» » » თითქმის ყოველდღე ვამზადებ კერძს პომიდვრისგან - გაგრილებასაც ვერ ასწრებს, ისე მიირთმევენ

თითქმის ყოველდღე ვამზადებ კერძს პომიდვრისგან - გაგრილებასაც ვერ ასწრებს, ისე მიირთმევენ

აგარაკზე პომიდვრები დამწიფდა. წელს მოსავალი ნამდვილად კარგია, ამიტომ ღირს ექპერიმენტების ჩატარება ახალ კერძებზე. ზამთრის მარაგი აუცილებელია, მაგრამ რაღაც ახლაც უნდა მოვამზადოთ. ამისთვის ერთი შესანიშნავი რეცეპტი მაქვს - ეს მარტივი კერძი პომიდვრითა და ყველით დაიპყრობს ნებისმიერი გურმანის გულს.



Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ სწრაფი კერძი პომიდვრისგან, რომელიც მთელ ოჯახს მოეწონება.

როგორ შევწვათ პომიდვრები
ინგრედიენტები
  • 3 პომიდორი
  • 1 კვერცხი
  • 3 ს.კ. დახეხილი ყველი
  • 3 ს.კ. დაფქული გახუხული პური
  • 1 ს.კ. ხორბლის ფქვილი
  • 50 მლ მცენარეული ზეთი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება
  1. გარეცხეთ პომიდვრები და დაჭერით თხელ რგოლებად. დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი სითხე გაიწოვოს. შემდეგ მოაყარეთ მარილი და წიწაკა.


  2. დროა საფანელის მომზადებაც, რომელიც 3 ფენისგან შედგება. ერთ თასში ჩაყარეთ ფქვილი, მეორეში ათქვიფეთ კვერცხი, ხოლო მესამეში აურიეთ დახეხილი ყველი დაფქულ გახუხულ პურს.


  3. შეგიძლიათ შეუდგეთ უშუალოდ მომზადებას. ჯერ რგოლები ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ კვერცხი, შემდეგ კი ყველიან საფანელში. შემდეგ დაალაგეთ იგი წინასწარ ზეთმოსხმულ ტაფაზე და შეწვით ორივე მხარეს, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. მზა პომიდვრები გადაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა გაიწოვოს ზედმეტი ცხიმი. ამის შემდეგ დაალაგეთ თეფშზე და მიირთვით.


მარტივი საზაფხულო კერძი მზადაა! მე პომიდვრებს ახალ მწვანილებსაც ვაყრი ხოლმე, მაგრამ ამის გარეშეც, კერძი უგემრიელესია, მოამზადეთ და თავად დარწმუნდით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.