» » » თმა გაჯანსაღდება და მის ზრდის პროცესი საგრძნობლად დაჩქარდება, თუ საკუთარი ხელით ამ შამპუნს დაამზადებთ.

თმა გაჯანსაღდება და მის ზრდის პროცესი საგრძნობლად დაჩქარდება, თუ საკუთარი ხელით ამ შამპუნს დაამზადებთ.

აბსოლიტურად ყველა ქალბატონი ოცნებობს ლამაზ, ბზინვარე, სქელ და ჯანსაღ თმაზე. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, აუცილებლად ჩაინიშნოთ ეს რეცეპტი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში "რჩევების" რედაქცია გიზიარებთ. თანამედროვე ბაზარზე არსებული ყველა შამპუნისგან, ნიღბისგან, ბალზამისგან და კონდეციონირისგან ეს საშუალება განსხვავდება იმით, რომ ის აბსოლიტურად ნატურალურია, ძალიან სასარგებლოა თმისთვის და არ ვნებს თავის კანს.

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, თმის მოსავლელი თანამედროვე საშუალებების მწარმოებელთა უმრავლესობა მათი დაზმადებისას კონსერვანტებსა და სხვადასხვა მავნე ქიმიურ ნივთიერებებს ამატებენ, რაც არა უბრალოდ მავნებელია, არამედ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იწვევს დამოკიდებულებასაც კი.



ყველა ზემოთ წარმოდგენილი ფაქტის გათვალისწინებით, დღესდღეობით სულ უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს საკუთარი ხელით დამზადებული ნატურალური შამპუნები. თუ თქვენ ერთ-ერთ ასეთ რეცეპტს ეძებთ, აუცილებლად განაგრძეთ სტატიის კითხვა. საშუალება, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, აღადგენს დაზიანებულ თმებს და აჯანსაღებს მას.

საუკეთესო შამპუნი თმის გასაჯანსაღებლად და მისი ზრდის პროცესის სტიმულირებისთვის

დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი ნატურალური შამპუნის მთავარი ინგრედიენტი - საკვები სოდა. თითოეულმა დიასახლისმა კარგად იცის, თუ როგორ გამოიყენოს ეს პროდუქტი არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ საყოფაცხოვრებო მრავალი პრობლემის გადასაჭრელადაც. გარდა ამისა, სოდა არაჩვეულებრივი კოსმეტიკური საშუალებაა, რომელიც ახალგაზრდობასა და სილამაზეს გვინარჩუნებს, რის შესახებაც ჩვენ არაერთხელ დაგვიწერია.



ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის შეიძლება გასაკვირი აღმოჩნდეს ის ფაქტი, რომ სოდა სასარგებლოა თმისთვის, რადგან ის ძლიერი ტუტე პროდუქტია. ჩვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ერთადერთი, რისი მოტანაც სოდას თმის საფარისთვის შეუძლია - ეს მისი დაზიანებაა, თუმცა ძალიან ცდებით. აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება მოცემული პროდუქტის შემადგენლობაზე. მთავარი უპირატესობა, რომლითაც ის გამოირჩევა და რის გამოც ძალიან სასარგებლოა თმისთვის - ცხიმის ჯირკვლების ფუნქციონირების დარეგულირებაა.



საკვებ სოდას შეუძლია კანის ფორებში ღრმად შეღწევა და მთელი სიბინძურის გამოწოვა. გარდა ამისა, ის ახშობს თავის კანის ანთებით პროცესებს, ეფექტურად უმკლავდება გაღიზიანებასა და ქავილის აუტანელ შეგრძნებას, გვაშორებს ქერტლს და რაც მთავარია, აჩქარებს, სტიმულირებს თმის ზრდის პროცესს.



მაშ ასე, მოდი გავერკვეთ, თუ როგორ დავამზადოთ ნატურალური შამპუნი სახლის პირობებში საკუთარი ხელით, რომელიც ძალიან სასარგებლოა თმისთვის. ყველაფერი, რაც თქვენ დაგჭირდებათ - საკვები სოდა და წყალია. საშუალო ზომის, თქვენთვის მოსახერხებელ ჭურჭელში შეურიეთ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთში თანაფარდობით 1 : 3. კომპონენტების რაოდენობა უნდა დაარეგულიროთ თქვენი თმის სიგრძის მიხედვით. მაგალითად, თუ თქვენ გრძელ თმას ატარებთ, აიღეთ საკვები სოდა 2 ან 3 სუფრის კოვზის ოდენობით, ხოლო წყალი თვალის ზომით 3-ჯერ უფრო მეტი.

სოდა შეგიძლიათ გახსნათ ნებისმიერი ტემპერატურის წყალში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ნარევში შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი სხვადასხვა ეთერზეთების ჩამატებაც. მაგალითად, თმის ზრდის პროცესს არაჩვეულებრივად აჩქარებს ლავანდისა და როზმარინის ზეთი. იმ შემთხვევაში, თუ ეთერზეთების გამოყენებასაც გადაწყვეტთ, პირველ რიგსი, ის შეურიეთ სოდაში და მხოლოდ ამის შემდეგ დაასხით წყალი.



მაშ ასე, ნატურალური შამპუნი მზად არის! ტენიან, სველ თმაზე კარგად გაინაწილეთ ეს საშუალება. დაიწყეთ თმის ძირებიდან და დაასრულეთ მათი ბოლოებით. დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ რამდენიმე წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მოცემული საშუალების გამოყენების შემდეგ საუკეთესო ვარიანტი იქნება თმის დამუშავება მჟავის ხსნარით, რომელიც ვაშლის ძმრისგან მზადდება. ასე თქვენ შეძლებთ თავის კანის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღდგენას და თმის გათავისუფლებას ზედმეტი ცხიმისგან.

ვაშლის ძმრის წყალხსნარის დასამზადებლად პროდუქტები უნდა აიღოთ თანაფარდობით 1 : 4. უბრალოდ გადაივლეთ თმაზე ეს საშუალება და შემდეგ დაიბანეთ თმა თბილი წყლით.



მოცემული საშუალება საკმაოდ დიდი ხნით დააფიქსირებს შედეგს და არ მოგიწევთ თმის ყოველდღიურად ბანვა, რაც კიდევ უფრო სასარგებლოდ აისახება თქვენი თმის ჯანმრთელობაზე.

სოდისგან დამზადებული შამპუნი უკუჩვენებითია, თუ:
  1. თავლის კანზე ღია ჭრილობა გაქვთ;

  2. თმა ზედმეტად თხელი და მტვრევადია;

  3. უკანასკნელ დღეებში შეიღებეთ თმა;

  4. გაწუხებთ ინდივიდუალური აუტანლობა ამ კომპონენტის მიმართ;

  5. გაქვთ კანის ინფექციური დაავადებები.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.