დღეს რჩევების რედაქცია მოგიყვებათ ცხენისწაბლას თვისებებზე, ასევე, გაგიზიარებთ ნაყენის რეცეპტს, რომელიც ვარიკოზის დროს წარმოუდგენლად დაგეხმარებათ.
ითვლება, რომ ცხენისწავლა ცენტრალურ ევროპაში ოსმალებმა შემოიტანეს ცხენების გამოსაკვებად. ამ მცენარის ნამდვილი სამშობლო ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთი ნაწილი ითვლება: საბერძნეთი, სერბეთი, ბულგარეთი. ჩვენს რეგიონში ხეებს პარკებში რგავენ მოსართავად და ქალაქის ტერიტორიების გასამწვანებლად.
ეს კი დეკორატიული ხე ნამდვილად არაა - იგი ნამდვილი მკურნალია. სასარგებლოა მცენარის ყველა ნაწილი: ნაყოფი, ფოთლები, ქერქი. ამ ყველაფრისგან მზადდება მალამო და ნაყენები. ცხენისწაბლა აღიარებულია ტრადიციული მედიცინის მიერაც კი, მისი ექსტრაქტი გამოიყენება უამრავ პრეპარატში, რომლებსაც ანთებისსაწინააღმდეგო და ვენოპროტექტორული თვისებები აქვს.
ხალხურ მედიცინაში ყველაზე სასარგებლოდ ითვლება ცხენისწაბლა. იგი გამოიყენება უამრავი დაავადების სამკურნალოდ. მცოდნეები ამბობენ, რომ ამ ნაყოფს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვს და გვირჩევენ ჯიბეებით წაბლების ტარებას მუდმივად.
თუ მომზადებაზე ვსაუბრობთ - ცხენისწაბლას ფოთლები და ნაყოფი მაისში უნდა შეაგროვოთ. წვნიანი ნაყოფი დიდი რაოდენობით ესცინას, ტანინებს, ვიტამინებს С, К, В1 შეიცავს. ხალხურ მედიცინაში წაბლი ითვლება იდეალურ საშუალებად ორგანიზმში სისხლის ნაკადის დასაჩქარებლად, თრომბების პროფილაქტიკისა და სისხლის სიბლანტის შესამცირებლად.
ცხენისწაბლა მალამოებში კურნავს ძველ და ლპობად ჭრილობებს, საერთო დამწვრობებს, მოყინვასა და იარებს. ნამდვილ საგანძურად კი ითვლება ცხენისწაბლას ნაყენი, რომელიც, გარდა ზემოჩამოთვლილისა, იდეალურია ვარიკოზის დროს.
წაბლის ნაყენი ვარიკოზის საწინააღმდეგოდ
სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად უნდა აიღოთ წაბლის ნაყოფები, მოაშოროთ ქერქი და ნაჭუჭი, რბილობი ბლენდერში ან ხორცსაკეპში დააქუცმაცოთ. შემდეგ 100 გ დაქუცმაცებულ წაბლს მოასხით 1 ლ ხარისხიანი არაყი.
ამის შემდეგ გააჩერეთ მასა დაახლოებით 1 კვირით ბნელ და გრილ ადგილად, ყოველდღიურად შეანჯღრიეთ. ნაყენი მზადაა. მისი გამოყენება შეგიძლიათ შინაგანად, 15 წვეთის ოდენობით დღეში სამჯერ, ასევე, შეგიძლიათ შეიზილოთ დილა-საღამოს დაზიანებულ ადგილებზე. იგი კარგად გეხმარებათ შეშუპების, ფეხებში სიმძიმის, კუნთის დაჭიმულობის დროს, რაც ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს ხდება.
კომპლექსური თერაპია დაგეხმარებათ ფეხებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში. ეს, რა თქმა უნდა, მაგიური ელექსირი არაა, იგი არ განკურნავს განვითარებულ ვარიკოზს რამდენიმე მიღებით. ეფექტი შესამჩნევი იქნება, თუ ამ პროცედურას რეგულარულად გაიკეთებთ. ნაყენი, ასევე, გამოიყენება სილურჯეების შემთხვევაშიც.