» » » აი, თურმე რატომ სცვივა ფულის ხეს მუდმივად ფოთლები: რჩევები გამოცდილი მებაღისგან

აი, თურმე რატომ სცვივა ფულის ხეს მუდმივად ფოთლები: რჩევები გამოცდილი მებაღისგან

ყველამ არ იცის, რა არის კრასულა, მაგრამ ის აუცილებლად იციან, როგორია ფულის ხე. ეს ოთახის მცენარე ბევრი მებაღის ფავორიტია, რადგან მათი მოვლა საკმაოდ მარტივია, სილამაზე კი თვალს ახარებს. იმის გამო, რომ მცენარის ფოთლები მონეტებს ჰგავს, მათ ფულის ხე დაარქვეს.

თუ ფენშუის დავუჯერებთ, სწორედ ეს ხე გვეხმარება, გავხდეთ მდიდარი. კრასულას ხორციანი ფოთლები აქვს, რომელშიც საკვებ ნივთიერებებს აგროვებს. იმაზე, თუ რამდენად სქელი ფოთლები აქვს ხეს, დამოკიდებულია სიმდიდრე. სხვა სიტყვებით, ამ ხის მდგომარეობა პირდაპირაა დაკავშირებული ოჯახის ფინანსურ მდგომარეობასთან.



ფულის ხე საშინაო პირობებში
ფულის ხე საკმაოდ უპრეტენზიოა მოვლაში. თუმცა, როცა იგი იწყებს ჭკნობას, ფოთლების ჩამოყრას, მისი ღერო რბილდება და იწყებს ჭკნობას. ეს იმას ნიშნავს, რომ მცენარე იღუპება.

ამ უსიამოვნო სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, Rchevebi.com-ის რედაქცია გთავაზობთ რჩევებს ამ ხის მოვლისთვის.



ფულის ხის მოვლის წესი
  1. ფულის ხე სიცხის დროს კვირაში ორჯერ უნდა მორწყოთ. ნორმალურ ტემპერატურაზე საკმარისია კვირაში ერთხელაც. ზამთარში ყვავილი უფრო იშვიათად, ორ კვირაში ერთხელ უნდა მორწყოთ.



  2. პერიოდულად მიაქციეთ ყურადღება ნიადაგს ქოთანში, არ მისცეთ მას გამოშრობის საშუალება, მაგრამ არც წყალი დაასხათ. გახსოვდეთ, რომ კრასულას არ უყვარს ჭარბი და ხშირი მორწყვა.



  3. მცენარე უნდა "გამოკვებოთ" ზაფხულში, თვეში ორჯერ. მას მოუხდება სუკულენტებისა და კაქტუსების სასუქი.

    დანარჩენ დროს, კრასულას მხოლოდ თვეში ერთხელ უნდა მოაყაროთ სასუქი, თანაც კონცენტრირებული სასუქი ორჯერ მაინც უნდა გაზავდეს. სასუქი მხოლოდ ნოტიო მიწაში უნდა ჩაყაროთ, ამიტომ მოაყარეთ სასუქი ფულის ხეს მორწყვის შემდეგ.



  4. ხშირად, მეპატრონეები კრასულას ფანჯრის რაფაზე ტოვებენ, მზის პირდაპირი სხივებისგან კი მცენარე იღუპება. ფოთლები იწყებს გახურებას, იცვლის მაძღარ მწვანე ფერს უფრო მქრქალ ყავისფერზე და ცვივა ფოთლები.

    ზაფხულში, ფულის ხე გადადგით იქ, სადაც არ ხვდება მზის პირდაპირი სხივები. ასე მცენარე აქტიურად იწყებს ზრდას და ახარებს ოჯახის წევრებს.



  5. ფოთლების ჭკნობის უსიამოვნებასთან ერთად, ხანდახან მასზე თეთრ ნალექსაც შეამჩნევთ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ გაჩნდა პარაზიტი - ფქვილისებრი ჭია. თუმცა, ეს ძალიან ნუ აგაღელვებთ! მის მოსაშორებლად საკმარისია, 72%-იანი საპნის ხსნარით გაწმინდოთ ფოთლები, შემდეგ კი გაწმინდოთ ადუღებული წყლით.



  6. ფულის ხეზე უარყოფითად მოქმედებს ტემპერატურის მყისიერი ცვლილებაც. ძალიან ხშირად, ფოთლები ცვენას იწყებს ზამთრის პერიოდში გადასვლისას. მცენარის შესანარჩუნებლად, შეახვიეთ იგი გაზეთში. რაც უფრო მეტი ფენა იქნება, მით უკეთესია ხისთვის.



  7. მცენარეზე ტკიპების გაჩენისას, მასზე ჩნდება მცირე ზომის აბლაბუდა. ამ სიტუაციაში ისევ საპნის ხსნარი ან პრეპარატები "ფუფაფონი" ან "ფიტოვერმი" დაგეხმარებათ.



    ფულის ხე არამხოლოდ დეკორაციისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვისაც კარგია. მისი სამკურნალო თვისებები გიხსნით უამრავი უსიამოვნებისგან, რადგან მის ფოთლებს აქვს ანთებისსაწინააღმდეგო, ანტივირუსული და ბაქტერიციდული თვისებები.


აუცილებლად გამოიყენეთ ეს მარტივი რჩევები, რათა ფულის ხე თქვენს სახლში მუდმივად ყვაოდეს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.