ექსპრეს-დიეტა მხოლოდ 10 დღის მანძილზე გრძელდება და საკმაოდ მარტივი გადასატანია, თუმცა, მთავარი ისაა, რომ გვეხმარება 3-5 კგ-ს დაკლებაში მკაცრი აკრძალვებისა და შეზღუდვების გარეშე. Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ ეფექტური გასახდომი დიეტის შესახებ, რომელიც, სრული მოცულობით, ორგანიზმს უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, ამასთან გეხმარებათ ჯანმრთელი საკვები ჩვევების აღდგენაში.
ეფექტური დიეტა
ფრანგული დიეტის ყოველი პუნქტი მაქსიმალურად მკაცრად უნდა დაიცვათ, თუმცა არაუმეტეს 9 დღის მანძილზე. ექსპრეს-გახდომის კურსი ორი ეტაპისგან შედგება: 2 დღე გაწმენდისთვის და 7 დღე ხელმისაწვდომი მენიუსთვის. თუ მიეჩვიეთ ყველაფრის ორშაბათუდან დაწყებას, მადლენ ჟესტის დიეტის დაწყება გამწმენდი შაბათით მოგიწევთ.
გამწმენდი უქმეები
დეტოქს-დღეები, რომლებიც შაბათ-კვირაზე მოდის, მთლიანად ეღვნება თხევადი საკვების მიღებას: ნატურალური ხილის წვენი, ბულიონები და ნაყენები წმენდს ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან, ამასთან, გაძლევთ ყველა აუცილებელ ვიტამინსა და მინერალებს.
შაბათი:
- დილა: გაღვიძებისთანავე დალიეთ გაჩერებული წყალი ნახევარი ლიმონის წვენთან ერთად.
- შუადღე: 120 გ მოხარშული ქათმის ფილე, საქონლის ხორცი ან თევზი, რამდენიმე ბოსტნეულთან ერთად მომზადებული. მიირთვით ნელა, დინჯად, კარგად დაღეწეთ ყველა ლუკმა;
- დღე: 100 გ ნატურალური მაწონი დანამატების გარეშე;
- 18:00: ჭიქა წყალი ლიმოინს წვენთან და 1 ჩ.კ. თაფლთან ერთად;
- 20:00-მდე: 3 ფინჯანი ბოსტნეულის ბულიონი;
- 20:00-21:00: ბოსტნეულის ბულიონის წვენი მარილისა და ზეთის გარეშე;
- ძილის წინ: 100 გ ნატურალური მაწონი და 1 ჩ.კ. თაფლი.
კვირა
- დილა: გაღვიძებისთანავე დალიეთ ჭიქა წყალი ნახევარი გრეიფრუტის წვენთან ერთად. 1 საათის შემდეგ დალიეთ ჭიქა უცხიმო რძე;
- შუადღემდე: 500 მლ ბოსტნეულის ბულიონი რამდენიმე მიღებით;
- სადილი: 1.5 გრეიფრუტის წვენი და ხილის პიურე;
- ვახშამი: 200 გ თევზი და 300 გ მწვანე ბოსტნეული
7-დღიანი დიეტა
- დილით ადრე: უზმოზე თბილი წყლის დალევა ჩვევად უნდა გექცეთ, წყალს დააყოლეთ ახალდაწურული ხილის წვენი. 20 წუთსი დალიეთ 1 ფინჯანი ცხელი კაკაცო;
- საუზმე: ნებისმიერი ხილი, მათ შორის, ბანანიც;
- სადილი: 200 გ ხაჭო, ნებისმიერი ხილი ან კენკრის ულუფა. საკვების ეს მიღება დაგეხმარებათ ორგანიზმში საჭმლის მონელების გაუმჯობესებაში;
- 15-16 საათზე: ერთი მუჭა ხილის ჩირი შაქრის მარაგის აღსადგენად;
- საღამოსკენ: ახალდაწურული ლიმონის წვენი თაფლით. ამ სასმლით გაუმკლავდებით რაღაცის ღეჭვის სურვილს;
- ვახშამი: 200 გ თევზი ან ფრინველი 300 გ მწვანე ბოსტნეულთან.
მართალია, მადლენ ჟესტის დიეტა მკაცრად უნდა დაიცვათ, თუმცა, სამაფიეროდ, წონას 3-5 კგ-თი შეამცირებს. დიცავით ეს 7-დღიანი დიეტა ორდღიანი გაწმენდის შემდეგ და თქვენ ისწავლით სწორად კვებას, სრულყოფილად საუზმობას, საკმარისი სითხის მიღებასა და შიმშილის კონტროლს.
მაქსიმალური შედეგის მისაღებად, დაუმატეთ სწორ კვებას სწორად შერჩეული სავარჯიშოები - მალე თავს ვეღარ იცნობთ სარკეში.
გისურვებთ წარმატებას!