ჩვენ ყველას გვიყვარს კიტრის მწნილი. კარტოფილს თუ ხორციან კერძებს ეს მარილიანი დანამატი იდეალურად უხდება. დამწნილებისას, იგი ხრაშუნა და გემრიელი ხდება, ამავდროულად კი იძენს დიდი რაოდენობით სასარგებლო ელემენტს.

კიტრის წვენის სასარგებლო თვისებები:
- გადაგარჩენთ გაუწყლოებისგან. მარილიანი წვენი არამხოლოდ წყალი, არამედ კალციუმითა და მაგნიუმით მდიდარი მარინადია. ეს ელემენტები ორგანიზმს ანაყრებს და აღადგენს წყლის ბალანსს.
- კიტრის მწნილის წვენი გათავისუფლებთ კუნთების ტკივილისგან. საუბარი არაა სერიოზულ დაზიანებებზე, თუმცა დაჭიმულობისა და სპაზმების მოხსნა ამ სითხეს შეუძლია.
განსაკუთრებით საჭიროა მისი მიღება მათთვის, ვინც ფიზიკურად მძიმედ მუშაობს ან სპორტ-დარბაზში ვარჯიშობს. ეს კუნთებს გამოკვებავს. - აძლიერებს იმუნურ სისტემას. ჩვეულებრივ, მარინადი საკმაოდ მჟავეა. იგი მდიდარია C და E ვიტამინებით. გიცავთ გაციებისგან და დადებითად მოქმედებს ქალურ ჯანმრთელობაზე.
- კიტრის წვენი იდეალური საშუალებაა გასახდომად. ბევრი იცავს ძმრის დიეტას, რითიც რისკავს ჯანმრთელობას. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ ჭამამდე ერთი ჭიქა წვენი მიიღოთ. მასში შემავალი ძმარი ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას, დროთა განმავლობაში კი მისი კონცენტრაცია უვნებელი ხდება.
- არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს ძმრის შემცველობის წყალობით. წვენი სასარგებლოა როგორც დიაბეტიკებისთვის, ისე ამ დაავადების პროფილაქტიკისთვის.
ინგრედიენტები 3-ლიტრიანი ქილისთვის
- 1 კგ კიტრი
- 4 კბილი ნიორი
- 3 ც დაფნის ფოთოლი
- კამის 3 ღერო
- 2 ს.კ. მარილი
- 2 ს.კ. შაქარუ
- 1.5 ს.კ. 9%-იანი ძმარი
- 10 მარცვალი შავი წიწაკა
- ალუბლის, მუხისა და მოცვის ფოთლები
- გაასტერილეთ ქილა.
- ქილის ფსკერზე დაალაგეთ მწვანილი, ზემოდან მჭიდროდ დაალაგეთ კიტრი.
- დაასხით კიტრს მდუღარე და გააჩერეთ 10 წუთით.
- შემდეგ გადაასხით წყალი და კიდევ ერთხელ დაასხით მდუღარე. 20 წუთში გადაასხი წყალი ქვაბში და ადუღეთ სანელებლებთან ერთად.
- გადაასხით სითხე ქილაში, დაუმატეთ ძმარი და მოხუფეთ.

რა თქმა უნდა, მხოლოდ წვენი კი არა, თვით კიტრებიც სასარგებლოა. თუმცა, ყველა აუცილებელი ნივთიერების მისაღებად ისინი დიდი რაოდენობით უნდა მიირთვათ, წვენი კი მცირე ოდენობითაც საკმარისია.