კვერცხი სატენით (ცხლად)
მასალად საჭიროა:
- მაგრად მოხარშული კვერცხი - 10 ცალი
- კარაქი - 70 გრამი
- თეთრი პური - 200 გრამი
- პურის ფქვილი - 2 სუფრის კოვზი
- მარილი, შავი პილპილი, დარიჩინი -გემოვნების მიხედვით
დამზადების წესი:
ქვაბში ჩავადნოთ კარაქი, შიგ ჩავფშვნათ თეთრი პურის გული და წამოვადუღოთ. პური კარგად გავსრისოთ კოვზით. ნაჭუჭგაცლილი კვერცხები გავჭრათ შუაზე, ამოვიღოთ გული და ჩავფშვნათ ერბოში პურთან ერთად, მოვაყაროთ მარილი და დანაყილი პილპილი, შეიძლება დანაყილი დარიჩინიც. მიღებული სატენი ჩავტენოთ ათ ცალ ნახევარცილაში. მეორე ათეული ნახევარცილა ამოვავლოთ თხელ ცომში და შევწვათ ერბოში (ცომი უნდა მოვამზადოთ მაწვნის, ფქვილისა და კვერცხისგან). დავაწყოთ თეფშზე პირამიდისებურად; ჯერ დარჩენილი პურნარევი შეზავებული სატენი, შემდეგ ამაზე რიგრიგობით ცომში ამოვლებული და შემწვარი ცილა და სატენიანი ცილა. ზემოდან ჩავარჭოთ ოხრახუშის პატარა კონა.