაავადებების და სისხლდენის დროს. ახალი ფოთლები ჭრილობის შესახორცებელი კარგი საშუალებაა.
- ტყის მარწყვის ნაყენის მისაღებად აიღეთ 1 სუფრის კოვზი მარწყვის ფოთლები და ფესვები, დაასხით 400 მლ (2 ჩაის ჭიქა) ცივი, ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 6-8 სთ, გაწურეთ და შეინახეთ, გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ გასტრიტების, მსხვილი და წვრილი ნაწლავების ანთების, ფაღარათების დროს.