» » » ექიმები აქტიურად მოუწოდებენ ქალბატონებს, მიირთვან პიტნა: დაბერების ნატურალური მტერი

ექიმები აქტიურად მოუწოდებენ ქალბატონებს, მიირთვან პიტნა: დაბერების ნატურალური მტერი

პიტნის დამამშვიდებელი და გამამხნევებელი არომატი ყველასთვის ცნობილია. ეს მცენარე ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით ქრისტიანობამდელი ეპოქიდან. მას იყენებენ, როგორც დამამშვიდებელ საშუალებას სტრესისა და უძილობის წინააღმდეგ. პიტნის ცნობილი სურნელი განპირობებულია მასში ეთერზეთების დიდი რაოდენობით.



როგორც ფლორის მძაფრსუნიანი წარმომადგენელი, პიტნა ფლობს ბაქტერიციდულ მოქმედებას. გემოვნური თვისებების წყალობით, მას იყენებენ ხორცის, სოკოსა და ბოსტნეულის სანელებლად. უმატებენ ორცხობილებს, ლიმონათებს, ჩაის. მას შეუძლია კანისა და თმის მდგომარეობის გაუმჯობესება, მადისა და წონის შემცირება, რის გამოც, პიტნა განსაკუთრებით აქტუალურია ქალბატონებისთვის.

პიტნის სასარგებლო თვისებები
  1. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ხელს გიწყობთ გახდომაში
    პიტნა არამხოლოდ ახშობს გაღიზიანებასა და ნერვოზსს, არამედ ებრძვის ჭარბ წონასაც. კვლევების შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მცენარე აუმჯობესებს ნაღვლის დინებას, ახშობს მუცლის შებერილობასა და დიარეას, ანადგურებს მავნე ბაქტერიებს ნაწლავებში და, მთავარი: პიტნა ამცირებს ტკბილეულისკენ მიდრეკილებას, მთლიანობაში კი ამშვიდებს შიმშილის შეგრძნებას.



  2. აუმჯობესებს კანის მდგომარეობას
    მწვანე, მაფხიზლებელი მცენარე ძველი დროიდან გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. პიტნა აგლუვებს მცირე ნაოჭებს და გაშორებთ დაღლილ იერს, ამცირებს ცხიმიანობას და ავიწროებს ფორებს. ანტისეპტიკური და გამაცოცხლებელი თვისებები უმკლავდება დერმატიტს, აკნესა და ანთებას. ფოთლებისგან მომზადებულ ნიღაბს იყენებენ გარეგანად, როგორც დამოუკიდებელ საშუალებად, ისე დანამატად საშინაო ნიღბებისა და კრემებისთვის. დილით პიტნიანი ყინულის კუბებით სახის გაწმენდა კანს ატენიანებს და არბილებს.



  3. აძლიერებს თმებს და ასტიმულირებს მათ ზრდას
    პიტნა ასტიმულირებს თმის ფოლიკულებს, ნორმაში მოჰყავს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირება, რაც აძლიერებს თმას და ასტიმულირებს მის ზრდას. ვიტამინები აძლიერებს სისხლის მიკროცირკულაციას კანში, რის შედეგადაც, თმის ფოლიკულები საკმარისად იკვებება.
    ტანინები აგლუვებს დაყოფილ თმებს, ამიტომაც პიტნის ნიღბები თმას ხდის გლუვს, რბილსა და ცოცხალს. ბიოლოგიურად აქტიური ელემენტებით მდიდარი პიტნა გაშორებთ ქერტლს, წმენდს თმებსა და თავის კანს დაბინძურებისგან.



  4. ორგანიზმის რბილი წმენდა
    პიტნას იყენებენ სმუზისა და ორგანიზმის გამწმენდი კოქტეილების დასამზადებლად. არომატული ფოთლები აუმჯობესებს საკვების მონელებას, აჩერებს გულისრებას, ავსებს ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს, წმენდს და ტონუსს ანიჭებს სისხძლძარღვებს. პიტნა აძლიერებს სისხლის მიმოქცევას ნაწლავებსა და თირკმლებში, რაც ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას.



  • ზრდის პროდუქტიულობას
    ჯერ კიდევ არისტოტელე ატარებდა პიტნის გვირგვინს, რადგანაც თვლიდა, რომ იგი ტვინის ცხოველქმედებას აუმჯობესებს. თანამედროვე მეცნიერები ამტკიცებენ, რომ პიტნის დაყნოსვაც კი გავსებთ ენერგიითა და სიფხიზლით. სპეციალისტები აღნიშნავენ მოტივაციის, კონცენტრაციისა და შრომისუნარიანობის მომატებას. პიტნა უკეთ აღაგზნებს ტვინში რუხი ნივთიერების უჯრედებს, ვიდრე ყავა.
    მეცნიერების დასკვნები დაფუძნებულია ექსპერტიმენტზე, რომლის დროსაც მონაწილეები მიირთმევდნენ პიტნის ჩაის. მონაწილეების ნერვული სისტემა მშვიდდებოდა, მშფოთვარე აზრები ქრებოდა, რის შედეგადაც იმატებდა ყურადღებიანობა და მობილიზაცია დავალების შესრულებაზე.



    პიტნა გასახდომად ეფექტური პროდუქტია, რომელიც ძალისხმევის გარეშე მოგაშორებთ ჭარბ კილოგრამებს. აუცილებლად ჩასვით ეს პროდუქტი ყოველდღიურ რაციონში და დადებით ცვლილებებს მალევე შეამჩნევთ.
    მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

  • ინფორმაცია
    თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.