» » » ყველაფერი, რაც თქვენი საყვარელი საზამთროს შესახებ უნდა იცოდეთ: 5 საშიში ნიშანი

ყველაფერი, რაც თქვენი საყვარელი საზამთროს შესახებ უნდა იცოდეთ: 5 საშიში ნიშანი

ზაფხულის გატარება წარმოუდგენელია ახალი, რბილი და ტკბილი საზამთროს გარეშე. თუმცა, ეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით შეიძლება დასრულდეს.



რითი შეიძლება იყოს საზამთრო საშიში და როგორ გადავურჩეთ მისგან მოწამლვას? Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ საზამთროზე იმ ყველაფერს, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ.

საზამთროს თვისებები
საზამთროში ყველაზე ძვირფასი კომპონენტი ფოლიუმის მჟავაა, რომელიც სისხლის მიმოქცევის პროცესებსა და ადამიანის ორგანიზმის ქიმიურ ბალანსში აქტიურად მონაწილეობს.



საზამთროს კიდევ ერთი სასარგებლო თვისებაა ლიკოპინის შემცველობა - ესაა კაროტინოიდული პიგმენტი, რომელიც პასუხს აგებს ხილის წითელ ფერზე. ლიკოპინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების გაჩენას.



C ვიტამინის მაღალი შემცველობის წყალობით, საზამთრო ხელს უშლის სკლეროტული თრომბოციტების წარმოქმნას, აუმჯობესებს გულის სისხლძარღვების ელასტიურობას, რითიც აძლიერებს გულსაც. ყველა ეს ფაქტორი მოქმედებს პროფილაქტიკურად გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

ვინ არ უნდა მიირთვას საზამთრო
საზამთრო აკრძალულია ზოგიერთი დაავადების მქონე ადამიანებისთვის: მაგალითად, იგი აკრძალულია დიაბეტიკებისთვის, რადგან მასში დიდი როადენობით შაქარია.



ვინაიდან საზამთრო იწვევს მეტეორიზმს, ნაწლავური კოლიკისა და მომატებული წნევის მქონე ადამიანებისთვის არასასურველია საზამთროს დიდი რაოდენობით მიღება. მედიკოსები ასეთ პაციენტებს ურჩევენ, მიიღონ საზამთრო მხოლოდ მცირე ულუფად და აუცილებლად ცალკე.

არ აჭამოთ საზამთრო 3 წლამდე ბავშვებს - ამ ასაკში საჭმლის მომნელებელი სისტემა ძალიან მგრძნობიარეა ტოქსიკების ნებისმირი სახის მიმართ.

საშიში საზამთროს 5 ნიშანი
თუ საზამთრო ყველა წესის დაცვით მოიყვანეს და შეინახეს, იგი სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. თუმცა, ბოლო დროს, საზამთროს სულ უფრო მეტ ნიტრატს უკეთებენ. ამ კუთხით განსაკუთრებით საშიშია ადრეული საზამთრო, რომლებსაც ივნისსა და ივლისში ყიდიან. მათში შეჰყავთ სელიტრის ინექცია, რათა სწრაფად დამწიფდეს.



არასწორი შენახვის შედეგად, საზამთროში დაგროვდება დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმები. საზამთროს რბილობი ხომ დიდი რაოდენობით ადვილადათვისებად შაქარს შეიცავს, ეს კი მიკრობების შესანიშნავი საკვები პირობაა.



ნიტრატებიანი საზამთროს განსაზღვრა თვალითა და გემოთი საკმაოდ რთულია, თუმცა არსებობს გარკვეული ნიშნები,რომლებიც გაზრდის ამოცნობის შანსს:

  1. არ შეიძინოთ საზამთრო აგვისტომდე (გამონაკლისია ეგზოტიკური ქვეყნებიდან იმპორტირებული საზამთროები, რომლებიც მთელი წლის მანძილზე მწიფდება). საზამთროს ნაადრევი სიმწიფე მავნე ქიმიკატებით გამოკვების დამსახურებაა.
  2. იმის გასაგებად, არის თუ არა საზამთრო ქიმიით გასიებული, გაჭერით შუაზე. თუ ნაჭერი გლუვია და არ გამოიყოფა მარცვლებიბ, საზამთროში ნიტრატების შემცველობის პროცენტი საკმაოდ მაღალია.
    მეტისმეტად წითელი ფერი ან მოყვითლო-ნარინჯისფერი კუთხეები საზამთროში, ასევე, ცუდზე მეტყველებს. ჩაატარეთ შემდეგი ტესტი:
    ჩაუშვით რბილობი ადუღებული, გამთბარი წყლით სავსე ჭიქაში. თუ წყალი არამხოლოდ გამუქდება, არამედ გავარდისფერდება, რბილობი კი დაიშლება, სინანულის გარეშე გადააგდეთ ასეთი შენაძენი.



  3. შეიძინეთ საზამთრო არა გზისპირა ბაზრობაზე, არამედ მაღაზიებში. სხვათაშორის, მხოლოდ ნიტრატების არ უნდა გეშინოდეთ. ამ კენკრის კანი იწოვს ტყვიასა და სხვა მავნე ნივთიერებებს ჰაერიდან.

  4. სახლში მოტანისთანავემ კარგად გარეცხეთ საზამთრო, შემდეგ კი გადაავლეთ მდუღატე. ნიტრატების დიდი ნაწილი კანიდან 3 სმ-ში მდებარეობს, ამიტომ, მიირთვით ის, რაც გულშია.

    იცოდეთ ზომაცც. რამდენიმე ნაჭერი საკმარისია. განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რომლებსაც მოსაწამლავად ბევრი არ სჭირდებათ. ზრდასრულებისთვის საშიშია 400-500 მგ ნიტრატები. მძიმე მოწამლვისთვის პატარა ბავშვს 40-50 მგ ეყოფა.



  5. დაჭრილ საზამთროში სწრაფად მრავლდება ბაქტერიები. თავის დაცვის მიზნით, შეინახეთ ნაყოფი მხოლოდ მაცივარში, საკვებ ცელოფანში შეხვეული. ამასთან, არაუმეტეს 12 საათით.
საზამთროთი მოწამლვის ნიშნები
თუ საზამთროს მირთმევის შემდეგ თავი ცუდად იგრძენით, სასწრაფო სამედიცინო დახმარება უნდა გამოიძახოთ, რადგან საზამთროთი მოწამლვა ძალიან საშიშია. მოწამლვის ნიშნები, ჩვეულებრივ, საზამთროს მიღებიდან 2-6 საათში იჩენს თავს.
ნიშნებს მიეკუთვნება: გულისრევა, ტკივილი და სპაზმები მუცელში, დიარეა, მომატებული ტემპერატურა, სისუსტე, თავის ტკივილი. ეს ძირითადი ნიშნებია. თუმცა, ძლიერი მოწამლვისას უფრო ძლიერი ნიშნებიც იჩენს თავს: ნიტრიტები ხელს უშლის სისხლში ჟანგბადის ტრანსპორტირებასა და ქსოვილების სუნთქვის პროცესს.

პირველადი დახმარება
საზამთროთი მოწამლვის შმთხვევაში, მაშინვე უნდა ამოირეცხოს კუჭი და მიიღოთ ენტეროსორბენტი. აუცილებელია მეტი სითხის მიღება. ეს არამხოლოდ დაიცავს ორგანიზმს გაუწყლოებისგან, არამედ დაგეხმარებათ ტოქსინების გამოდევნაში. არ ღირს ტკივილგამაყუჩებლისა და დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება, ეს საშიშია: ისინი "ხელს აფარებენ" ორგანიზმის რეალურ მდგომარეობას და ხელს უშლის ნაწლავებიდან ტოქსინების გამოდევნას.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.