» » » ნაკლებად მარილიანი კიტრი პაკეტში 3 საათში: ფერს არ იცვლის

ნაკლებად მარილიანი კიტრი პაკეტში 3 საათში: ფერს არ იცვლის

ნაკლებად მარილიანი, მარილიანი, მარინადში ჩადებული კიტრი ყველას უყვარს. მაგრამ მომზადებას ბევრი დრო სჭირდება. ნაკლებად მარილიანი კიტრის მომზადებაც კი საკმაოდ პრობლემატურია: მათ მდუღარე უნდა დაასხათ და დაელოდოთ სანამ გაგრილდება და კიტრი მხოლოდ ცოტათი მარილდება, ასევე ქვაბში ადგილი უნდა ნახოთ... არსებობს მეორე ვარიანტი, რომელიც ბევრად უფრო საინტერესოა. კიტრი ჩვეულებრივ პოლიეთილენის პაკეტში მზადდება!

ამ საიდუმლოს წყალობით კიტრი ფანტასტიკური გამოდის: არომატიული, ხრაშუნა და გემრიელი! არანაირი დუღილი, დამარილება, ქვაბი არ დაგჭირდებათ. ეს რეცეპტი ყველას მოეწონება, მასში თერმული დამუშავება არ არის გათვალისწინებული. მშრალი დამარილება კიტრის ფერს ინარჩუნებს, ის მწვანე და ახალი რჩება. 



წვნიანი, ხრაშუნა კიტრი ახალ კარტოფილთან და კარაქთან ერთად - გასტრონომიულ ექსტაზს წარმოადგენს! მომზადების ეტაპზე უკვე გემო იგრძნობა. დაჟინებით გირჩევთ ეს კერძი უკვე დღესვე მოამზადოთ, განსაკუთრებით გემრიელი ახალი კიტრი იქნება. დავიწყოთ?

სწრაფი რეცეპტი კიტრის პაკეტში მოსამზადებლად

ინგრედიენტები

  • 1 კგ კიტრი

  • 1 ს/კ მარილი

  • 1 კონა კამა

  • 2 კბილი ნიორი

  • 3 ცალი ტკბილი წიწაკა

  • 3 თესლი ილი

  • 2 მიხაკის ყვავილი

  • 1 ჩ/კ შაქარი


მომზადება

1. კიტრის ასე დამარილებისთვის მცირე ზომის კიტრი აირჩიეთ, მაქსიმუმ 10 სმ-მდე. რაც უფრო პატარაა, მით უფრო გემრიელია. კარგად გარეცხეთ, კუდები მოაჭერით და ოთ ტოლ ნაწილად გაჭერით. 



2. ჭურჭელში მწვანილი გარეცხეთ, ზედმეტი წყალი გადაწურეთ. კამა წვრილად დაჭერით ან თითებით მსუბუქად დასრისეთ. ნიორი ფირფიტებად დაჭერით. თუ უფრო წვრილად გიყვართ, გაჭყლიტეთ. 



3. გამჭირვალე პოლიეთილენის პარკში კიტრი მოათავსეთ, მარილი, შაქარი, ნიორი, ილი, მიხაკი, კამა დაუმატეთ. 



4. შემდეგ პაკეტი შეკარით ისე, რომ საჰაერო დაუტოვოთ. შეგიძლიათ კიდევ ერთ პაკეტში მოათავსოთ, რომ დამარილების პროცესში წყალი არ გამოვიდეს. კარგად შეანჟღრიეთ ზუსტად ერთი წუთით. კიტრი მაცივარში შეინახეთ. 3 საათის შემდეგ შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ. გემრიელად მიირთვით!



თუ კიტრს ნივრთან ერთად პაკეტში უფრო დიდხანს გააჩერებთ, უფრო გემრიელი გემო ექნება. თუ გემრიელი და ახალი მისაყოლებლის საუზმეზე მირთმევას აპირებთ, კიტრი საღამოს მოამზადეთ, დილით ნაკლებად მარილიანი იქნება. ასეთი კიტრი მარილიანზე და დამარინებულზე ბევრად უფრო გემრიელია, რადგან მათში ნაკლები მარილია და სასარგებლო თვისებები უფრო მეტად არის შენარჩუნებული. 



უმჯობესია თუ კიტრებს მცირე პორციებით მოამზადებთ. პროდუქტი წვენს აქტიურად გამოყოფს და დროთა განმავლობაში ძალიან მარილიანი ხდება. სწორედ ამიტომ ასეთი კიტრი 2 დღეზე მეტ ხანს არ გააჩეროთ!. არ ინერვიულოთ, თქვენი ოჯახის წევრები ასეთ კიტრს დიდხანს არ გააჩერებენ!

გსურთ ზაფხულის გემო დიდხანს დაიმახსოვროთ? ასეთი მისაყოლებლით სეზონი უფრო ნათელი იქნება. ეს რეცეპტი შეინახეთ და არ დაგავიწყდეთ, მეგობრებს გაუზიარეთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.