» » » როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა: სილამაზის საიდუმლო კაროლინა ჰარცისგან

როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა: სილამაზის საიდუმლო კაროლინა ჰარცისგან

ცხოვრებაში ხშირად გვხვდებიან პიროვნებები, რომლებიც შთაგაგონებთ რადიკალურ ცვლილებებს მსოფლმხედველობასა და ცხოვრების სტილში. სწორედ ასეთ ადამიანს გაგაცნობთ დღეს Rchevebi.com-ის რედაქცია.

კაროლინა ჰარცი ავსტრალიელი ქალბატონია, რომლის ცხოვრების სტილიც მთელი მსოფლიოს ქალბატონთათვის სამაგალითოა. ყველაფერი დაიწყო ფოტოთი, რომელიც კაროლინამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი საყვარელი ქალია, მაგრამ უნდა აღინიშნოს მისი ასაკიც... ამ ფოტოზე გამოსახულია 70 წლის ქალბატონი, 3 შვილის დედა.. ეს დაუჯერებელია!

როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა: სილამაზის საიდუმლო კაროლინა ჰარცისგან

კაროლინამ ჟურნალისტებს თავისი ახალგაზრდობის საიდუმლო გაუმხილა, რომელშიც მთავარი ადგილი შაქარზე უარის თქმას უჭირავს. როგორც აღმოჩნდა, კაროლინა შაქარს უკვე 30 წელია, არ მიირთმევს.



კაროლინა ჰარცის ცხოვრების სტილი
41 წლის ასაკში, კაროლინას პრედიაბეტური დიაგნოზი დაუსვეს. მოულოდნელმა ამბავმა კაროლინა ააღელვა და მან მაშინვე დაიწყო მოქმედება. როგორც ტკბილისმოყვარულისთვის, მისთვის ძალიან რთული იყო შაქარზე დამოკიდებულების მოშორება, თუმცა მან იპოვა გამოსავალი.



რაფინირებული შაქრის ნაცვლად იგი იყენებს ქსილიტს - ბუნებრივ შაქარს, რომელიც ხისა და სოფლის მეურნეობის მცენარეული ნარჩენებისგან მზადდება.



გლუტენის აუტანლობის გამო, კაროლინას მოუხდა, უარი ეთქვა ხორბლის ფაფებსა და ზოგიერთ მარცვლეულზე, მათ შორის, ქერსა და შვრიაზე.



ავსტრალიელი გიჟდება სპორტზე! მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა, იგი აქტიურად თამაშობს კალათბურთს, ტენისსა და ფრენბურთს.



კაროლინა გვირჩევს, არ ვჭამოთ ცუდად გახდომამდე. იგი თვლის, რომ საკვებისკენ ჭარბი მიდრეკილება დაძლევადია, თუ მიეჩვევით, დატკბეთ ყოველი ლუკმით, დაღეჭოთ გულმოდგინედ და არ ამოიყოროთ კუჭი დაუფიქრებლად.



მისის ჰარცს ზომიერი დამოკიდებულება აქვს ძილის მიმართაც: ცდილობს, დღეში მინიმუმ 8 საათის განმავლობაში ეძინოს, ასევე, დაკავებულია მედიტაციით.



დამეთანხმებით, არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, როცა ადამიანები საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ. იმედი გვაქვს, რომ კაროლინას ისტორია დაგეხმარებათ, გადადგათ პირველი ნაბიჯი ახალი ცხოვრებისკენ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.