Rchevebi.com-ის რედაქცია გაგიზიარებთ უბრალო რეკომენდაციებს, რომლებიც გასწავლით სიცოცხლის დაფასებას, დაგიბრუნებთ სხეულის ჯანმრთელობასა და სულის ბედნიერებასა და სიმშვიდეს. სცადეთ, შეასრულოთ ეს რეკომენდაციები იმისგან დამოუკიდებლად, გაქვთ თუ არა პრობლემები. მალე ნახავთ, რომ სიცოცხლე სრულიად სხვა საღებავებითაა შეღებილი. განიკურნეთ საკუთარი თავი!
- დალიეთ 0.5 ლ გაჩერებული წყალი დღეში სამჯერ. პროცედურის დროს გაიმეორეთ: "მე ჯანმრთელი ვარ, მე განვიკურნები!"
- იპოვეთ დრო მასაჟისთვის. რაღაც 10-15 წუთი მოგანიჭებთ ენერგიასა და სასიცოცხლო ძალებს. უბრალოდ დაიზილეთ ხელებით მშრალი სხეული, განსაკუთრებული ყურადღება კი მიაქციეთ კისერს, თავს, მკერდსა და ტერფებს.
- შეეჩვიეთ 22:00-ზე დაძინებასა და მზის სხივებთან ერთად გაღვიძებას. დაწოლისას იმეორეთ: "ახლა მივდივარ სამკურნალო ქვეყანაში, სადაც განმკურნავენ." თუ საშუალება გაქვთ, სადილის დროს წაუძინეთ 1 საათით.
- გაამახვილეთ ყურადღება სუნთქვაზე. იგი თანაბარი, თავისუფალი, მოჭერების გარეშე და შინაგან ბედნიერებასთან ერთად უნდა იყოს. ისუნთქეთ 2-3ჯერ უფრო ნელა და არ დაგავიწყდეთ დღის განმავლობაში სუნთქვის კონტროლი.
- შეადგინეთ სამკურნალო სიტყვების სია, რომლებიც უნდა იმეოროთ ყოველდღე, რამდენჯერმე. მაგალითად: "მე ვიკურნები, ჯანმრთელი ვარ! მკურნალი ენერგია მავსებს და აჯანსაღებს ჩემს ორგანოებს. ჩემი ღვიძლი, თირკმლები, თავი ჯანმრთელი ხდება".
- სცადეთ ჯანმრთლობის პრობლემებზე აზრებისგან გათავისუფლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
- რაც შეიძლება ხშირად იყავით ბუნებაში, დატკბით მიწასთან სიახლოვით, უყურეთ ცას და ისიამოვნეთ ღრუბლების ცქერით. კარგი განწყობა და სუფთა ჰაერი ჯანმრთელობის საწინდარია.
- უსმინეთ მხიარულ და ენერგიულ მუსიკას დღით, ღამით - მშვიდსა და მომადუნებელს. იცეკვეთ, იმღერეთ, დატკბით მომენტით.
- მიირთვით უფრო ხშირად, თუმცა პატარა პორციებად - დღეში 5-6ჯერ. სახლში მომზადებული საკვები ყველაზე ჯანსაღია! მოამზადეთ ფაფები დილით, მიირთვით სალათები, კომბოსტოს მწნილი, შინ გამომცხვარი პური. სისხლძარღვების მავიწროებელი სასმელი კი უნდა დაივიწყოთ: ჩაიც, ყავაც და ალკოჰოლიც.
- სცადეთ ტემპერატურის შეცვლა. დაიბანეთ ცივი წყლით ჯერ ტერფები, შემდეგ მუხლები, აიწიეთ სულ მაღლა, სანამ თავსაც არ გაივლებთ. რიტუალის დროს იფიქრეთ მკურნალობაზე.
- დაიწყეთ სპორტით დაკავება. ამისთვის აუცილებელი არაა დარბაზში სიარული, სახლში ვარჯიში კი აუცილებელია. ჩაჯდომები, ადგილზე სირბილი, აზიდვები და ჰანტელები დიდ მონდომებას არ მოითხოვს!
- კვირაში ერთ დღეს იშიმშილეთ. თუ მთელი დღე ვერ გაძლებთ, იშიმშილეთ უფრო ნაკლები ხნით. შიმშილის დღემდე და მის განმავლობაში იმეორეთ: "მე ამით გამოვჯანმრთელდები. განვიკურნები!".
- გამართეთ მშვიდი და სულიერი ბაასი ახლობელთან. ეს შესანიშნავი საშუალებაა პოზიტიური ენერგიის გასაცვლელად, რომელიც ჰარმონიულ მდგომარეობას განიჭებთ.
- შეზღუდეთ ყველა არხი, საიდანაც ნეგატიური ინფორმაცია მოდის. იფიქრეთ მხოლოდ კარგზე. უყურეთ კომედიებს, წაიკითხეთ სულიერი წიგნები, უსმინეთ საყვარელ სიმღერებს. აქ რთული არაფერია - მხოლოდ სასიამოვნო და დადებითი ემოციები!
- ძალიან ძლიერი სავარჯიშოები! შეისუნთქეთ და დაიცავით პირი ხელებით. ჩუმად თქვით ფრაზა: "მე სიცოცხლე მინდა!" და მოაშორეთ ხელები. ამოისუნთქეთ და ისევ გაიმეორეთ.
ასეთი პრაქტიკა მისცემს სიგნალს თქვენს ორგანიზმს სიცოცხლის წყურვილის შესახებ, დაავადებები კი უკან დაიხევს. გასაოცარია, მაგრამ დაავადებათა ნაწილი საკუთარი ცხოვრების დაუფასებლობის შედეგია. - დაუთმეთ 5 წუთი კარგ აზრებს. დაჯექით კომფორტულად და იფიქრეთ გულის სისუფთავეზე: "მინდა, რომ ყველა კარგად იყოს, მინდა, რომ არავინ ავადდებოდეს!"
- ყოველდღე წარმოიდგინეთ თავი ჯანმრთელ და ბედნიერ ადამიანად მომავალში. მაგალითად, ერთი კვირის შემდეგ წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ფხიზლად და მომღიმრად, რომელიღაც ნაცნობ ადგილას. მსგავსი აზრები ერთი-ორად გაზრდის ადამიანის სასიცოცხლო ენერგიას.
- ეს პუნქტი ყველაზე მნიშვნელოვანია. მიმართეთ ღმერთს დასახმარებლად. ილოცეთ, იარეთ ტაძარში და ითხოვეთ განკურნება. თქვენ გამოჯანმრთელდებით.