» » » თვალების ქვეშ ვისვამ და დილით ნაოჭებს ვერ ვნახულობ! გოგოებო, შესამჩნევი ეფექტი პირველივე პროცედურის შემდეგ. 

თვალების ქვეშ ვისვამ და დილით ნაოჭებს ვერ ვნახულობ! გოგოებო, შესამჩნევი ეფექტი პირველივე პროცედურის შემდეგ. 

სახის ნიღაბი პრაქტიკულად ნებისმიერი პროდუქტისგან შეიძლება დაამზადოთ. მაგრამ არსებობს ერთი ინგრედიენტი, რომლის კანზე სასწაულმოქმედი გავლენა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს, მაგრამ კოსმეტოლოგებმა მას უკვე სახლის ბოტოქსი უწოდეს. ეს სახამებელია. არა მხოლოდ პერანგის საყელოს ასწორებს, არამედ კანსაც. 



სახამებლის ნიღბის რეგულარული გამოყენებით კანი ელასტიურობას იძენს, ჭკნობის ყველა ნიშანს აქრობს. ამასთან, ბოტოქსისგან განსხვავებით, სახამებელი აბსოლუტურად უსაფრთხოა, რამდენადაც არასასურველი რეაქციის რისკი პრაქტიკულად ნულის ტოლია. სახის მიმიკაც ნორმალური რჩება. "რჩევების" რედაქცია გიამბობთ, რით არის კარგი სახამებლის ნიღაბი და როგორ უნდა მოამზადოთ. 



სახამებლის ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ

ქალები აღნიშნავენ რომ მკვებავი, მათეთრებელი და ვიტამინებით სავსე სახამებელი სასარგებლოა არა მხოლოდ ნაოჭებიანი კანის მოვლისთვის, არამედ სიბერის პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე პროფილაქტიკის მიზნით. ცნობილია, რომ რაც უფრო დაიწყებთ პროფილაქტიკურ პროცედურებს, მით უფრო დიდი შანსია შეინარჩუნოს კანის ახალგაზრდობა და სილამაზე. 

გარდა ამისა, სახამებელი ცხიმოვანი ჯირკვლის გამომუშავებას არეგულირებს: მშრალი კანი აქერცვლას შეწყვეტს, ხოლო ცხიმიანი - სიპრიალეს. 



აღსანიშნავია, სახამებლის ნიღბის გამოყენებას უკუჩვენებაც აქვს. თუ თქვენ სახეზე გაქვთ ახალი ჭრილობა ან ანთება, უმჯობესია სილამაზის და ახალგაზრდობის სეანსი გადადოთ. 



სახლის კოსმეტოლოგიური პროცედურები სახამებელთან ერთად რეკომენდებულია კვირაში ორჯერ გაიკეთოთ 1-2 თვის განმავლობაში დაბერების და ჭკნობის ნიშნების მიხედვით: ნაოჭები, ტონუსის და ელასტიურობის დაკარგვა.

გამათანაბრებელი ნიღაბი პომიდვრით

ინგრედიენტები

  • 1 პომიდორი

  • 1 კვერცხის გული

  • 1 ჩ/კ კარტოფილის სახამებელი

  • 1/2 ჩ/კ ზეითუნის ზეთი




მომზადება და გამოყენება

  1. პომიდორს კანი გააცალეთ, რბილობი დაჭყლიტეთ და დანარჩენი ინგრედიენტები დაუმატეთ.

     

  2. მზა მასა სახეზე თანაბრად წაისვით, გამორიცხეთ თვალის ირგვლივ კანი და 15 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კანზე მკვებავი კრემი წაისვით. 





მკვებავი ბანანის ნიღაბი ბოტოქსის ეფექტით

ინგრედიენტები

  • 1 ს/კ ბანანის რბილობი

  • 1 ს/კ კარტოფილის სახამებელი

  • 1 ს/კ ნაღები 




მომზადება და გამოყენება

  1. ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე შეურიეთ. 



  2. ნიღაბი გაწმენდილ სახეზე 15 წუთით გაიჩერეთ. ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ და კანი დაატენიანეთ. 




სახის კანის რეგულარული მოვლისთვის სახამებელი შეიძლება არა მხოლოდ ნიღბებში გამოიყენოთ. მათით შეიძლება თამამად დასაბანი საშუალებები ჩაანაცვლოთ. განსაკუთრებით დამჭკნარი და მგრძნობიარე კანის შემთხვევაში. დასაბანად უნდა მოამზადოთ შემდეგი მასა: 1 ჩ/კ კარტოფილის სახამებელი 1 ლ ადუღებულ ოთახის ტემპერატურის წყალს დაუმატეთ. დაბანის შემდეგ სახე სუფთა წყლით გაიწმინდეთ. 



დარჩით ახალგაზრდა და ლამაზი! და არ დაგავიწყდეთ სასარგებლო რჩევები თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიაროთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.