» » » კოსმეტიკა, რომელზეც ფულის დახარჯვა არ ღირს: ყველაზე უსარგებლო კოსმეტიკური პროდუქტები

კოსმეტიკა, რომელზეც ფულის დახარჯვა არ ღირს: ყველაზე უსარგებლო კოსმეტიკური პროდუქტები

ლამაზი შეფუთვა და მომაბეზრებელი, დიდი იმედის მომცემი რეკლამა - ამ ფაქტორების გამო ქალები ხშირად ყიდულობენ კოსმეტიკას, რომლებმაც შეიძლება იმედი გაუცრუოს. სამწუხაროდ, ყველა საშუალება გამოყენების შემდეგ დაპირებულ ეფექტს ვერ იძლევა. 

გაეცანით ამ კოსმეტიკური პროდუქტების სიას, რომლის ყიდვაც არ ღირს - ტყუილად გადაყრილი ფული და თავგზაბნეულობა გარანტირებული გექნებათ. რატომ უნდა დაიხარჯოთ არა საჭირო კოსმეტიკაზე, თუ მათ ნაცვლად გამოცდილი საშუალების გამოყენება შეგიძლიათ?

ყველაზე უსარგებლო კოსმეტიკა

  1. გაყოფილი ბოლოები - ეს არასასურველია. რამდენად არა სასიამოვნოა იმის აღიარება, რომ მათთან ბრძოლის ერთადერთი მეთოდია - თმის შეჭრა. გაყოფილი ბოლოების წინააღმდეგ არანაირი შრატი, არანაირი ზეთი ან სხვა სასწაულმოქმედი საშუალებები ამ პრობლემას ვერ აღმოფხვრის. 

    კოსმეტიკა, რომელზეც ფულის დახარჯვა არ ღირს: ყველაზე უსარგებლო კოსმეტიკური პროდუქტები


  2. ცელულიტთან ბრძოლაში გაიმარჯვებთ, თუ მუდმივად სპორტით იქნებით დაკავებული და სწორად იკვებებით. ანტიცელულიტური კრემი - მითია, ის არბილებს კანს, მაგრამ უსიამოვნო ხორკლიანი კანისგან არ გათავისუფლებთ. 




  3. ტონიკი, რომელსაც დაბანის შემდეგ იყენებთ, ძალიან იშვიათად არის ნამდვილად ღირებული პროდუქტი. აირჩიეთ გონივრულად, ბევრი დასაბანი საშუალება ჭუჭყს ნარჩენების გარეშე აშორებს - ტონიკი მხოლოდ კანის pH ბალანსის აღსადგენად არის საჭირო. ამ ფუნქციას დღის კრემიც კარგად შეასრულებს, ხშირ შემთხვევაში ტონიკი - ზედმეტია. 




  4. შხაპგელი კანს ძალიან აშრობს, მის დამცავ ფენას არღვევს. უმჯობესია თუ დამატენიანებელ საპონს გამოიყენებთ - ეს იაფიც არის და ზიანსაც არ მოგაყენებთ. 




  5. რა განსხვავება ხელის კრემს, ფეხის კრემს და სხეულის ლოსიონს შორის? მართალია: არანაირი! კანის მოვლისთვის ერთი კარგი საშუალება საკმარისია, რომელსაც სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენებთ. 




  6. სხეულის სკრაბი უმჯობესია სახლში ბუნებრივი პროდუქტებისგან დაამზადოთ. შესანიშნავი საშუალებაა ყავის სკრაბი. თაფლი, მარილი და ზეითუნის ზეთი - გამწმენდი სკრაბის კარგი რეცეპტია. დამატებითი პროდუქტის ყიდვას აზრი არ აქვს, რადგან სახლში შეგიძლიათ მარტივად დაამზადოთ!




  7. ტუჩის ბალზამის შემადგენლობაში ხშირად მცირეოდენი სპირტია - რომ ტუჩები მალე გამოშრეს და თქვენ ბალზამი კვლავ წაისვა. გამოიყენეთ თაფლი, ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი ტუჩის ბალზამის სახით - ტუჩის კანი უფრო რბილი, ხავერდოვანი გახდება. თავი შეიკავეთ კიდევ ერთი ბალზამის ყიდვის ცდუნებისგან. 




  8. ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი მოქმედებს მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, როცა მას იყენებთ. ქერტლი - ეს უბრალო კოსმეტიკური პრობლემა არაა. ეს დაავადებაა, რომელსაც უნდა უმკურნალოთ. შამპუნს სიმპტომის მხოლოდ დროებით მოხსნა შეუძლია. თუ მსგავსი პრობლემა გაქვთ, უმჯობესია ექიმს მიმართოთ და ქერტლის საწინააღმდეგო უსასრულო შამპუნებზე ფული ტყუილად არ დახარჯოთ. 

     


კოსმეტიკური საშუალებების არჩევას რაციონალურად მიუდექით და მაშინ თქვენ არა მხოლოდ ფულის ეკონომიას გააკეთებთ, არამედ შეამჩნევთ, რამდენად გაუმჯობესდა თქვენი გარეგნული მხარე. ეფექტური, ნამდვილად სასარგებლო კოსმეტიკის გამოყენება - საუკეთესო შედეგის გარანტორია. 

კოსმეტიკური პროდუქტების ეს სია, რომლის ყიდვაც არ ღირს, ყველას აჩვენეთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.