» » » ჩინეთში საზამთროს ქერქს არ ყრიან: მას წვავენ, თუშავენ და ამწნილებენ

ჩინეთში საზამთროს ქერქს არ ყრიან: მას წვავენ, თუშავენ და ამწნილებენ

საზამთრო ჯერ კიდევ ანტიკურ ეგვიპტეში მოჰყავდათ. იმ დროს, მას არამხოლოდ ტკბილი გემოსთვის, არამედ სასარგებლო თვისებებისთვისაც აფასებდნენ. ალბათ, თითოეული ჩვენგანი იცნობს ამ კენკრას ბავშვობიდან, მაგრამ რამდენად ბევრი ვიცით მის შესახებ?

დღეს Rchevebi.com-ის რედაქციამ შეაგროვა ნაკლებადცნობილი და მოულოდნელი ფაქტები საზამთროს შესახებ. გასაოცარია, რამდენი საინტერესო რამ არ ვიცოდით მასზე.



როდის უნდა შეიძინოთ საზამთრო
სწორედ ახლა, აგვისტოში, საზამთრო ნამდვილად მწიფდება, იჟღინთება მზით(და არა საეჭვო სასუქებით) და გვახარებს გემოთი. სწორედ ახლა უნდა შეიძინოთ საზამთროები და გაახაროთ ოჯახიც. გასაკვირი არაა, რომ სწორედ 3 აგვისტოს, მთელი სამყარო საზამთროს დღეს ზეიმობს.

ბავშვობაში ვის არ ჰყვარებია ეს ბუნებრივი ტკბილეული? ალბათ, მხოლოდ მათ, ვისაც ალერგია ჰქონდა. ყველა დანარჩენი სიაომვნებით მიირთმევდა მის ტკბილ და ცივ რბილობს, აცლიდა კურკებს. ვის უფიქრია საზამთროს ზემოქმედებაზე ორგანიზმის მიმართ? არადა მასში ხომ უამრავი სარგებელია, რომელიც უნდა არინიშნოს. თუმცა, საზამთროს შესახებ საინტერესო ფაქტებიც საკმარისია.



ფაქტები საზამთროს შესახებ
  1. საზამთრო რეკომენდირებულია სპორტსმენთათვის
    კუნთების ტკივილის მოსახსნელად, საზამთროს წვენი იდეალური ვარიანტია. მასში შედის ამინომჟავა L-ციტრულინი, რომელიც ამცირებს კუნთების დისკომფორტს, რომელიც გადაღლისას ჩნდება.

  2. საზამთრო ყველასთვის არ შეიძლება
    ვიტამინები და ფოლიუმის მჟავა აუცილებელია ორგანიზმისთვის, მაგრამ დიდი რაოდენობით საზამთრო მავნეა 0 იგი იწვევს შეშუპებასა და თირკმლების გადატვირთვას. ამიტომ, ბავშვებმა და ხნიერებმა საზამთრო მცირე რაოდენობით უნდა მიიღონ. მათთვისაც, ვისაც კოლიტი, კუჭის დარღვევა ან თირკმლის კენჭები აწუხებთ, საზამთროს მოხმარებას ექიმები კრძალავენ.



  3. საზამთროს 92%-ს წყალი შეადგენს
    ის, რომ საზამთრო დიდი ოდენობით წყალს შეიცავს, ყველამ იცოდა, მაგრამ 92%? გასაკვირი არაა, რომ 100 გ პროდუქტში სულ 38 კალორიაა.

  4. საზამთროს შემოწმება ნიტრატებზე საკმაოდ მარტივია
    სქელი ქერქის წყალობით, საზამთრო დაცულია მავნე ნივთიერებების შეღწევისგან. ამიტომ, იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სუფთა და უსაფრთხო პროდუქტად. თუმცა, საზამთროს რეპუტაცია სერიოზულად შელახეს მებაღეებმა, რომლებიც ნაადრევი მოსავლისთვის ნიტრატებს იყენებენ.

    საზამთროს სისუფთავის შემოწმება მარტივია: ჩაუშვით პატარა რბილობი წყალში. თუ 1 საათის მანძილზე წყალი ოდნავ გამუქდება, საზამთრო სუფთაა, ხოლო თუ წყალი გავარდისფერდება, გაწითლდება ან გაყვითლდება - ნაყოფში დიდი რაოდენობით ნიტრატია და იგი არ უნდა მიირთვათ!



  5. საზამთროს შეუძლია გიგანტური ზომების მიღწევა
    ყველაზე დიდი საზამთრო 2013 წელს ამერიკელმა კრის კენტმა მოიყვანა. ნაყოფის წონა 159 კგ-ს აღწევდა, რაც გინესის რეკორდების წიგნშიც დაფიქსირდა.

    გარდა ამისა, იაპონელმა ფერმერებმა მოიფიქრეს საზამთროს სხვადასხვა ფორმით მოყვანის მეთოდები. ისინი ათავსებენ მწვანე ნაყოფს წინასწარ მომზადებულ ჭურჭელში. ზრდის პროცესში კი საზამთრო დეფორმირდება და ავსებს ჭურჭელს. შედეგად, ვიღებთ თითქმის არასაკვებ, მაგრამ ლამაზ სუვენირს.

  6. საზამთროს ქერქი იჭმება
    აღმოჩნდა, რომ საზამთროს ქერქს მიირთმევენ და იგი ძალიან გემრიელიცაა. უბრალოდ დაჭერით იგი ნაჭრებად, მოათავსეთ ბლენდერში თაფლთან და ყინულთან ერთად. მიღებული მასა არამხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა ვიტამინ C1, B1 და B2-ის, კაროტინისა და ფოლიუმის მჟავის შემცველობის წყალობით. ჩინეთში საზამთროს ქერქს წვავენ, თუშავენ და ამწნილებენ კიდევაც.



  7. საზამთროს კურკებიც იჭმება
    თავისი არსით, საზამთროს კურკები არ განსხვავდება გოგრის მარცვლებისგან - ხსნის ანთებას, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. ადრე ჩვენ დაწვრილებით მოგიყევით საზამთროს კურკების სარგებელზე.

  8. საზამთროს მხოლოდ საკვებად არ გამოიყენებენ
    არსებობს ცალკეული ხელოვნება ხილისა და ბოსტნეულის დაჭრისა, რომელსაც ქარვინგს უწოდებენ. ოსტატები ნაყოფს სხვადასხვა ფიგურებად აქცევენ. მათ ყურადღებას არც საზამთრო გამოჰპარვია, რომლითაც შედევრებს ქმნიან.


საზამთროს სარგებელი ჯანმრთელობისთვის დიდებულია, ამიტომ აუცილებელია მათი სწორად შერჩევა. მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიყვანთ მოწამლვის რისკს მინიმუმამდე.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.