ყველამ არ იცის, რამდენად დიდი სარგებელი მოაქვს ამ მარტივ მოძრაობებს. Rchevebi.com-ის რედაქცია დღეს ამ სავარჯიშოზე ისაუბრებს.
სავარჯიშო თეძოებისა და გვერდებისთვის
- თეძოებზე სიარული არეგულირებს საჭმლისმომნელებელ ტრაქტს, რომელიც, ძირითადად, მენჯების მონაკვეთშია განლაგებული, ასტიმულირებს მეტაბოლიზმს, აღკვეთს ყაბზობას. საჭმლის მონელების სწორი ფუნქციონირება - მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის წყაროა.
- სავარჯიშო ებრძვის ცელულიტს. რეგულარული შესრულება გაცილებთ თეძოებზე "ფორთოხლის ქერქს" უკვე 1 თვეში.
- ხელს გიწყობთ წონის დაკლებაში და სხეული ტონუსში მოჰყავს. აძლიერებს თეძოების კუნთებს, ქვედა პრესსა და გვერდების შიდა ზედაპირს.
ეს სსავარჯიშო თეძოებისა და გვერდების გასახდომად ყველაზე ეფექტურია. - ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას მცირე მენჯის ორგანოებში, ხელს უშლის მათში სტაგნაციის პროცესებს, გაშორებთ მენსტრუალურ ტკივილებს, ზრდის რეპროდუქციულ ფუნქციას.
- აელასტიურებს და წელავს ხერხემალს, ამუშავებს შემაერთებელ ქსოვილებსა და გავის კუნთებს, ზრდის სახსრების ელასტიურობას, აუმჯობესებს სხეულის პოზიციას, გაშორებთ სქოლიოზს.
სავარჯიშოს შესრულებამდე, საჭიროა კუნთების გავარჯიშება: იხტუნეთ ლახტით ან ირბინეთ ბილიკზე. დასაწყისისთვის, იგი რბილ ზედაპირზე უნდა შეასრულოთ, უფრო მაგარზე კი უნდა გადახვიდეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც კუნთები გამყარდება.- დაჯექით თეძოებზე, გაასწორეთ ფეხები წინ.
- გაასწორეთ ზურგი.
- მოხარეთ ხელები და დაიდეთ კეფაზე. თუ ხელების გარეშე დასაწყისში გიჭირთ, მაშინ მჭიდროდ დაიდეთ ისინი გვერდებზე.
- გადაადგილდით მარცხენა თეძოზე მარცხენა გასწორებულ ფეხთან ერთად. კორპუსის მარცხენა ნაწილი უნდა გადაადგილდეს ფეხთან ერთად.
- გაიმეორეთ მარჯვენა მხარეს.
- დაჯექით თეძოებზე, გაასწორეთ ფეხები წინ.
ეს სავარჯიშო მარტივია საშინაო პირობებში. უბრალოდ დააფინეთ ხალიჩა იატაკზე. სავარჯიშოს შესრულების მაქსიმალური ამპლიტუდა 5 წუთია დღეში. ეს ცოტაა, სამაგიეროდ, ეფექტი მოლოდინს გადააჭარბებს!