» » » იაფი და მარტივი საშუალება სხვადასხვა უსიამოვნების სამკურნალოდ: ნივრიანი რძე უბადლო მკურნალია!

იაფი და მარტივი საშუალება სხვადასხვა უსიამოვნების სამკურნალოდ: ნივრიანი რძე უბადლო მკურნალია!

ნივრიანი რძე ძველი ხალხური წამალია ჯანმრთელობის დარღვევების დროს. უძველესი დროიდანაა ცნობილი, რომ ნიორი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, თუმცა მისი არომატის გამო რთულია, გიყვარდეს. ალბათ სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ადრე ამ ბოსტნეულის რძეში მოხარშვა.

შედეგად მიიღეს შესანიშნავი წამალი სპეციფიკური სუნის გარეშე, რომელიც ორგანიზმს ეხმარება ზოგიერთ დაავადებასთან გამკლავებაში, მათ შორის, არამხოლოდ გრიპის, როგორც თვლიან ხოლმე.



ნივრიანი რძის სასარგებლო თვისებები
  1. ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.
  2. სასმელი სასარგებლოა ღვიძლისთვის, რადგან ნიორი შეიცავს გოგირდს, რომელიც წმენდს ღვიძლს და ორგანიზმისბ დეტოქსიკაციას ახდენს.
  3. ამცირებს ანთებასა და ტკივილის შეგრძნებებს ართრიტის დროს.
  4. ნიორი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, გაცილებთ უძილობას.
  5. დაუმატეთ ნივრიან რძეს მწიკვი კურკუმა - მიიღებთ შესანიშნავ ამოსახველებელ საშუალებას.
  6. მოხარშული ნიორი კურნავს როგორც მამაკაცის, ისე ქალის უშვილობასაც. გარდა ამისა, ნივრიანი რძე იმპოტენციის საწინააღმდეგო ხალხური საშუალებაა.


როგორ მოვამზადოთ ნივრიანი რძე
ინგრედიენტები
  • 500 მლ რძე
  • 10 კბილი ნიორი
  • 2 ჩ.კ. შაქარი
  • 250 მლ წყალი
მომზადება და გამოყენება
  1. გაწმინდეთ და დაჭერით ნიორი.
  2. წყალნარევი რძე დადგით ცეცხლზე. როცა სითხე ადუღდება, ჩაყარეთ ნიორი და შეამცირეთ ცეცხლი მინიმუმამდე.
  3. ადუღეთ მასა 10 წუთით, პერიოდულად ურიეთ. დაუმატეთ შაქარი.
  4. მიირთვით ეს სითხე დღეში ორჯერ, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.


მიუხედავად იმისა, რომ ნიორიც და რძეც ნატურალური პროდუქტია, რიგ შემთხვევებში გვიწევს უარის თქმა მსგავს მკურნალობაზე. ეს საშუალება დაუშვებელია დიაბეტის, კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებისა და დაბალი არტერიული წნევის დროს. ასევე, ნივრიანი რძე არაა რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში დედებისთვის.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.