აღმოჩნდა, რომ ამ ჩვეულებრივ ფხვნილს არამხოლოდ ამ ორი ფუნქციის შესრულება, არამედ უამრავი სხვა რამ შეუძლია ყოველდღიურად. რჩევების რედაქცია სულ სხვა კუთხით დაგანახებთ სახამებლის შესაძლებლობებს:
- უვლის სახის კანს
სახამებელი კანს ნაზად ათეთრებს, არბილებს, კვებავს და სისხლძარღვებს აცოცხლებს. საშინაო ნიღბის მომზადება სახამებელზე ძალიან მარტივია.
შეურიეთ ნახევარი ჭიქა წყალი, 2 ს.კ. სახამებელი და ნებისმიერი დამატენიანებელი კრემი. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთით. ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით. ნიღაბი კვირაში სამჯერ გაიკეთეთ. - წმენდს შუშას
სახამებელი ბუნებრივი მაპპრიალებელია, რომელიც შესამჩნევად შეგიმსუბუქებთ შუშის წმენდას. ამასთან, იგი იმდენად წვრილი ფხვნილია, რომ შეგიძლიათ, დაუმატოთ საწმენდ საშუალებას, შუშა კი არ დაიკაწრება.
საწმენდი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 ჭიქა ძმარი, ნახევარი ლიმონის წვენი, 1 ჭიქა წყალი და 2 ს.კ. სახამებელი. ინგრედიენტები შურიეთ, გადაასხით შხეფის ბოთლში, შეაშხეფეთ შუშას და მოწმინდეთ. - აშორებს უსიამოვნო სუნს
თუ თქვენს ძველ ბოტასებს სუნი გაუჩნდა, ჩაყარეთ მასში სახამებელი და გააჩერეთ მთელი ღამით. სუნი შეიწოვება, ჩაცმამდე კი გადმოყარეთ სახამებელი. - აშორებს ცხიმიან ლაქებს
თუ ტანსაცმელზე ცხიმიანი საკვების ლაქაა, გამოიყენეთ სახამებელი. 1/4 ჭიქა რძეს შეურიეთ 4 ს.კ. სახამებელი. მიიღებთ პასტას, რომელიც ლაქაზე უნდა წაუსვათ და გააჩეროთ მთელი ღამით. როცა პასტა გახმება, მოაშორეთ. ამ პასტით ამოიყვანთ ნებისმიერ ცხიმიან ლაქასაც სამზარეულოს ზედაპირებზე. - უვლის შინაურ ცხოველებსაც
სახამებელი შეგიძლიათ ცხოველების დავარცხნისთვისაც გამოიყენოთ, მშრალი შამპუნის პრინციპით: იგი უნდა წაუსვათ ბეწვზე, რის შემდეგაც უნდა გაანახილოთ სავარცხლით. სიბინძურე სახამებელთან ერთად გაქრება. - ამარტივებს დაუთოვების პროცესს
თუ დაუთოვება ძალიან არ გიყვართ, შეურიეთ 2 ჭიქა წყალი და 1 ჩ.კ. სახამებელი. მიაშხეფეთ ეს ხსნარი ტანსაცმელს დაუთოვებამდე. - აჩუმებს იატაკს
მოაყარეთ იატაკს სახამებელი, შემდეგ მოგავეთ ისე, რომ სახამებელმა ყველა ნაპრალი შეავსოს. ასე აღარ შეგაწუხებთ ნერვებისმომშლელი ჭრიალი. - ცვლის შამპუნს
სახამებელი ჩაანაცვლებს ძვირადღირებულ მშრალ შამპუნებს. დაიყარეთ იგი თმის ძირებზე, დაივარცნეთ თმა და თავი ახალდაბანილივით გექნებათ. - კურნავს მზის დამწვრობებს
თუ მზეზე დაიწვით, გააკეთეთ ფაფა სახამებლისა და წყლისგან და დაიდეთ დაზიანებულ მონაკვეთზე. ეს ტკივილს მოგიხსნით და გაღიზიანებასაც ჩააცხრობს. - წმენდს ვერცხლს
უბრალოდ დაუმატეთ წყალს სახამებელი და თქვენი ვერცხლის ნაკეთობები ახალივით გაბრწყინდება. - აღადგენს გაფუჭებულ ტყავის ნაკეთობებს
წაუსვით სახამებელი ტყავის ნაკეთობაზე არსებულ ლაქას. გააჩერეთ მთელი ღამით, შემდეგ სველი ტილოთი ან ქაღალდის ხელსახოცით გაწმინდეთ. - ანაცვლებს პუდრას
შეურიეთ სახამებელი რამდენიმე წვეთ ეთერზეთს, კარგად შეანჯღიეთ და მიიღებთ სწრაფ შედეგს: სხეულის არომატული პუდრი მავნე ინგრედიენტების გარეშე. - წმენდს ტანსაცმელს
აიღეთ პლასტმასის პაკეტი და ჩადეთ მასში ნივთი, რომლის გაწმენდაც გსურთ. ჩაყარეთ მასში 2 ჭიქა სახამებელი. შეკარით პაკეტი და კარგად შანჯღრიეთ რამდენჯერმე.
როცა სახამებელი თანაბრად გადანაწილდება ქოსვილზე, დატოვეთ ღამით. შეამოწმეთ ნივთი მეორე დღეს - იგი სუფთა იქნება. - აახლებს ძველ წიგნებს
მოაყარეთ მცირე რაოდენობის სახამებელი წიგნებს. იგი არამხოლოდ შეიწოვს წიგნზე არსებულ ტენს, არამედ მოაშორებს უსიამოვნო სუნსაც. - ხსნის კვანძებს
ვერ ხსნით რთულ კვანძს? თამამად მოაყარეთ მას სახამებელი და თავიდან სცადეთ. - ანიჭებს ომლეტს უკეთეს გემოს
ომლეტში სახამებლის დამატებით მიაღწევთ იდეალურ სისქესა და კერძს საუზმისთვის. 4 კვერცხზე საკმარისია 1 ჩ.კ. ფხვნილი. - წმენდს რბილ სათამაშოებს
ჩადეთ სათამაშო სახამებლიან პაკეტში. შეანჯღრიეთ და დატოვეთ მთწლი ღამით. დილით დაამუშავეთ სათამაშო მტვერსასრუტით: იგი ახალივით გახდება. - ასქელებს სოუსებს
სახამებლის დახმარებით, შეძლებთ სოუსის გასქელებას. ამასთან, იგი, ფქვილისგან განსხვავებით, არ შეიცავს გლუტენს. - აშორებს ჩალურჯებებს კანზე
არავინაა დაცული ჩალურჯებებისგან. გახსენით სახამებელი წყალში ფაფის მსგავსად და წაისვით დაზიანებულ მონაკვეთზე. საწაული დიდხანს არ დაგაყოვნებთ: უკვე მემორე დღეს ჰემატომა გაქრება. - გადაარჩენს შეწებებულ ზეფირს
თუ საკონდიტრო ნაწარმი შეეწება ერთმანეთს(ზეფირი, მარმელადი და სხვ.), დაუმატეთ პაკეტში 2 კოვზი სახამებელი და ოდნავ შეანჯღრიეთ. სახამებელი შეიწოვს ჭარბ ტენს და ნაჭრები ერთმანეთს მოშორდება.