» » » ჭორფლის და პიგმენტური ლაქების მოშორება ბოლოკის გამოყენებით

ჭორფლის და პიგმენტური ლაქების მოშორება ბოლოკის გამოყენებით

ტრადიციული და ხალხური მედიცინა ავსებს ერთმანეთს, რამეთუ მცენარეული ნედლეულიდან, მომზადებული შინაური წამლები წარმოადგენენ უძველეს სამკურნალო საშუალებებს, რომელსაც ადამიანები სხვადასხვა დაავადებების დროს იყენებენ.

ნატურალურ კომპონენტებზე დამზადებული კოსმეტიკური საშუალებები არაფრით ჩამოუვარდება მაღაზიებში ნაყიდ კოსმეტიკას. გარდა ამისა, არ შეიცავს მავნე კომპონენტებს.

პიგმენტური ლაქები საწინააღმდეგო ლოსიონი

ინგრედიენტები:
  • ბოლოკი - 120 გრ
  • სუფრის ძმარი - 250 მლ
  • წყალი - 1,5ლ

    მომზადების და გამოყენების წესი:
    ბოლოკი გავხეხოთ სახეხზე და დავუმატოთ ძმარი. მიღებული მასა ჩავასხათ მუქი შუშის ბოთლში და დავდგათ ბნელ ადფილას 14 დღე. ლოსიონი გავწუროთ, დავუმატოთ წყალი, კარგად შევანჯღრიოთ და გამოვიყენოთ სახის გასაწმენდად (დღეში 2-ჯერ ).

    ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის

    დაგჭირდებათ:
  • ბოლოკი - 300 გრ
  • წყალი - 150 მლ

    მომზადების და გამოყენების წესი:
    ბოლოკი გავხეხოთ წვრილ სახეხზე, გამოვწუროთ წვენი და შევურიოთ წყალს. მომზადებულ ნარევში დავსველოთ რამდენიმე ფენა მარლა, დავიდოთ სახეზე 20 წთ-ით. ნიღაბი გავიკეთოთ კვირაში 2-3-ჯერ.

    სახის მათეთრებელი და ჭორფლის მოსაშორებელი ნიღაბი

    ინგრედიენტები:
  • ბოლოკი - 150 გრ
  • თვის ბოლოკი - 100 გრ
  • ლიმონის წვენი - 50 მლ

მომზადების და გამოყენების წესი:
ბოლოკი და თვის ბოლოკი გავხეხოთ წვრილ სახეხზე. დავუმატოთ ლიმონის წვენი და კარგად ავურიოთ. მომზადებული მასა წავუსვათ 3 ფენა მარლის ნაჭერს და დავიდოთ სახეზე 5-7 წთ. ნიღაბი გავიკეთოთ კვირაში 1-2-ჯერ.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.