» » » პომიდვრები ყურძენთან ერთად: მარინადსაც კი ბოლომდე მივირთმევთ!

პომიდვრები ყურძენთან ერთად: მარინადსაც კი ბოლომდე მივირთმევთ!

პომიდვრის მწნილის უამრავი რეცეპტი არსებობს, თუმცა ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტი სხვებს არ ჰგავს, ერთი ინგრედიენტის წყალობით, პომიდვრები წარმოუდგენელ გემოს მიიღებს. ეს ინგრედიენტი, არც მეტი, არც ნაკლები, ყურძენია. პომიდვრები დაამშვენებს როგორც სადღესასწაულო, ისე ყოველდღიურ სუფრასაც. ისინი იდეალურად უხდება ხორცსა და ცივ კერძებსაც. ასევე, ყურძნით დაამშვენებთ სხვადასხვა კერძს, მისი გემო კი გასიამოვნებთ.

დაინტერესდით? რჩევების რედაქცია გასწავლით პომიდვრის დამწნილების ამ შესანიშნავ ხერხს.

პომიდვრის მწნილი ზამთრისთვის
ინგრედიენტები
  • 1 კგ პომიდორი
  • 300 გ ყურძენი
  • 4 კბილი ნიორი
  • 1-2 მოცვის ფოთოლი
  • 2 ღერო კამა
  • 2 ღერო ოხრახუში
  • 6 ს.კ. შაქარი
  • 1.5 ს.კ. მარილი
  • 3 ს.კ. ძმარი
  • წყალი
  • ცხარე წიწაკა
  • შავი წიწაკის მარცვლები (5 ც ერთ ქილაში)
მომზადება
  1. შეარჩიეთ კარგი, მყარი პომიდვრები, გარეცხეთ და მოაშორეთ ყუნწები. მწვანე ყურძნის მტევნები კარგად გარეცხეთ და გააშრეთ.


  2. მოამზადეთ ქილები. მათ ზომას მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ეს რეცეპტი 2-ლიტრიან ქილაზეა გათვლილი. ინგრედიენტების რაოდენობა შეასწორეთ ქილის რაოდენობისა და ზომების მიხედვით. გარეცხეთ, გააშრეთ და გაასტერილეთ ქილები, თავსახურებს დაასხით მდუღარე. ქილის ფსკერზე ჩაყარეთ 2 კბილი ნიორი, მოცვის ფოთლები, ოხრახუში, კამა და წიწაკის რამდენიმე ნაჭერი.


  3. შემდეგ ჩაალაგეთ ქილაში პომიდვრები და ყურძენი. პომიდვრები მჭიდროდ უნდა ელაგოს, მაგრამ ძალიანაც ნუ ეცდებით - ნუ დააზიანებთ ნაყოფს. გაავსეთ ქილა ყელამდე.


  4. მარილი და შაქარი გაყავით შუაზე და ჩაყარეთ ქილაში. დაუმატეთ შავი წიწაკის მარცვლები. აადუღეთ წყალი და დაასხით პომიდვრებს, დაახურეთ სუფთა თავსახური. 15 წუთში გადმოასხით გაჩერებული წყალი და აადუღეთ. როგორც კი ადუღდება, დაუმატეთ ძმარი და გამორთეთ ცეცხლი.


  5. ახლა გადაანაწილეთ მარინადი ქილებში, მჭიდროდ დაახურეთ თავსახურები. გადმოაბრუნეთ ქილები თავით ქვემოთ და დაახურეთ. სანამ არ გაგრილდება, გააჩერეთ ამ მდგომარეობაში. მზა პომიდვრები შეინახეთ გრილ ადგილას.

ეს რეცეპტი საკმაოდ მარტივია, სამაგიეროდ, გემო აუცილებლად მოეწონება ოჯახის ყველა წევრს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.