შეშუპების, მუქი წითელი წრეებისა და თვალქვეშა ტომრების, გვერდების ტკივილისა და თირკმლების ფუნქციონირების დარღვევის სხვა სიმპტომების მოშორებაში ველური ვარდი დაგეხმარებათ. ასკილი ნამდვილი გაძია: შეიცავს არამხოლოდ დიდი რაოდენობით ვიტამინ C-ს, არამედ ფლავანოიდებს, ტანინებსა და კატეხინებს. ისინი აზავებენ კენჭებსაც კი თირკმლებში, შემადგენლობის წყალობით.
როგორ გავწმინდოთ თირკმლები
ასკილი თირკმლების მეგობარია. იგი დაგეხმარებათ მარილებისა და ქვიშის გამოდევნაში, გააუმჯობესებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციონირებას, ხსნის ანთებას. თირკმლის წმენდის დროს, ასკილივე გაწმენდს ღვიძლსაც. შესანიშნავი გარეული მცენარე, რომელიც მაისში ყვავის, ადამიანზე წარმოუდგენლად კარგად მოქმედებს.
ინგრედიენტი
- 2-3 ს.კ. გამომშრალი ან ახალი ასკილი
- 500-700 მლ მდუღარე წყალი
- თერმოსი
- პლასტმასის საწრუპავი მილაკი
მომზადება და გამოყენება
- დაასხით ასკილს მდუღარე და გააჩერეთ თერმოსში მთელი ღამით. დილით სასმელი მზად იქნება.
- მიირთვით სასმელი დღეში 2-3ჯერ, თითო ჭიქით, ჭამის შემდეგ. მნიშვნელოვანია! სასმელი აუცილებლად საწრუპით უნდა დალიოთ, რადგან ასკორბინის მჟავის მაღალი შემცველობა დამღუპველად მოქმედებს კბილის ემალზე, მუქი ფერის სასმელი კი შეღებავს პირის ღრუს.
ასკილის მიღებისას, აუცილებელია დიდი რაოდენობით წყლის მიღება დღის განმავლობაში, რათა ყველა მავნე ნივთიერება გამოდევნოთ ორგანიზმიდან. ეს ნაყოფი ხომ თირკმლებზე ჯაგრისივით მოქმედებს.
ასკილის კენკრას ბაქტერიციდული მოქმედება აქვს: მათ შემადგენლობაში არსებული ფიტონციდები ანადგურებს მავნე ბაქტერიებს. ასევე, ასკილის ნაყოფი ძვირფას პოლივიტამინურ პროდუქტად ითვლება. XVI ს-დან დაწყებული, მათ გამოიყენებდნენ ცინგის სამკურნალო პრეპარატად - ესაა მეზღვაურთა დაავადება ვიტამინების უკმარისობისგან. ხავერდისა და ატლასის ქსოვილებს ასკილზე ცვლიდნენ ვაჭრები.
ქვემოთ მოცემულია ვიდეო, რომელშიც ნახავთ, როგორ უნდა მოამზადოთ ასკილის ნახარში. ეს იმ შემთხვევისთვის, თუ თერმოსი არ გაქვთ: