» » » გუშინ ღამით ნიღაბი გავიკეთე - დღეს თვალისმომჭრელად გამოვიყურები! ბედნიერებისთვის საკმარისია 2 ინგრედიენტი

გუშინ ღამით ნიღაბი გავიკეთე - დღეს თვალისმომჭრელად გამოვიყურები! ბედნიერებისთვის საკმარისია 2 ინგრედიენტი

სახის სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად, აუცილებელია მუდმივი მოვლა. კოსმეტოლოგთან ხშირი ვიზიტი კი ძვირი და არახელმისაწვდომია.

რჩევების რედაქცია გთავაზობთ გამოცდილ და ეფექტურ საშინაო რეცეპტებს თქვენი კანის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

სახის ნიღაბი სოდით
სოდა აქტიური ანტიბაქტერიული ნივთიერებაა. თუ ამ ფხვნილს სახის ნიღაბს დავუმატებთ, მივიღებთ გამაოგნებელ ეფექტს. სოდის დახმარებით ხომ შეგვიძლია აკნესა და პიგმენტური ლაქების მოშორება, კანის გაღიავება და გაწმენდა.

  1. გამწმენდი ნიღაბი
    მსგავსი ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ სოდა და წყალბადის ზეჟანგი 2:1 პროპორციით. მიღებული მასა წაისვით სახეზე 15 წუთით, წრიული მოძრაობებით, სველი თითებით მოიშორეთ. გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი.



  2. დამატენიანებელი ნიღაბი
    შეურიეთ 2 ს.კ. სოდა და 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი. წაისვით სუფთა სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი იდეალურია მშრალი კანის დასატენიანებლად და დასარბილებლად.



  3. ნიღაბი კანის ასაქერცლავად
    ამ ნიღბის მოსამზადებლად აიღეთ 1 ჩ.კ. სოდა და 2 ჩ.კ. შვრიის ფანტელი, დაუმატეთ ცოტაოდენი თბილი წყალი, რათა მიიღოთ სქელი მასა. მზა ნიღაბი შეიზილეთ სახეში გულდასმით. ჩამოიბანეთ 20 წუთში. სახე შესამჩნევად გაღიავდება და დარბილდება.



  4. ნიღაბი გამონაყარის წინააღმდეგ
    შეურიეთ 1 გ სოდა 1 ს.კ. 30%-იან ნაღებს, დაუმატეთ 1 ს.კ. თაფლი. კარგად მოურიეთ და წაისვით მიღებული მასა 15-20 წუთით სახეზე, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შედეგი შეუიარეღებელი თვალითაც გამოჩნდება.



  5. გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი
    ინგრედიენტები
    • 1/2 გათლილი კიტრი
    • 1 ჩ.კ. სოდა
    • 1/2 ჩ.კ. ვაშლის ძმარი
    • 1 ჩ.კ. შვრიის ფანტელი
    • 1 ც კვერცხის ცილა
    ათქვიფეთ ინგრედიენტები ბლენდერში. მასა დაიტანეთ სახეზე და ჩამოიბანეთ 20 წუთში. შედეგი - კანი გაახალგაზრდავდება და გაიწმინდება.



მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.