დაგჭირდებათ:
- 400 გრ ნიორი
- 4 ლიმონის წვენი
მომზადების და მიღების წესი:
ნიორი დანაყეთ. გამოწურეთ წვენი ლიმონიდან, ჩაასხით ფართოყელიან ქილაში წვენი და დანაყილი ნიორი, აურიეთ, დაახურეთ ქილას მსუბუქი ქსოვილის ნაჭერი და გააჩერეთ 24 დღე ბნელ ადგილას.
ხმარებისას შეანჯღრიეთ. მიიღეთ დღეში ერთხელ ძილის წინ 1 ჩ/კ ამ ნარევისა ნახევარ ჭიქა წყალზე. მიღებიდან 10-12 დღის შემდეგ თქვენ იგრძნობთ დაღლილობის მოხსნას, დაგეძინებათ ღრმა ძილით. ამგვარი რეცეპტი ფართოდ იყო გავრცელებული უკრაინასა და კავკასიაში. მას არანაკლებ 500 წლის ისტორია აქვს.
შესანიშნავი აბაზანა - 20 შესანიშნავი წუთით
- 1 კგ წვრილად დაჭრილ ბალახეულს დაასხით 3-4 ლ ცივი წყალი, გააჩერეთ 10 წთ. შემდეგ ადუღეთ 5 წუთს, გააჩერეთ 10 წუთს, გადაწურეთ და ჩაუმატეთ აბაზანის წყალს. ამგვარი აბაზანები კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ უნდა მიიღოთ და თანაც 20 წუთით.
- ცაცხვის ყვავილის აბაზანა აძლიერებს ოფლის დენას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხელს უწყობს ღრმასა და მშვიდ ძილს.
- პიტნის აბაზანა შესანიშნავი საშუალებაა გაციების დროს, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ამცირებს ქავილს.
- მუხის ქერქისა და შროშანის აბაზანა გამოიყენება ცხიმიანი კანისა და ოფლოანობის დროს.
- გვირილას აბაზანა გამოიყენება მშრალი და დამსკდარი კანის დროს.