» » » აი, რა დადებითი მხარე აქვს წონის მატებას... ცხიმი - მოწიფული ქალის მეგობარი!

აი, რა დადებითი მხარე აქვს წონის მატებას... ცხიმი - მოწიფული ქალის მეგობარი!

ქალის ცხოვრებაში მენოპაუზას მოაქვს ბევრი ცვლილებები, რომელთა თავიდან არიდებას ბევრი ნებისმიერ ფასად ცდილობს. ცხოვრების რეპროდუქციული პერიოდის დასრულების შემდეგ თავხედურად გარეგნული ცვლილებებიც იჭრება. ცხოვრების წესი იგივეა, მაგრამ აი ბოროტი მუცელი იზრდება და იზრდება. 

სამწუხაროა უყურო საყვარელ დედას, რომელიც თავისი 50 წლის ასაკში ცდილობს ძველ ფიგურას დაუბრუნდეს დიეტების და ყველა შესაძლო პროცედურების გამოყენებით. სამწუხაროა, რომ მენოპაუზის დროს ქალებს არავინ და არასდროს ეუბნება: "ძვირფასო, ამას ყველა გადის! ეს ნორმალურია. უბრალოდ მიიღეთ თქვენი სხეული და თქვენი ასაკი. შენ მშვენიერი ხარ!"



მოდის მიმდევრები ერთხმად ამტკიცებენ, რომ სიგამხდრე - ჯანმრთელობაა. ისე ჩანს, რომ ახალგაზრდა დარჩენა მცდელობის და ფინანსების საკითხია, ხოლო ასაკთან ერთად წონის მომატება დაუყონებლივ ჩარევას მოითხოვს. მაგრამ ეს ასეა?



ჩვენო ძვირფასო მკითხველებო, არავის მოუსმინოთ! "რჩევების" რედაქცია გიამბობთ, თუ რა ხდება თქვენს სხეულში მენოპაუზის დროს და მუცლის არეში ზედმეტი სანტიმეტრები რატომ არის ნორმალური. 

მენოპაუზის პერიოდი
  • ფაქტი № 1. მთელი სხეული ბერდება

    თქვენ შეიძლება ყველა ანტიასაკობრივი შეიძინოთ და კოსმეტიკურ პროცედურებზე უზარმაზარი თანხები დახარჯოთ, მაგრამ სიმართლე ერთია: აბსოლუტურად ყველა ბერდება! სამწუხაროდ, ეს ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესია, რომელსაც ვერ გაექცევით. ბუნებრივი დაბერების ნიშნებია არა მხოლოდ თვალის ირგვლივ ნაოჭები. ადამიანის შინაგანი ორგანოებიც ბერდება. 



    რეპროდუქციული სისტემის ჭკნობის პროცესში ქალის ორგანიზმში ესტროგენის და პროგესტერონის დონე მცირდება. ეს კი ყველა სნეულების მიზეზია, რომელსაც ქალი მენოპაუზის პერიოდში ხვდება: საძულველი ციებ-ცხელება, ღამის ოფლიანობა, მოულოდნელად გახშირებული გულის სცემა, დარღვეული ძილი, განწყობის სპონტანური ცვლილება, ვაგინალური სიმშრალე, შარდვის პრობლემები.



  • ფაქტი № 2. ცხიმი - ქალის მეგობარი! 

    როცა ქალის კვერცხუჯრედი ესტროგენის გამომუშავებას წყვეტს, ცხიმოვანი ქსოვილი ორგანიზმში სქესის ჰორმონის დონის გამომუშავებას და რეგულირებას იწყებს. აქედან გამომდინარე ჩნდება გაზრდილი მუცელი, რომელიც ადრე არ გქონდათ. ქალის ცხოვრების ამ პერიოდში ცხიმოვანი ფენის მომატება ნორმალურია. 



    ეს ორგანიზმის მეთოდია ასაკთან ერთად ესტროგენის შემცირებულ გამომუშავებას გაუძლოს. რადგან ესტროგენის შემცირებული დონე პირდაპირ გავლენას ახდენს მენოპაუზის არასასიამოვნო სიმპტომებზე, მისი რაოდენობის ზრდა ამ სიმპტომებს მნიშვნელოვნად ამცირებს. 



  • ფაქტი № 3. არასაკმარისი ცხიმი - არასაკმარისი ესტროგენი 

    ამავე დროს მენოპაუზის პერიოდში ცხიმის არ არსებობა ორგანიზმში ესტროგენის ნაკლებობას იწვევს. ეს იმას ნიშნავს ქალის კლიმაქსის ყველა ნიშანი უფრო გაძლიერდება. გასაოცარია, რომ ყველა შესაძლო მოდური ჟურნალი და ბლოგერი ქალის თავს ავსებენ ინფორმაციით მენოპაუზის პერიოდში დიეტებით, რომ თუ ცოტას შეჭამთ უფრო ჯანმრთელები იქნებით. მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ ამბობს, თუ ეს რამდენად მავნებელია. 



    სიტყვაზე, ასეთი პროპაგანდა და ქალების დევნა იდეალური ფორმისკენ იწვევს ესტროგენის შემცირება, ეს კი თავის მხრივ იწვევს ბევრ დაავადებას: იწყება მეხსიერების პრობლემები, იზრდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების რისკი, ძვლები სუსტება, იქმნება ოსტეოპოროზი. 

    ესტროგენის ნაკლებობა სხეულში სითხის დაკავებას და კანის ელასტიურობის შემცირებას იწვევს. თქვენი ნაოჭები და მშრალი კანი - მენოპაუზის დროს ზედმეტ სანტიმეტრებთან ბრძოლის შედეგია. 



    ყველა ქალმა უნდა იცოდეს და გაიაზროს, რომ ყველა ცვლილება, რომელიც მენოპაუზის დროს ორგანიზმში ხდება - ეს ავადმყოფობა არაა, არამედ ნორმა. უბრალოდ ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომლისთვისაც ქალებში ნაოჭები და ზედმეტი სანტიმეტრები პათოლოგიაა. და მხოლოდ მაშინ, როცა ასაკობრივი და ფეტფობიის წინააღმდეგ ბრძოლას დავიწყებთ, ყველა ქალი თავისი სხეულის და ასაკის შეყვარებას შეძლებს. იყავით ბედნიერნი, რადგან თქვენ ყოველთვის მშვენიერი ხართ! 

მოგეწონათ სტატია? აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებს სოციალურ ქსელში. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.