როცა ბაბუა გარდაიცვალა, ბებიამ ბაღის მოვლა გააგრძელა. ის ისევე უფრთხილდებოდა თითოეულ ხეს, როგორც ბაბუა, სწორედ ამიტომ ყოველ წლიურად მოსავალი უბრალოდ ძალიან უხვი იყო. წელს ბალმა გაგვახარა, უბრალოდ არ ვიცით სად წავიღოთ. მე და ბებომ ჯემის მომზადება გადავწყვიტეთ. მან ბალის ჯემის მომზადების თავისი საფირმო რეცეპტი მიამბო, რომელსაც დღეს "რჩევების" რედაქცია თქვენ გიზიარებთ.
ბალის ჯემი
ინგრედიენტები
- 1 კგ ბალი
- 600 გრ შაქარი
- 1 ლიმონი
- 1 ვაშლი
მომზადება
1. პირველ რიგში ბალს ყუნწები მოაშორეთ. ამის შემდეგ ბალი კვლავ აწონეთ. ჯემისთვის 800 გრ ბალი დაგჭირდებათ. ახლა ქვაბში ჩაყარეთ, შაქარი დააყარეთ და ლიმონის წვენი მოასხით. გაზზე დადგით.
2. მასა ადუღებამდე მიიიყვანეთ და 10 წუთით საშუალო ცეცხლზე ადუღეთ, მუდმივად ურიეთ. ახლა ხილიდან სიროფი გადაასხით.
3. ვაშლს კანი მოაშორეთ და დაჭერით. ვაშლი სიროფში მოათავსეთ და ადუღეთ, სანამ მოცულობა ორჯერ არ შემცირდება. ბალი სიროფში დააბრუნეთ და მასა მთლიანად ბლენდერში დააქუცმაცეთ.
4. მიღებული ნარევი კვლავ ცეცხლზე დადგით და დაბალ ცეცხლზე ზუსტად 10 წუთით ადუღეთ. შემდეგ ჯემი წინასწარ მომზადებულ, სტერილურ მინის ქილებში გადაანაწილეთ და თავსახური დაახურეთ. ჯემი გადმოაბრუნეთ, თავსახურით ქვემოთ და თბილ პირსახოცში გაახვიეთ.
აი ბალის გემრიელი ჯემიც მზადაა! ზამთარში ასეთი ჯემი ნამცხვრის საუკეთესო შიგთავსი იქნება, ან უბრალოდ ჩაიზე ტკბილი მისაყოლებელი! ასე რომ ხილი ზამთრისთვის მოამზადეთ, სანამ სეზონი გახურებულია!
თქვენ უკვე მოემზადეთ ზამთრისთვის? დაწერეთ კომენტარებში!