ოთახის მცენარეებს შორის, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კალისია, იგივე ოქროს ულვაში. ახლა მას უამრავი ადამიანი უვლის სახლში. ამ მცენარის რეცეპტები ხელიდან ხელში გადადის, იწერება და ინახება.
საქმე ისაა, რომ ოქროს ულვაშს უძლიერესი სამკურნალო თვისებები აქვს და ხალხურ მედიცინაში სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, მათ შორის, ონკოლოგიისაც.
ოქროს ულვაშის თვისებები
ოქროს ულვაში მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, რომლის სიმაღლემაც, ბუნებრივ პირობებში, შესაძლოა 2 მეტრს მიაღწიოს. ოთახის პირობებზე მცენარე ერთ მეტრამდე იზრდება.
კალისიას მსხვილი და ხორციანი ფოთლები აქვს. ფოთლის სიგრძე 20 სმ-ს აღწევს, სიგანე - 5 სმ-ს. ფოთლების ფერი, ჩვეულებრივ, მუქი მწვანეა, თუმცა გვხვდება ჭრელი ფოთლებიც. კალიზიას ორი ტიპის მიმართულება აქვს: სწორად მდგარი და ჰორიზონტალური. ჰორიზონტალური გაზრდა, ანუ ულვაშები, შედგება სახსრებისგან, რომელთან სიგრძეც, ჩვეულებრივ, 10 სმ-ს აღწევს მაძღარი იასამნისფერით.
ოქროს ულვაშის სამკურნალო თვისებები დაკავშირებულია მასში ფლავანოიდებისა და სტეროიდების შემცველობასთან, ასევე, მიკროელემენტებთანაც, რომლებიც კარგად მოქმედებს ორგანიზმის ყველა სისტემაზე.
ოქროს ულვაშის შემადგენლობაში შედის ფლავანოიდების ორი სახეობა: კემპფეროლი და კვერცეტინი. კემპფეროლი ამყარებს სისხლძარღვებისა და კაპილარების კედლებს, რითიც ხდის მათ ელასტიურს, ასვეე, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფას.
კვერცეტინს ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს. იგი არამხოლოდ უშლის ხელს თავისუფალი რადიკალების უარყოფით გავლენას ორგანიზმზზე, არამედ აღადგენს კიდევაც უჯრედების დაზიანებულ მემბრანებს. ამას გარდა, აქვს ანთების, შეშუპების საწინააღმდეგო, სპაზმოლიტიკური, ანტიჰისტამინური და დიურეტიკული თვისება.
მცენარეული წარმოშობის სტეროიდები(ფიტოსტეროლები) ხელს უშლის ქოლესტერინის დაგროვებას და ამცირებს სისხლში მის დონეს. სწორედ ამიტომ, ოქროს ულვაშის პრეპარატები რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და სიმსუქნის სამკურნალოდ.
ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გარდა, მის შემადგენლობაში შედის რკინა, სპილენძი და ქრომი. თუმცა ამ მიკროელემენტების წილი მცენარის ქიმიურ შემადგენლობაში მცირეა, ამ ნივთიერებების უმნიშვნელო რაოდენობაც კი ხელს უწყობს მკურნალობას უამრავი დაავადებისა.
ოქროს ულვაშის რეცეპტები
კალიზიას სამკურნალო თვისებების გასაზრდელად, წამლის მომზადებამდე გირჩევთ მცენარის ნაწილების გაგრილებას: ცელოფანში შეხვეული ფოთლები და ღეროები შედეთ მაცივარში (2-4 გრადუსზე) 2 კვირის მანძილზე.
- წამალი ოქროს ულვაშისგანწამლის მოსამზადებლად, დაჭერით მცენარის სახსრები(ამ დროს მცენარე უკვე იასამნისფერი უნდა იყოს და 9 სახსარი მაინც უნდა ჰქონდეს) და დაასხით არაყი. გააჩერეთ შუშის ჭურჭელში, თავი დაახურეთ და დადგით ბნელ ადგილას, დღეში ერთხელ კი შეანჯღრიეთ.ამისთვის დაგჭირდებათ მცენარის 15 სახსარი და 0.5 ლ არაყი. ერთი კვირის შემდეგ ნაყენი მზად იქნება. გაწურეთ იგი და შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას. მიიღეთ ნაყენი დღეში სამჯერ 30 წვეთით, დაუმატეთ იგი ნახევარ ჭიქა წყალს ჭამამდე.
- ოქროს ულვაში სახსრებისთვის
ცალკე უნდა ითქვას სახსრების მკურნალობაზეც, ვინაიდან ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ამ შემთხვევაში, ნაყენს არამხოლოდ შინაგანად, არამედ გარეგანადაც იყენებენ.
გარე გამოყენებისთვის აიღეთ მცენარის 25 სახსარი და 1.5 ლიტრი არაყი, გააჩერეთ 2 კვირით, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ ნაყენი ფეხის სახსრების ტკივილისას. შეიზილეთ ნაყენი სახსრებზე, შეგიძლიათ გაიკეთოთ კომპრესებიც. - მალამო ოქროს ულვაშისგან
მალამოს მოსამზადებლად გამოიყენეთ ოქროს ულვაშის წვენი. დაგჭირდებათ მცენარის ფოთლები და ღეროები. დაჭერით ისინი მაქსიმალურად წვრილად, დაწურეთ და შეურიეთ რომელიმე ძირითად მალამოს პროპორციით 1:3.
ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ საბავშვო კრემი, ასევე, დამარილებული ღორის ქონი. შეიზილეთ მალამო ეგზემის, ტროფიკული წყლულებისა და კანის სხვა დაავადებების მონაკვეთში. - ოქროს ულვაშის ნახარში
ნახარშისთვის გამოიყენება მცენარის ყველა ნაწილი, პირველ რიგში კი, ღეროები და ფოთლები. მისი მომზადება გაცილებით მარტივია, ვიდრე ნაყენისა. ერთ ლიტრ წყალზე დაგჭირდებათ 1 დიდი ფოთოლი.
დაჭერით ფოთოლი, დაასხით ცივი წყალი, ყველაზე ნელ ცეცხლზე აადუღეთ და ხარშეთ 5 წუთით, გააჩერეთ 30 წუთით ცეცხლის გამორთვის შემდეგ. გაწურეთ მარლის ან საცრის გამოყენებით, გააგრილეთ და შედგით მაცივარში.
მიიღეთ ნახარში დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით 1 ს.კ. რაოდენობით, ღვიძლის დაავადებებისა და ძლიერი გაციების დროს.