» » » ჰაეროვანი ზურმუხტის მურაბა დესერტებისთვი, ხორცის სოუსებისთვის და სასმელებისთვის.

ჰაეროვანი ზურმუხტის მურაბა დესერტებისთვი, ხორცის სოუსებისთვის და სასმელებისთვის.

მაისის ბოლოს პიტნის სეზონის პიკია. მე ვგიჟდები პიტნაზე მისი საოცარი არომატის, გამაგრილებელი გემოს და სასარგებლო თვისებების გამო. ყოველ წელს პიტნისგან მე საოცრად ჰაეროვან, უგემრიელეს მურაბას ვამზადებ, რომელიც დიდი ხნით ინარჩუნებს ამ მცენარის სასარგებლო თვისებებს.



თუ ერთ კოვზს მაინც დააგემოვნებთ აუცილებლად შეიყვარებთ ამ ტკბილეულს. პიტნის მურაბა შეგიძლიათ გადაუსვათ ბლინებზე, ჩაასხათ ჩაიში, გამოიყენოთ მოჰიტოს მომზადებისას და სხვა სასმელებშიც. ასევე მისი დახმარებით შეგიძლიათ გაჟღინთოთ ბისკვიტები, მოასხათ ნაყინს, შეატანოთ ხორციან კერძებს. თუ თქვენ იმ ადამიანების რიგს მიეკუთვნებით ვისაც პიტნა უყვარს, მაშინ მურაბის ეს რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა.


გემრიელი მურაბა


პიტნა უმჯობესია ყვავილობამდე მოიკრიფოს, ამ დროს მისი ფოთოლი მეტად წვნიანია. სანამ მურაბის გაკეთებას შეუდგებოდეთ, ჩახარშეთ წყალში რამოდენიმე ფოთოლი და გაუსინჯეთ გემოს, თუ პიტნის არომატს შეიგრძნობთ ესეიგი შეგიძლიათ დაამზადოთ მურაბა, ხოლო თუკი ვერანაერ არომატს ვერ შეიგრძნობთ და უბრალოდ თივის გემო აქვს ესეთი პიტნა მურაბისთვის არ გამოგადგებათ.
გემრიელი პიტნის მურაბა

ინგრედიენტები:
  • 400 გრამი პიტნის ფოთოლი ღეროსთან ერთად
  • 400 გრამი შაქარი
  • 200 მლ წყალი
  • 2 ლიმონი
  • 2 ჩაის კოვზი აგარ-აგარი ან მურაბის შესასქელებელი საშუალება
  • ქლოროფილი (ნატურალური საკვებ დანამატი Е140 )


მომზადების წესი:
  1. ახალმოკრეფილი პიტნა გარეცხეთ გამდინარე წყალში, დაალაგეთ პირსახოცზე და გააშრეთ.

  2. გამშრალი პიტნა დააქუცმაცეთ დანით, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ლიმონი, შაქარი და წყალი. გულდასმით გადაურიეთ. შედგით მაცივარში და დათოვეთ მთელი ღამით.
    დააქუცმაცეთ, შეურიეთ პიტნა და ლიმონი

  3. გაფილტრეთ პიტნა მარლის 4 ფენის გამოყენებით, კარგად გამოწურეთ წვენი.
    გაფილტრეთ სითხე მარლის 4 ფენით

  4. გადაასხით სიროფი ქვაბში და შემოდგით ცეცხლზე. ადუღეთ 10 წუთი.
    გაფილტრული სითხე დადგით ცეცხლზე

  5. დაუმატეთ შემასქელებელი საშუალება და ხარშეთ მის სრულ გახსნამდე. გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაასხით 5-6 წვეთი მწვანე საკონდიტრო საღებავი.

  6. გადაასხით მურაბა წინასწარ სტერილიზებულ ქილებში და დაახურეთ თავსახური.
    დააფასოვეთ მურაბა სტერილურ ქილებში

მწვანე საღებავის გარეშე მურაბას მოყვითალო-მოყავისფრო შეფერილობა ექნება. ამიტომ გირჩევთ დაუმატოთ ქლოროფილი ლამაზი მკვეთრი ფერის მისანიჭებლად და ასევე სასარგებლო ნივთიერებებით გასამდიდრებლად, სხვადასხვა ტოქსინების გამოსადევნად. მისი შეძენა შესაძლებელია აფთიაქებში და ჯანსაღი კვების სხვადასხვა ინტერნეტ მღაზიებში.
მკვეთრი მწვანე ფერის მისანიჭებლად დაუმატეთ საღებავი


თუ მწვანე მურაბას ლამაზ პატარა ქილებში ჩამოასხავთ, შეგიძლიათ ის მეგობრებს და ახლობლებსაც აჩუქოთ.
პიტნის მურაბა შეგიძლიათ გამოიყენოთ სასაჩუქრედ
პიტნის მურაბა ხსნის სტრესს, აძლიერებს იმუნიტეტს, აგარიდებთ მუცლის შებერილობას, ზამთრის ცივ დღეებში პიტნის მურაბა მზიან ზაფხულს მოგაგონებთ.



ნუ დაიზარებთ ამ საოცარი მურაბის შინ მომზადებას. ეს თქვენ დიდ დროს და მოთმინებას არ წაგართმევთ, სანაცვლოდ კი მიიღებთ სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინებს დიდ წყაროს. თქვენი ოჯახის წევრების გაოცებული იქნებიან ამ საოცარი ტკბილეულით. აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებსაც.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.