შეტევის მოახლოებისას დავლიოთ 2 აბი ნო-შპა, 40 წთ-ის შემდეგ - პატარა ფინჯანით მაგარი და ძალიან ტკბილი ყავა. ამიხსნეს, რომ ასეთი საშუალება სამი მიმართულებით მოქმედებს: ნო-შპა ხსნის სპაზმს, სისხლში ის ნახევარ საათში შეიწოვება.
ამ დროს ორგანიზმში კოფეინიც შედის, რომელიც აძლიერებს სისხლის მიმოქცევას. შაქარი კი აუმჯობესებს ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის მუშაობას. საქმე იმაშია, რომ შაკიკს ხშირად თან ახლავს სხვა ორგანოების პრობლემებიც.
სპეციალისტის კომენტარი:
ეს რეცეპტი მისაღებია, მაგრამ სამწუხაროდ ყველას არ შველის. როცა შაკიკის შეტევა ვითარდება, სისხლძარღვების სპაზმის სტადიას ადგილი აქვს დასაწყისში.
თუ ამ პერიოდში მოვასწარით შეიძლება შეტევა შევაჩეროთ. შემდეგ დგება სისხლძარღვების თავისებური პარეზის სტადია - მათი გაფართოება, გულის მიერ სისხლის ყოველი გადაასროლისას თავში ადგილი აქვს მკვეთრ მტკივნეულ პულსაციას. ამ სტადიაში ნო-შპამ შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს მდგომარეობა. კოფეინი შაკიკის დროს ნაჩვენებია, ის აღადგენს სისხლძარღვების ტონუსს. ზოგჯერ თვითონ ყავაზე შეიძლება ჰქონდეს ორგანიზმს უარყოფითი რეაქცია.
ჩაის კი ასეთი მავნე ზემოქმედება არ გააჩნია და გარდა ამისა ის უფრო მეტ კოფეინსაც შეიცავს. შაქარი კვებავს ტვინს, ის სისხლში შაქრის დონის დაწევის კარგი პროფილაქტიკური საშუალებაცაა (რასაც ხშირად აქვს ადგილი შაკიკის დროს).