» » 10 პატარა საიდუმლო იდეალური რეცხვისთვის. ხრიკები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებენ!

10 პატარა საიდუმლო იდეალური რეცხვისთვის. ხრიკები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებენ!

პირველი სარეცხი მანქანა ამერიკელმა ჯეიმს კინგმა შორეულ 1851 წელს შექმნა და დააპატენტა. იმ დღიდან დღემდე სწავლულები და გამომგონებლები მუშაობენ იმაზე, რომ რეცხვის პროცესი კიდევ უფრო მარტივი გახადონ. 

ხრიკები იდეალური რეცხვისთვის

რა თქმა უნდა, რეცხვის დროს მეორე წინდის გაქრობის ფენომენის გადჭრისკენ ჯერ შორს ვართ, მაგრამ დღეს რეცხვის პროცესი ბევრად გამარტივებული და კომფორტულია.

ხრიკები იდეალური რეცხვისთვის

"რჩევების" რედაქციამ თქვენთვის ხრიკების სია შეაგროვა, რომლებიც თქვენი რეცხვის პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს, ხოლო თეთრეულს ბრწყინვალე სუფთას გახდის. 

სწორი რეცხვა
  1. ყინულის კუბიკები ნაკეცების გარეშე ტანსაცმლისთვის 
    ყინულის კუბიკები ნაკეცების გარეშე ტანსაცმლისთვის
    ნივთები რომ არ დაიჭმუჭნოს, მანქანაში გაშრობის რეჟიმის დროს ბევრი ტანსაცმელი არ ჩადოთ. ასევე შეგიძლიათ რამდენიმე ყინულის კუბიკი დაუმატოთ. 

    გაშრობის მაღალი ტემპერატურა დააყენეთ. თაიმერი 5 წუთზე ჩართეთ. როცა გაშრობა მუშაობას დაასრულებს, გამოიღეთ ტანსაცმელი და დარწმუნდით რომ უთო არ დაგჭირდებათ.



  2. წყალბადის ზეჟანგი ცხიმიანი საყელოსთვის 
    წყალბადის ზეჟანგი ცხიმიანი საყელოსთვის
    საქმიანი ადამიანის პერანგი ყოველთვის იდეალურ მდგომარეობაში უნდა იყოს. ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, საყელო და მანჟეტი ბინძურდება. სირთულე კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ არა მხოლოდ ძლიერად ბინძურდება, არამედ რთულად ირეცხება. 

    წყალბადის ზეჟანგი და ნიშადური საყელოს ცხიმიანი ნაწილის მოშორებაში დაგეხმარებათ. ამისთვის საკმარისია თანაბარი პროპორციით მათი შერევა და ქსოვილზე წასმა. 



    შემდეგ ხსნარი ჩამორეცხეთ, პერანგი აივანზე ან ქუჩაში გასაშრობად გაიტანეთ და სპეციფიკური სუნის მოსაშორებლად.

  3. საიდენტიფიკაციო ნიშნები
    საიდენტიფიკაციო ნიშნები
    თუ სარეცხის დროულად გარეცხვის საშუალება არ გაქვთ, უმჯობესია თუ რამე ნიშანს მიამაგრებთ, როგორიცაა სარეცხის დასამაგრებელი. როცა რეცხვას შეუდგებით, მარტივი იქნება გამორიცხვა და არ გამოტოვება ნივთების, რომლებიც წინასწარ უნდა დაამუშაოთ. 



  4. ფერის და ჭუჭყის სატყუარა
    ფერის და ჭუჭყის სატყუარა
    ყველა დიასახლისს ასე დამართნია: სიჩქარეში თეთრ ტანსაცმელში ფერადიც მოუთავსებია, ტემპერატურის რეჟიმისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ასევე არ მიაქცია ყურადღება მეუღლეს, რომელსაც დახმარება სურდა.



    შედეგი კი - უიმედოდ განადგურებული ტანსაცმელი. ამ უსიამოვნების მოშორებაში გახუნებული ტანსაცმლისთვის განკუთვნილი სპეციალური სარეცხი სალფეთქები დაგეხმარებათ.

    10 პატარა საიდუმლო იდეალური რეცხვისთვის. ხრიკები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებენ!

    გამოყენების პრინციპი მარტივია: სალფეთქი რეცხვის დროს ტანსაცმელთან ერთად უნდა მოათავსოთ. ერთი, თუ ნივთები თეთრია, ორი თუ ფერადია, სამი თუ ტანსაცმელი გახუნებულია. შემდეგ საჭირო ტემპერატურას ირჩევთ, სარეცხ ფხვნილს ყრით და ელოდებით. 

  5. საწური ხელით რეცხვის დროს
    საწური ხელით რეცხვის დროს
    დელიკატური ნივთების, მაგ., ბიუსჰალტერის, ხელით რეცხვის შემდეგ, ჩვეულებრივი საწურის გამოყენება მოსახერხებელია: მასში გარეცხილი ნივთი ფრთხილად მოათავსეთ, რაც ზედმეტი წყლის მოშორებაში დაგეხმარებათ: მხოლოდ ამის შემდეგ გაიტანეთ გასაშრობად. 



  6. ეთეროვანი ზეთები სისუფთავის შესაგრძნობად
    ეთეროვანი ზეთები სისუფთავის შესაგრძნობად
    რეცხვის დროს რამდენიმე წვეთი ლავანდას ეთეროვანი ზეთის დამატებით თეთრეულს სისუფთავის არომატს შესძენთ. ლიმონის ეთეროვანი ზეთი ლაქას მოგაშორებთ. 


  7. ფოლგა შრობის დროის შესამცირებლად
    ფოლგა შრობის დროის შესამცირებლად
    ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხრიკი - ალუმინის ფოლგის სარეცხ მანქანაში ჩადება, რომელიც რეცხვის დროს ტანსაცმლისთვის ანტისტატურია. შრობის რეჟიმშიც შეიძლება იქნას გამოყენებული - ასეთ შემთხვევაში ტანსაცმელი უფრო მალე შრება. 



  8. როგორ დავუბრუნოთ ნივთს პირველადი ზომა
    როგორ დავუბრუნოთ ნივთს პირველადი ზომა
    პირველადი ზომის და ფორმის დაბრუნებაში 1/4 ჭიქა თმის კონდიციონერი დაგეხმარებათ. აუცილებელია ცივი წყლით სავსე თასსში გახსნათ და ტანსაცმელი 20-30 წუთით ჩაალბოთ. 



  9. ბამბის ბურთები ნივთების სირბილისთვის
    ბამბის ბურთები ნივთების სირბილისთვის
    ​ტანსაცმელი რომ უფრო რბილი იყოს, საკმარისია სარეცხ მანქანაში ნეიტრალური ფერის რამდენიმე ბამბის ძაფის ბურთები ჩადოთ და შრობის რეჟიმი ჩართოთ. მუქი ფერის ნივთებისთვის ეს ხრიკი არ გამოგადგებათ.



  10. თმის ლაქი მელნის ლაქის მოსაშორებლად 
    თმის ლაქი მელნის ლაქის მოსაშორებლად
    იმის ნაცვლად, რომ დალაქავებული ქსოვილი გახეხოთ, უმჯობესია თმის ლაქა დაასხათ, შემდეგ სალფეთქით გააშროთ. ასეთი მეთოდით ძველ ლაქასაც კი ამოიყვანთ. 


ტანსაცმლის ხელით რეცხვა თანდათანობით წარსულს ბარდება. თუმცა ავტომატური პროცესის მიუხედავად რეცხვის პროცესის თავის ნებაზე მიშვება არ ღირს, რადგან მისი შედეგი მხოლოდ მანქანაზე არ არის დამოკიდებული. 
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.