» » » ბალახების ჩაი ჰიპერტონიკებისთვის, ეს ნაკრები რეკომენდებულია ჰიპერტონული დაავადების II-III ხარისხის დროს.

ბალახების ჩაი ჰიპერტონიკებისთვის, ეს ნაკრები რეკომენდებულია ჰიპერტონული დაავადების II-III ხარისხის დროს.

არტერიული წნევის აწევა-ბევრი ადამიანის პრობლემაა. მეც იგივე პრობლემა მაქვს. ტრადიციული გზა, რომელიც დღეს ამბობენ, ფარმაკოპროტოზია. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი სიცოცხლე წამალ-ბლოკატორები უნდა ვსვა. ვარჩიე ხალხური მეთოდები გამომეყენებინა.
ბევრი ბალახის გამოყენება მოვსინჯე. მაგრამ ნამდვილად ეფექტური ერთი ნაკრები აღმომაჩნდა:

დაგჭირდებათ:
  • ბაიკალის ძირები 20 გრ
  • შავბალახას ბალახი - 5 გრ
  • პიტნის ბალახი - 10 გრ
  • ასკილის ნაყოფი - 10 გრ
  • ბერულას ბალახი - 15 გრ
  • თირკმლის ჩაი - 15 გრ

მომზადების და მიღების წესი:
ამ მცენარეების 4 ს/კ ნარევს დავასხათ 1 ლ წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე, დავაყენოთ მთელი ღამით და გავწუროთ. მივიღოთ 1/3 ჭ 3-ჯერ დღეში.

ეს ნაკრები რეკომენდებულია აგრეთვე ჰიპერტონული დაავადების II-III ხარისხის დროს. უძილობის დროს სასურველია მივიღოთ ძილის წინ დამატებით კიდევ "ნახევარი ჭიქა".

სპეციალისტის კონსულტაცია
აღნიშნული ნარევის ძირითადი კომპონენტებია მუზარადა. შავბალახა ავსებს მის დამამშვიდებელ მოქმედებას.
პიტნა ხელს უწყობს სისხლძარღვების სპაზმის მოხსნას და არის აგრეთვე ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ჰიპერტონიის დროს. ბერულა ცნობილია როგორც დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, წნევის დამწევი და შემკვრელი საშუალება. ბერულას პრეპარატები სისხლძარღვთა გამაფართოებელი და ჰიპოტენზიური მოქმედებით ხასიათდება, აქვეითებს გლუვი მუსკულატურის ტონუსს.
ასკილის ნაყოფი C ვიტამინის მდიდარი წყაროა, ხოლო თირკმლის ჩაის ორგანიზმიდან გამოყავს ზედმეტი სითხე.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.