» » » რამდენიმე უბრალო საშუალება ორგანიზმის გასაწმენდად

რამდენიმე უბრალო საშუალება ორგანიზმის გასაწმენდად

ჯანმრთელობა ადამიანისთვის ყოველთვის იყო და არის მთავარი სასიცოცხლო ღირებულება. მუდმივად ზრუნვა საკუთარ თავზე - უპირველესი და განსაკუთრებული საქმეა.
ორგანიზმის გაწმენდა ყოველთვის პოპულარული იყო, დღესაც მისი მიმდევრები დღითი დღე მატულობს.

რომელი მარტივი საშუალებებით შეგვიძლია ორგანიზმის გაწმენდა:

ზეითუნის ზეთი
მხოლოდ ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი დღეში ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე, თქვენს კანს სიპრიალესა და ჯანმრთელობას მიანიჭებს. შეიძლება სელის ზეთის გამოყენებაც (იყიდება აფთიაქებში), მაგრამ იგი საკმაოდ უსიამოვნოა დასალევად. საჭიროა მონაცვლეობა ერთი თვე ზეთით, ერთი - უზეთოდ. თუ არა გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ იგი ერთხელ - უზმოზე. ეს თქვენს ღვიძლს ცხოვრებას გაუადვილებს. ასევე ანელებს დაბერების პროცესს.

შარდმდენი საშუალებები
რადგან ადამიანის ორგანიზმის მთავარი ფილტრი - თირკმელებია, როგორიც ყველა ფილტრი, წლების მანძილზე ივსება სხვადასხვა ნარჩენებით და ითხოვს გაწმენდას. ამისათვის გამოგადგებათ შარდმდენი ჩაი, რომელიც ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ. ამას გარდა, ზოგიერთი დიეტოლოგი გირჩევთ დილაობით მიიღოთ ახლად გამოწურული წვენი - იგი ასტიმულირებს თირკმელების მუშაობას, ანუ გამოყავს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე და ტოქსინები. ცნობილია, რომ ყველაზე ძლიერი შარდმდენი საშუალებებია - ხილისა და ბოსტნეულის ახლად გამოწურული წვენები. შემოდგომით ამ მიზნისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ საზამთრო. შარდმდენი საშუალებები ასევე დადებითად მოქმედებენ სახის კანზე.

ოყნა
მათ. ვინც ორგანიზმის გაწმენდას უფრო სერიოზულად უყურებს, ვეტყვით, რომ ვერაფერი შეედრება მრავალსაუკუნოვან საშუალებას - ოყნას. ბევრს არ მოსწონს ეს "სანიტარული საათი", მაგრამ იქნებ მათზე ციფრებმა იმოქმედონ: დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ მსხვილ ნაწლავზე ჯანმრთელ ადამიანებსაც კი უგროვდებათ 3 კილოგრამზე მეტი ნადები, ხოლო ავადმყოფებში მისი რაოდენობა შეიძლება 25 კილომდეც იყოს!

სამკურნალო შიმშილი
არის კიდევ ერთი კარგი საშუალება, რომელიც მოითხოვს ნებისყოფას. ეს არის სამკურნალო შიმშილი. გარდა იმისა, რომ უმჯობესდება მდგომარეობა თითქმის ყველა დაავადების დროს, ასევე ჯანმრთელებსაც უუმჯობესდებათ სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა, აქტიურდება გონივრული შესაძლებლობები.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.