დედაჩემს დიდი ხნის მეგობარი ჰყავს, რომელიც პლასტიკურ ქირურგად მუშაობს. მან კანის შესახებ ყველაფერი იცის. ცოტა ხნის წინ დედამ მითხრა, რომ ბიძია იურამ მას წარმოუდგენელი საშუალება ურჩია. უთხრა, რომ ყოველდღიურად კანი ნატურალური წითელი ღვინოთი გაეწმინდა, რომელიც უკვე არსებულ ნაოჭებს შეამცირებს, კანის ზედაპირზე რეგენერაციის პროცესს დააჩქარებს.
სახის კანის ახალგაზრდობა
ნებისმიერი ქალი ოცნებობს, რომ კანის ახალგაზრდობა ტექნიკური დახმარების გარეშე შეინარჩუნოს. დედამ საკუთარ თავზე გამოსცადა, ექიმი-მეგობრის რჩევა მუშაობს თუ არა. და რა? 2 კვირის შემდეგ ნამდვილად ახალგაზრდულად გამოიყურება. გიამბობთ, რაშია საიდუმლო.
ღვინო სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და კანის ღრმა ფენებსაც კი ასუფთავებს. სასარგებლოა ღვინოთი სახის გაწმენდა 3 დღეში 1-ელ, საღამოობით სახის გაწმენდა, ასევე ღვინის ნიღბებით სტიმულაცია. რა თქმა უნდა, უმჯობესია ამ მიზნით სახლში დამზადებული ღვინო გამოიყენოთ, რომელში ქიმიური დანამატები არ იქნება. თუ სახლში დამზადებული არ გაქვთ, მაშინ მაღალხარისხიანი ღვინო აიღეთ.
ღვინო-რძის ნიღაბი სახის კანის გასაახალგაზრდავებლად
ინგრედიენტები
- 4 ს/კ წითელი ღვინო
- 1 ჩ/კ რძე
- ცოტა ფქვილი
ღვინის ნიღბის საიდუმლო
1. ყველა ინგრედიენტი აურიეთ, სანამ ფაფისებრ მასას არ მიიღებთ. გაწმენდილ სახეზე წაისვით და ნიღაბი 20 წუთით გაიჩერეთ. ნიღაბი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.
ნიღბის შემადგენლობაში წითელი ღვინო კანს შესანიშნავად წმენდს, მკვდარ უჯრედებს აშორებს და კანს ატონიზირებს. ამ უძველესი სასმელის გამოყენების შემდეგ კანის სილამაზე ნამდვილად იფურჩქნება!
2. რძე - სუპერ პროდუქტი კანისთვის! მის შემადგენლობაში 3000 სასარგებლო კომპონენტი, მათ შორის ამინომჟავები და ვიტამინები არის. რძის ცხიმი კანს ღრმად ატენიანებს (მხოლოდ წარმოიდგინეთ, 1 წვეთი რძე 10 000 000 წვრილ ცხიმოვან ბურთს შეიცავს!), ხოლო რძეში შემავალი ყველა სასარგებლო ნივთიერება კანის ზედაპირს აძლიერებს.
4. პროცედურის ჩატარების შემდეგ სახეზე ნებისმიერი დამატენიანებელი კრემი წაისვით. უმჯობესია თუ ასეთ ნიღაბს საღამოთი გაიკეთებთ. შედეგი აუცილებლად იქნება! დედამ აღიარა, რომ ღვინოთ უკვე რამდენჯერმე დაბანის შემდეგ და ღვინის ნიღბის გამოყენებით, გრძნობს რომ კანი უფრო ელასტიური გახდა. სახის ფერი გათანაბრდა და მსუბუქი ვარდისფერი ელფერი მიიღო, ღრმა ნაოჭები შესამჩნევად შემცირდა.
რედაქციის რჩევა
1. შეგიძლიათ კანის გამაახალგაზრდავებელი ღვინის კრემი მოამზადოთ: ჩვეული დღის ან ღამის კრემის წასმამდე საკმარისია მას რამდენიმე წვეთი წითელი ღვინო დაუმატოთ.
ასევე პლასტიკურმა ქირურგმა დედას სწორად დაბანის საიდუმლოც გაუზიარა. წყლის ტემპერატურა მნიშვნელოვანია! როგორც აღმოჩნდა, რაც უფრო ცივია წყალი, მით უკეთესი. ყველაზე სასარგებლო, რაც კანისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ, სახის რეგულარულად ყინულიანი წყლით დაბანა და ყინულის კუბიკებით გაწმენდაა.
2. წითელი ღვინო - კეთილშობილური სასმელია! რა თქმა უნდა, ექიმები მის არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნით მიღებას გირჩევენ. მაგრამ ზომიერად! ღვინო მეხსიერებას აუმჯობესებს, ნერვულ სისტემას ამშვიდებს, სტრესთან ბრძოლაში გვეხმარება.
ეს მასალა მეგობრებს გაუზიარეთ. შესაძლოა, ისინი გაოცდებიან, რომ კანზე წითელი ღვინის სასარგებლო მოქმედება უდავოა, მათ სასწაულმოქმედი ეფექტი მოეწონებათ, ეჭვიც არ შეგეპაროთ.