» » » საზამთრო არანაკლებ ეფექტური ჭიის წამალია, ვიდრე გოგრის თესლი.

საზამთრო არანაკლებ ეფექტური ჭიის წამალია, ვიდრე გოგრის თესლი.

საზამთრო შეიცავს C, PP, B1, B2, ვიტამინებს, კაროტინს, ფოლიუმის მჟავას, ასევე უჯრედისს, პექტინებს, საზამთროს შიგთავსი შეიცავს კარგად მოსანელებელ ბუნებრივ შაქარს, რომლის დიდ ნაწილს შეადგენს ფრუქტოზა და გლუკოზა, მცირეს - სახაროზა. მასში შედის აგრეთვე ვიტამინები, კაროტინი, პექტინის ნახევრადსახარინები, უჯრედისები და მიკროელემენტები: კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, ნატრიუმი, კალციუმი, ფოსფორი და სხვა. საკვები ნივთიერების ასეთი მდიდარი ასორტიმენტი სასიკეთოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, შიდა სეკრეციის ჯირკვლებზე, ხელს უწყობს კუჭნაწლავის მიკროფლორის აქტიურობის ამაღლებას. საზამთრო შესანიშნავად კლავს წყურვილს ციების დროს და ხელს უწყობს მომწამლავი ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოდევნას.

  • საზამთრო შეჰყავთ დიეტაში ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს (ციროზი, ბოტკინის დაავადება), შეკრულობის, პოდაგრის, ართრიტების, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, კორონალური უკმარისობისა და ანგინის დროს. რადგანაც საზამთრო მდიარია რკინით, რომელიც აუცილებელია სისხლის წარმოქმნისათვის, ის გამოიყენება ანემიის დროს. იგი მეტად სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის, აჩქარებს ქოლესტერინის გამოყოფას.

  • საზამთრო შეუცვლელი შარდმდენი საშუალებაა გულსისხლძარღვთა სისტემისა და თირკმლების დაავადებების დროს გამოწვეული შეშუპებისას. საზამთროს წვენი არა მარტო გამოდევნის ზედმეტ სითხეს, არამედ უზრუნველყოფს ორგანიზმს ადვილადშეთვისებადი შაქრებით. საზამთროს უჯრედისი აძლიერებს ნაწლავთა პერისტალტიკას, აჩქარებს ქოლესტერინის ნარჩენების გამოდევნას. დიეტოლოგები თვლიან, რომ დღეში შეიძლება 2-2,5 კგ საზამთროს მიღება. მაგალითად, თირკმელ-კენჭოვანი დაავადების დროს იმ ნივთიერებათა ზემოქმედებით, რომლებსაც საზამთრო შეიცავს, შარდის ტუტიანობა იზრდება, მარილები გადადიან ხსნად მდგომარეობაში და გამოიდევნებიან საზამთროს შარდმდენი ეფექტის გამო.

  • ორგანიზმის საერთო გაწმენდის დროს გამოიყენება საზამთროს შიმშილობა, როცა 3-4 დღის მანძილზე ვღებულობთ მხოლოდ საზამთროსა და შავ პურს. შარდის ინტენსიური გამოყოფით ამ პროცედურის დროს სუფთავდება თირკმელები და შარდგამომყოფი გზები; ამ დროს გამოიყოფა სილა და წვრილი ქვები. საზამთროს შიგთავსი გამოიყენება აგრეთვე მისი დადებით დაზიანებულ ადგილებზე ფსორიაზის და ეგზემის დროს. კანის მოვლისა და მისი გაახალგაზრდავების მიზნით იყენებენ საზამთროს შიგთავსს ანდა წვენის ნიღბებს. მისი წვენით გაჟღინთეთ რამდენიმე ფენად დაკეცილი მარლა, რომელსაც შემდეგ დაიდებთ სახეზე ან კისერზე. 20 წუთის შემდეგ მარლის საფენი აიღეთ, კანის ჩამოიბანეთ და გაიმშრალეთ.

  • საზამთროც არანაკლებ ეფექტური ჭიის წამალია, ვიდრე გოგრის თესლი. პარაზიტების სასიკვდილო საშუალება რომ დაამზადოთ, საზამთროს გამხმარი თესლი, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, შეურიეთ რძე. პროპორციით 1:10. ძირითად კვებას შორის დღეში ორჯერ 2 ჭიქა მიიღეთ.

  • ალბათ არ არსებობს საზამთროზე უკეთესი საკვები სკლეროზით, პოდაგრით, ართრიტით და დიაბეტით დაავადებულთათვის.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.