"რჩევების" რედაქცია გიამბობთ, თუ რით ემუქრება ფუტკრების განადგურება კაცობრიობას და როგორ შეიძლება სიტუაციის შეცვლა. ყველაფერი უფრო სერიოზულად არის, ვიდრე ფიქრობთ...
ფუტკრების გამოკვება
ცოტა თუ უფიქრდება, მაგრამ ჩვენი საკვების დაახლოებით 30%-ის მწერებით დამტვერვა სჭირდება, უფრო ზუსტად ფუტკრებით. ეს პატარა მუშაობის მოყვარული მწერები - სამეურნეო კულტურის წებოვანაა. ასე იყო ყოველთვის, უბრალოდ არავინ ფიქრობდა ამაზე, სანამ გაქრობა არ დაიწყეს.
2006 წელს ამერიკელმა მეფუტკრეებმა განგაში ატეხეს: მათი ფუტკარი არანორმალური რაოდენობით ქრებოდა. სკაში თაფლს და ცვილს ნახულობდნენ, მაგრამ არა მწერებს. გაქრობის მისტიკური ამოცანა ვერ ამოხსნეს. 2013 წელს აშშ-ში ფუტკრების მესამედ ზამთარი ვერ გადაიტანა. ფუტკარი მასიურად კვდებოდნენ და ჩვეულ ადგილს ტოვებდნენ.
შესადარებლად: ეს 42%-ით მეტია, ვიდრე მეფუტკრეები კარგავენ. ადრე ეს ციფრი მაქსიმუმ 15% იყო. მეცნიერები შეშფოთდნენ და სიტუაციის გამოკვლევა დაიწყეს. მაგრამ რატომ არის ეს საგანგაშო? ნუთუ მართლა სერიოზულად არის საქმე?
ყველაფერი ნამდვილად სერიოზულად არის. თუ ფუტკრები გაქრებიან, ადამიანების ცხოვრება გართულდება. ბრიტანელი ზოოლოგი, მწერალი და წამყვანი დევიდ ატენბორომ ახლახანს დაწერა სოციალურ ქსელში: "ფუტკრები რომ დედამიწაზე აღარ არსებობდნენ, ადამიანები მხოლოდ 4 წელს იცოცხლებდნენ". ფუტკრები ნაკლებად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, მაგრამ მათ გარეშე ბევრ რამეს დავკარგავთ.
ფუტკრის გაქრობის 7 შედეგი
1. ფუტკრების დაკარგვით, დედამიწაზე ყველაზე სასარგებლო და უნივერსალურ პროდუქტს თაფლს დავკარგვათ.
2. ბევრი ხილი და ბოსტნეული აღარ გაიზრდება, რადგან მათ აღარავინ დამტვერავს. BBC ირწმუნება, რომ ფუტკრის გარეშე ბევრი პროდუქტი გაქრება: ვაშლი, ავოკადო, ატამი, საზამთრო და ყავაც კი.
3. ადამიანების მცენარეების თავად დამტვერვა მოუწევთ. თუმცა ეს ძალიან ეფექტური არაა, და პროცესიც ძალიან ნელია. ის მხოლოდ მცირე კომპენსაციას გააკეთებს, მაგრამ ვერ ჩაანაცვლებს.
4. რძის პროდუქტები გაქრება. რატომ? რადგან ძროხას, ცხვარს და თხას ნორმალური ცხოვრებული პირობებისთვის იონჯა და სხვა მცენარეები სჭირდებათ, რომელთაც ფუტკარი მტვერავს.
5. საკვების ნაირსახეობა შემცირდება. დიახ, საკმარისი კულტურა დარჩება, რომელიც შეიძლება რომ გაზარდოთ. ღორს და ქათამს მცენარე არ სჭირდებათ, რომელსაც ფუტკარი მტვერავს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ამ პროდუქტებზე ფასები როგორ გაიზრდება. დეფიციტური პროდუქტი ოქროს ფასი გახდება.
6. ადამიანის რაციონში ზოგიერთი პროდუქტის არ არსებობა ჯანმრთელობის პრობლემებს გამოიწვევს. კვლევამ აჩვენა, რომ ფუტკრებით დამტვერილი პროდუქტი კალციუმს, რკინას და მთელ რიგ ვიტამინებს გვაძლევს. მათ გარეშე ადამიანების ჯანმრთელობა გაუარესდება.
7. თუ ვივარაუდებთ, დიდი ალბათობაა იმის, რომ ფუტკრების სიკვდილის გამო მსოფლიო ეკონომიკა დაინგრევა, ბევრ ქვეყანაში საერთოდ შიმშილობა დაიწყება. და რა შემდეგ? ფუტკარი-დრონი მკვლელი ადამიანის? ეს უკვე ანტი უტოპიის ჟანრში...
რა თქმა უნდა, ყველაფერი ოდნავ გადაჭარბებულია, მაგრამ ფუტკრის გარეშე ცხოვრება ბევრად პრობლემური გახდება. თუმცა ფუტკარი ჯერ კიდევ არის, ანუ ჯერ ყველაფერი დაკარგული არაა. ჩვენ შეგვიძლია ამ მწერების გადარჩენა. დევიდ ატტენბორომ მარტივი რჩევა მოგვცა. ეზოში შაქრით სავსე კოვზი ყოველთვის დატოვეთ. საქმე იმაშია, რომ ფუტკრები ხშირად იღლებიან, მათ ძალა არ ყოფნით, რომ თავის ადგილას დაბრუნდნენ, რის გამოც იღუპებიან.
ასეთი წახემსება კი ფუტკრებს დამატებით ენერგიას შემატებთ და დაეხმარებათ. უბრალოდ 2 ს/კ ჩვეულებრივი შაქარი და 1 ს/კ წყალი ერთმანეთს აურიეთ და სადმე ეზოში დადგით. თითქოსდა უმნიშვნელოა, მაგრამ თუ პლანეტის მოსახლეობის მესამედი ამას გააკეთებს, ბევრი ფუტკარი გადარჩება.
შეგიძლიათ სუპერ გმირი გახდეთ და კაცობრიობა გადაარჩინოთ. ამისთვის ძლიერი იარაღი ან ზებუნებრივი ძალა არ დაგჭირდებათ, მხოლოდ 1 ს/კ შაქარი წყალთან ერთად. გადაარჩინეთ ფუტკრები!
ასევე შეგიძლიათ ინფორმაცია გაავრცელოთ, რომ უფრო ბევრმა ადამიანმა ამის შესახებ გაიგოს. აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებს!