სპეციალურად Rchevebi.com-ის მკითხველთათვის, ჩვენ მოვამზადეთ მცირე, თუმცა ეფექტური ხრიკები ყოფილი მზარეულისგან, რომელთა წყალობითად კერძის მომზადება გაცილებით ნაკლებ დროს მოითხოვს და მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
შეფ-მზარეულის საიდუმლოები
- მოხარშული კვერცხი გიყვართ, მაგრამ მისი გარჩევით დაიღალეთ? ახალი კვერცხი, ზოგადად, ძლიან რთულად იწმინდება, ამის მიზეზი გაჯერებული ნახშირორჟანგის გაზის დაგროვებაა, რომელიც აძლიერებს კავშირს კვერცხის შიდა მემბრანასა(კერატინისგან შემდგარი) და ცილას შორის.
შენახვის პროცესში ნახშირორჟანგი თანდათან ჟონავს ნაჭუჭის ფორებიდან. ჩვეულებრივ, 5-7 დღე ამისთვის საკმარისია. 5 დღით მოცდა თუ არ გსურთ, მოხარშვამდე გახვრიტეთ კვერცხი ბლაგვი მხარიდან, იქ, სადაც მოთავსებულია საჰაერო კამერა. შედეგად, გაცხელებისას ნახშირორჟანგი გამოდის კვერცხიდან, კავშირი კერატინსა და ცილას შორის სუსტდება და ნაჭუჭიც უპრობლემოდ შორდება. - თუ ყველის ან შოკოლადის დახეხვა გიწევთ, მოათავსეთ პროდუქტი 25-30 წუთით საყინულეში. ასე პროდუქტები უფრო მოსახერხებელია დასახეხავად.
- ღვინოს 15 წუთში გააცივებთ, თუ მას სველ ტილოს შემოახვევთ და საყინულეში ასე შედგამთ.
- მოამზადეთ საკუთარი სადგამი გამოსაცხობად ფოლგის დახვევითა და ფორმის ქვედა ნაწილში მოთავსებით. ასე ხორცი არ მიიწვება და თანაბრად შეიწვება.
- გამოცდილმა დიასახლისმაც არ იცის ყოველთვის, როგორ მოამზადოს კვერცხი-პაშოტი, რადგან ამ კერძს თავისი საიდუმლოება აქვს. პირველ რიგში, აუცილებელი პირობა ახალი კვერცხია. მეორეც, მომზადების დროს, წყალს უმატებენ ძმარს, რომელიც ცილას გულის ირგვლივ აკავებს.
ჩვენი რეცეპტი უფრო მარტივია, ძმრის გარეშე. შეაზილეთ საკვებ ცელოფანს ნაღების კარაქი და დაასხით კვერცხი. შეკარით ცელოფანი მაქსიმალურად ახლოს შიგთავსთან - ასე კვერცხი უკეთეს ფორმას შეინარჩუნებს. ჩაუშვით კვერცხი მდუღარე წყლით სავსე ქვაბში და ხარშეთ 3 წუთით. - გიყვართ ბორშის მომზადება, მაგრამ არ იცით, როგორ გახადოთ იგი უფრო გემრიელი? შესუნელებისას დაამატეთ დახეხილი ჭარხალი და 5-6 კბილი დაჭყლეტილი ნიორი.
გარდა ამისა, თუ დაჭრილ კარტოფილს, მოხარშვამდე, ტაფაზე შეწვავთ, გემოთი უფრო გაჯერებული იქნება. - ხახვის წმენდისას არავითარ შემთხვევაში არ მოჭრათ ბოლოები! ბოსტნეული უფრო მარტივად დაიჭრება, თუ მას ბოლოებით დაიჭერთ.
- სუპს, შესაძლოა, ზედმეტი მარილი მოაყაროთ. ეს მუდმივად ხდება. ნუ იდარდებთ, ამის გამოსწორება შესაძლებელია! დაუმატეთ სუპს რამდენიმე ნაჭერი ვაშლი ან უმი კარტოფილი. ასეთი სუპი ხარშეთ ნელ ცეცხლზე კიდევ 10 წუთით, რათა მარილი კარტოფილს ან ვაშლს ამოჰყვეს.
- იმისათვის, რომ მეტალის ჭურჭელმა იბზინოს ახალივით, გამოიყენეთ ლიმონმჟავა. მოაყარეთ ცოტაოდენი მჟავა ღრუბელზე და გახეხეთ ჭურჭელი 5-7 წუთით.
ასე ქვაბები და ჩაიდანი სრულიად სხვაგვარად იბზინებს. - თუ დასაჭრელ დაფებს უსიამოვნო სუნი აქვს, დაასველეთ ზედაპირი, მოაყარეთ ლიმონმჟავა ან მოასხით ლიმონის წვენი და გააჩერეთ 15-20 წუთით. კიდევ ერთი საშუალება - მოაყარეთ დაფას მარილი და გახეხეთ ლიმონით. გარეცხეთ დაფა და გაწმინდეთ სუფთა პირსახოცით.
- კოტლეტები უფრო წვნიანი გამოვა, თუ ფარშს 1 კოვზ არაჟანს ან ხაჭოს დაუმატებთ.