კანი უარესად გამოიყურება არა იმიტომ, რომ კონკრეტულ კრემს აღარ იყენებთ, არამედ იმიტომ, რომ მათ სწორი ზრუნვა მოაკლდათ. თუ საჭიროება მოითხოვს კოსმეტიკური საშუალების ეფექტის გაძლიერებას ან გახანგრძლივებას, ყურადღება მიაქციეთ პროდუქტს აქტიური კომპონენტების უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებლებით.
კრემს თავისი მუშაობის სწორად შესრულებაში ხელი რომ შევუწყოთ, კოსმეტოლოგები ბოსტნეულის ნიღბების გამოყენებას გვირჩევენ. თავისი თავი ყველაზე უკეთ ჭარხლის ნიღაბმა წარმოაჩინა.
სახის მკვებავი ნიღბები
ჭარხლისგან ნატურალური ნიღბის სახლში დამზადება ძალიან მარტივია. მისი გამოყენების შედეგი კი გააოცებთ მათაც კი, ვინც სალონურ პროცედურებზე ნდობას არის მიჩვეული.
- ნახევარი საშუალო ზომის ჭარხალი წვრილ სახეხზე გახეხეთ და ბლენდერის საშუალებით ფაფა გააკეთეთ.
- მიღებული მასა გაწმენდილ სახეზე წრიული მოძრაობით წაისვით.
- გაიჩერეთ მაქსიმუმ 10 წუთით, რადგან ჭარხალი კანს ჭარბ ღვინისფერს პიგმენტს ანიჭებს.
- თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ და კანზე კრემი წაისვით.
ასეთი ნიღაბი ყოველდღე გამოიყენეთ და მალე შეამჩნევთ, თუ გარეგნობა საუკეთესო მხარეს როგორ იცვლება: კანი შესამჩნევად ნათდება, ფორები ვიწროვდება, სახის ფერი უმჯობესდება, სისხლძარღვები ნაკლებად შესამჩნევი ხდება. თავისი ეფექტურობის მიხედვით ჭარხალი პრაქტიკულად ჰიალურონის მჟავას არ ჩამოუვარდება!
გამაახალგაზრდავებელი ნიღბები სახლის პირობებში კარგად ეთავსება კოსმეტიკურ საშუალებებს, ერთმანეთის მოქმედებას აძლიერებენ. მაშინაც კი თუ თქვენი კანი ძვირადღირებულ კრემს არის მიჩვეული, ჭარხალი მიღებული ეფექტის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. უზმოზე ჭარხლის წვენის დალევით კი, ორგანიზმს შიგნიდან გაახალგაზრდავებთ!
ბუნებამ კანის მოვლის იაფი საშუალებებით დაგვაჯილდოვა! ცოდვაა მათი არ გამოყენება, ასე არაა? თქვენ როგორ იყენებთ ჭარხალს კოსმეტიკაში? დაწერეთ ამის შესახებ კომენტარებში და ეს სტატია მეგობრებს გაუზიარეთ.