Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ ბარდის ფაფის სასარგებლო თვისებებზე და გასწავლით რამდენიმე კულინარიულ ნიუანსს, რომელიც მოაშორებს კერძს სპეციფიკურ სუნს, დაგეხმარებათ უნაზესი მასის მომზადებაში და წარმატებით შეეწყობა ხორცისა და ბოსტნეულის დანამატს.
ყველაზე სასარგებლო ფაფა
ბევრმა არ იცის, მაგრამ ჩვეულებრივ ბარდის ფაფაში ვიტამინების, მინერალებისა და საკვები ნივთიერებების კომბინაცია უნიკალურია. უდიდესი რაოდენობით ცილა, რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, იოდი, სპილენძი, ბეტა-კაროტინი, ამინომჟავები, B, A და E ჯგუფის ვიტამინები ბარდას ფასდაუდებელ პროდუქტად აქცევს და მთელ ორგანიზმს აძლიერებს.
ფაფის სასარგებლო თვისებები
- წყალზე მომზადებული ბარდის ფაფა იდეალური დიეტური პროდუქტია(90 კკალ 100 გრამში), რომელიც გამოიეყენება უამრავი დიეტის ძირითად საკვებად. პროდუქტი საკვებია, მაგრამ შეიცავს ძალიან მცირე რაოდენობის ნახშირწყალს, ამიტომაც კარგია მათთვის, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს. ამასთან, ასეთი ფაფა სწრაფად და დიდი ხნით ანაყრებს შიმშილის შეგრძნებას, რაც არ გვაძლევს ბევრის ჭამის საშუალებას.
- პროდუქტი გვეხმარება ნივთიერებათა მიმოცვლის დარეგულირებაში, ამიტომაც კარგია მათთვის, ვისაც დიაბეტი და სიმსუქნე აწუხებს.
- ცილითა და ამინომჟავებით გაჯერებული ბარდის ფაფა უხდება მათ, ვინც მისდევს ცხოვრების აქტიურ წესს. ბარდით მომზადებული კერძი აღადგენს ძალებს, ზრდის ცხოვრებისეულ ტონუსს და ეხმარება სპორტსმენებს კუნთოვანი მასის გაზრდაში.
- ბარდის ფაფა არამხოლოდ ჯანმრთელობაზე, არამედ გარეგნობაზეც მოქმედებს. ძლიერი ვიტამინ-მინერალების კომპლექსი დადებითად მოქმედებს კანის, ფრჩხილებისა და თმების მდგომარეობაზე, რაც მთავარია - ანელებს ასაკობრივ ცვლილებებს.
- ბარდის ფაფის რეგულარული მოხმარება არეგულირებს არტერიულ წნევას, ამცირებს თავის ტკივილების ინტენსივობასა და სიხშირეს და ახდენს ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას.
- ცელულოზით მდიდარი ფაფა წმენდს ორგანიზმს შიგნიდან: გამოდევნის შლაკებსა და ტოქსინებს, ქიმიკატებსა და კანცეროგენებს, ასევე, ანადგურებს თირკმლებისა და ნაღვლის კენჭებს.
- ბარდის ფაფა კარგია ხნიერი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევებით, ქოლეცისტიტით, გასტრიტით ან თირკმლებისა და ღვიძლის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.
- ბარდის კერძების რეგულარული მიღება დადებითად აისახება იმუნურ სისტემაზე, ხსნის დაღლილობის სიმპტომებს, ზრდის სტრეს-რეზისტენტულობას და ხელს უშლის დეპრესიას.
- ბარდის მოხმარება მხედველობის დარღვევოს შესანიშნავი პროფილაქტიკაცაა. A ვიტამინი და ბეტა-კაროტინი, რომლებიც ბარდაში დიდი რაოდენობითაა, უკიდურესად მნიშვნელოვანია თვალის ჯანმრთელობისთვის.
- ბარდის ფაფას ძლიერი შარდმდენი თვისება აქვს, ამიტომ მისი მოხმარება შეშუპებების მიმართ მიდრეკილი ადამიანებისთვისაა კარგი.
როგორ მოვამზადოთ ბარდის ფაფა- იმისათვის, რომ ფაფა გემრიელი გამოვიდეს, ბრტყელი ბარდა წინასწარ უნდა ჩაალბოთ. ცივ წყალში 8 საათით გაჩერება მოაშორებს პროდუქტს უსიამოვნო სუნს, რომელიც არავის მოსწონს, და ბარდას უფრო გაასივებს, რაც მომზადების დროს შეამცირებს.
- ჩალბობის შემდეგ წყალი უნდა გადაასხათ, ბარდა კიდევ ერთხელ გარეცხოთ და მოხარშოთ უკვე სუფთა წყალში, რომელიც მარცვლებს სიმაღლეში 1 სმ-თი აღემატება.
- თუ ჩალბობისა და გარეცხვის დრო არ გაქვთ, ფაფა მაინც გემრიელი გამოვა. ჩალბობის გარეშე ფაფის მოსამზადებლად, ჩაყარეთ ბარდა ცივ წყალში, რომელსაც წინასწარ გააზავებთ საკვებ სოდასთან. 3 ლ წყალზე 0.5 ჩ.კ. სოდა. გააჩერეთ ფაფა 1 საათით, შემდეგ გაავლეთ და დადგით ცეცხლზე.
- ბარდის ფაფის მოსამზადებლად, გამოიყენეთ სქელკედლიანი და სქელფსკერიანი ქვაბი - ასე კერძი არ მიიწვება. თუ ასეთი ჭურჭელი არ გაქვთ, მოგიწევთ, რეგულარულად მოურიოთ ფაფას ხარშვისას.
- ხარშეთ ფაფა მხოლოდ ნელ ცეცხლზე! წინააღმდეგ შემთხვევაში, ცილა გამყარდება, რის გამოც ფაფა საკვებად მოუხერხებელი იქნება.
- მარილი მხოლოდ მომზადების ბოლოს დაამატეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხარშვა უფრო დიდ დროს წაიღებს.
- თუ ბარდა ისევ მაგარია, ქვაბში კი წყალი ადუღდა, ჩაამატეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალი. თუ ბარდა დაიფშვნა, წყალი კი ბევრია, ცოტაოდენი წყალი მოაკელით და გააჩერეთ ბარდა ნელ ცეცლზე სახურავის გარეშე, 5 წუთით.
თუ არ იცით, მოხარშოთ თუ არა, გაგანდობთ მადისაღმძვრელი ბარდის კერძის რეცეპტს, რომლის გემოც და იერიც მოუხდება სადღესასწაულო სუფრასაც კი!
ინგრედიენტები- 2 ჭიქა ბრტყელი ბარდა
- 4 ჭიქა წყალი
- 2 დიდი ხახვი
- 300 გ ღორის ხორცი
- მარილი, სანელებლები გემოვნებით.
- ბარდა ხარშეთ მომზადებამდე. მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი და მოურიეთ პიურეს მიღებამდე. გამოიყენეთ კარტოფილის საჭყლეტი.
- გაწმინდეთ ხახვი და დაჭერით რკალებად. ხორცი - თხელ ნაჭრებად.
- შეწვით ხახვი გამჭვირვალე ფერის მიღებამდე, დაუმატეთ ტაფას ხორცი, სანელებლები და თუშეთ.
- წინასწარ გამთბარ კერამიკულ საცხობ ფორმაში ჩაასხით ფაფა, ზემოდან მოაფინეთ ხორცი და მორწყეთ ზეთით.
- შედეთ საცხობი ფორმა 180 °С -მდე გაცხელებულ ღუმელში 10 წუთით. გემრიელი ბარდის ფაფა მზადაა! დადეთ სუფრაზე კერძი იმავე ჭურლით, რომელშიც მოამზადეთ.
- იმისათვის, რომ ფაფა გემრიელი გამოვიდეს, ბრტყელი ბარდა წინასწარ უნდა ჩაალბოთ. ცივ წყალში 8 საათით გაჩერება მოაშორებს პროდუქტს უსიამოვნო სუნს, რომელიც არავის მოსწონს, და ბარდას უფრო გაასივებს, რაც მომზადების დროს შეამცირებს.