» » » ტანწერწეტა ფრანგი მანდილოსნების საყვარელი დიეტა - 10 დღე სრულიად საკმარისია.

ტანწერწეტა ფრანგი მანდილოსნების საყვარელი დიეტა - 10 დღე სრულიად საკმარისია.

​ფრანგმა დიეტოლოგებმა დიდი წონის ქალებისა და მამაკაცებისთვის დიეტა შეიმუშავეს. მისი ამოცანაა - ნივთიერებათა ცვლის მოცულობის გაზრდა, ზედმეტი ცხიმის დაწვა და მომავალში წონის მომატების რისკის შეფერხება. ხანგრძლივობა - 10 დღე. 

ადამიანი, რომელიც არასწორად კვებას არის მიჩვეული, ჯანსაღ მენიუზე გადასვლა ძალიან უჭირს. სწორედ ამიტომ ფრანგი დიეტოლოგები გირჩევენ დამხმარე ნივთიერებების მიღებას, რომლებიც ადაპტაციის პროცესს გაამარტივებს. მასში შედის მულტი ვიტამინური კომპლექსი ორგანიზმის გაძლიერების მიზნით, ნახევრად გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3 მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად, ტკბილეულისკენ მისწრაფვის გასაქრობად. 

ფრანგული დიეტა

დიეტის მთავარი წესები

1. დღეში 8-9 ჭიქა წყლის დალევა, 1 კგ წონაზე 30 მლ-ის გათვლით. 

2. 10 დღის განმავლობაში შაქარი, მარილი, მავნე პროდუქტები (სწრაფი კვების პროდუქტები), გაზიანი სასმელები, მაიონეზი, კეტჩუპი და სხვა მსგავსი პროდუქტები გამორიცხეთ. 

3. ყოველდღიურად დაახლოებით ნახევარი საათი სიარულს დაუთმეთ. ძალიან მსუქანი ადამიანებისთვის დასაწყისისთვის ასეთი აქტიურობა საკმარისია. 



დიეტას დეტალურად გთავაზობთ. მისი დაცვა მხოლოდ გამაჯანსაღებელი მიზნით ღირს მითითებული პერიოდის განმავლობაში. მაქსიმუმ - ორი კვირა. 

საუზმე

1. 1 ჭიქა თბილა წყალი ლიმონით. ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. 

2. 1 იოგურტი (2-3% ცხიმიანობით) + 1/2 ჩ/კ დარიჩინი. 

3. 2 მოხარშული კვერცხი 

4. 1/3 გრეიფრუტი

5. მწვანე ჩაი, ყავა შაქრის გარეშე. შეგიძლიათ ჭამის მერე 30 წუთის შემდეგ დალიოთ. 




პირველი წახემსება

1. 1 მწვანე ვაშლი ან 10 გრ შავი შოკოლადი 85%-იანი კაკაოს შემცველობით. 




სადილი

1. 1 თეფში ახალი ბოსტნეული ლიმონის წვენით და 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი.

2. 130-150 გრ ცილები ქათმის ფილეს, სტეიკის ან თევზის სახით. 




მეორე წახემსება

1. 1 ნატურალური იოგურტი 2 ჩ/კ კენკრასთან და 1/2 ჩ/კ დარიჩინთან ერთად. 




ვახშამი

1 თეფში ორთქლზე მომზადებული ან გამომცხვარი ბოსტნეული 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთთან ერთად. 

1. 130-150 გრ ცხიმოვანი ცილა ან 2 კვერცხის ცილა 1 კვერცხის გულთან ერთად. 



ბოსტნეული უმჯობესია დაბალი გლიკემიური ინდექსით აირჩიოთ, მხოლოდ მცენარეული ზეთით მორთეთ. თუ ზეითუნის ზეთი არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივით ჩაანაცვლოთ. 

თუ ყოველი საკვების მიღების შემდეგ შიმშილის გრძნობა მაინც გაწუხებთ, შეგიძლიათ 30 გრ ხაჭო საშუალო ცხიმიანობით მიიღოთ, რომ დისკომფორტის შეგრძნებით დაძინება არ მოგიწიოთ. 

გახდომა 2 კვირაში - ეს რეალობაა, მაგრამ მასზე გაჩერება არ ღირს. დიეტის დასრულების შემდეგ მსგავსი მენიუ გამოიყენოთ, ოღონდ უფრო მეტი ნახშირწყლების დამატებით ფაფების ან ხორბლის პურის სახით. 

ასევე გაზარდეთ ფიზიკური აქტივობა. პილატესი გასახდომად საუკეთესო ვარიანტია. 

თუ თქვენ ფრანგული დიეტა მოგეწონათ, შეინახეთ სოციალურ ქსელში თქვენს კედელზე. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.