» » » შეაჩერეთ კანის დაბერება რამდენიმე თეთრად! კანი საგრძნობლად გაახალგაზრდავდება ამ ნიღბის გამოყენების შემდეგ

შეაჩერეთ კანის დაბერება რამდენიმე თეთრად! კანი საგრძნობლად გაახალგაზრდავდება ამ ნიღბის გამოყენების შემდეგ

კოსმეტოლოგებიც კი ამბობენ, რომ შინ მომზადებული ნიღბები სახისთვის არაფრით ჩამოუვარდება სალონურ კოსმეტიკურ საშუალებებს! იმ ქალბატონებისთვის კი, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ საკუთარ გარეგნობაზე, სახის ნიღბები აუცილებელი ატრიბუტია.

ცოტა ხნის წინ, ჩემმა იაპონელმა მეგობარმა გამანდო თავისი კანის სილამაზის საიდუმლო, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე და შედეგი ნამდვილად ღირდა ამად.

ნიღბები ნაოჭების წინააღმდეგ


თქვენ შეგიმჩნევიათ, როგორ გამოიყურებიან აღმოსავლელი ქალები? მათ საყვარელი სახე და იდეალური კანი აქვთ, ნაოჭები კი თითქმის არ უჩანთ. ამ ყველაფერში ხომ ქალების ყოველდღიური შრომა და ზრუნვა დევს საკუთარ თავზე და, რაღა თქმა უნდა, აღმოსავლური სილამაზის რამდენიმე საიდუმლოც.



Rchevebi.com-ის რედაქციამ თქვენთვის მოამზადა სახის 3 ეგზოტიკური ნიღბის რეცეპტი, რომლებიც ნაოჭებისგან გაგათავისუფლებთ და დიდხანს შეუნარჩუნებს კანს ახალგაზრდობას. მზად იყავით აღმოსავლური კოსმეტოლოგიის სასწაულის საკუთარ თავზე გამოსაცდელად.

ინდური ნიღაბი მწყერის კვერცხითა და კურკუმათი
ინგრედიენტები:
  • 1 ც მწყერის კვერცხი
  • 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
  • 5 გ კურკუმას ფხვნილი
  • 1/2 ჩ.კ. ლიმონის წვენი


მომზადება და გამოყენება
მოსახერხებელ ჭურჭელში ათქვიფეთ ყველა ინგრედიენტი. წაისვით ნიღაბი გაწმენდილ, ნოტიო სახეზე კოსმეტიკური ფუნჯის ან სპონჟის გამოყენებით, მოერიდეთ თვალის მიდამოებს. გაიჩერეთ ნიღაბი 30 წუთით სახეზე, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. საუკეთესო ეფექტის მისაღწევად, ნიღაბი ყოველდღე უნდა წაისვათ, 10 დღის მანძილზე.

ამ ნიღბის გამაახალგაზრდავებელი ეფექტი ყველა რეკორდს ხსნის! ოღონდ, უნდა აღინიშნოს, რომ მის შემადგენლობაში შემავალი კურკუმა, ხშირად, ალერგიას იწვევს. წინასწარ შეამოწმეთ კანი ალერგიულობაზე: წაისვით მცირე ოდენობის ნიღაბი ხელზე. თუ რამდენიმე წუთში ალერგიული რეაქცია არ დაგეწყოთ, თამამად წაისვით სახეზეც.



აი ეს კი ის რეცეპტია, რომელიც ჩემმა მეგობარმა გამიზიარა:
ჯანჯაფილის მუსი იაპონელი გეიშებისგან
ინგრედიენტები
  • 1 ჩ.კ. დახეხილი ჯანჯაფილი
  • 1 კვერცხი
  • 2-3 წვეთი სეზამის ზეთი


მომზადება და გამოყენება
დასაწყისისთვის, წვრილ სახეხზე დახეხეთ ჯანჯაფილი, შემდეგ კი აიღეთ კვერცხის ცილა და ათქვიფეთ ბლენდერში მყარი ქაფის მიღებამდე. მცირე თასში შეურიეთ ჯანჯაფილი და ცილა. ნიღბის წასმამდე შეიზილეთ ნოტიო კანზე სეზამის ზეთი მსუბუქი მოძრაობებით. ზემოდან წაისვით მუსი.

15 წუთში ჩამოიბანეთ ნიღაბი ცივი წყლით. თუ ნიღაბი გახმება, წაისვით კიდევ ერთი ფენა. პროცედურა რეკომენდებულია კურსებად: 3-5 დღეში ერთხელ, 1 თვის მანძილზე.

შედეგად, იაპონელი გეიშები იღებენ სასწაულმოქმედ გამაახალგაზრდავებელ ეფექტს, ლიფტინგსა და ჯანსაღ, ახალგაზრდა კანის ფერს.



ნიღბის კიდევ ერთი აღმოსავლური რეცეპტი, რომლის სამშობლოც სამხრეთი ჩინეთია.

ჩინური ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ
ინგრედიენტები
  • 20 გ ბრინჯის ფქვილი
  • 20 გ წვრილი ზღვის მარილი
  • 20 გ თაფლი
  • 100 გ თბილი წყალი


მომზადება და გამოყენება
მოსახერხებელ ჭურჭელში თანაბარი პროპორციით მოათავსეთ ფქვილი, თაფლი და მარილი. გახსენით ყველაფერი წყალში, სანამ ძალიან სქელ ფაფისებრ მასას არ მიიღებთ.

ნიღაბი წაისვით წრიული მოძრაობებით ოდნავ გაცხელებულ და ნოტიო სახის კანზე. გაიჩერეთ ნიღაბი 5-7 წუთით, შემდეგ კიდევ ერთხელ დაიზილეთ სახე და ჩამოიბანეთ თბილი, გაჩერებული წყლით. ეს ნიღაბი ყოვლ 2-3 დღეში უნდა წაისვათ, 1-1.5 თვის მანძილზე.

ნიღაბი, ასევე, გამაახალგაზრდავებელ და გამაჯანსაღებელ ეფექტს გპირდებათ. თუ კანი მგრძნობიარე და მშრალია, ზღვის მარილი არ დაამატოთ!


გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი უცხო პროდუქტის კანზე გამოცდამდე, აუცილებელია ტესტის ჩატარება კანის მცირე მონაკვეთზე! არსებობს კანის დაზიანების საშიშროება.



გისურვებთ ხანგრძლივ ახალგაზრდობას !
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.